გუნა-ლუმბარ (ნატუროპათი) / GUNA-LUMBAR (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-ლუმბარ (ნატუროპათი) / GUNA-LUMBAR (Naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
GUNA-LUMBAR – გუნა-ლუმბარ

ხერხემლის გავა-წელის ნაწილის – კუნთების, მყესების არეში  ლოკალიზებული მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.


გუნა-ლუმბარ (ნატუროპათი) / GUNA-LUMBAR (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები:
Alumina 8X; Anti-interleukin 1 alpha 4C, Beta-Endorphin 4C, Bryonia alba 4X, Hamamelis Virginiana 6X, Nalrum  sulphuricum 8X, Phosphoricum acidum 6X, Sepia 4X, Anti-interleukin 1  beta 4C, Discus intervertebralis suis 4X.
არააქტიური კომპონენეტები: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური  იზოტონური ხსნარი.

Guna-Lumbar-ის თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნური ტკივილგამა ყუჩე ბელი ბირთვი β-Endorphin 4C ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორია.
აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების  დონეზე. აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α და β 4C აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2-ის, E2 პროსტაგლანდინის და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ჰომეოპათიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
ამ ბირთვის კომპონენტები ტკივილის ბლოკირებას ახდენს: – ტკივილის მიზეზის შესაბამისად (ნერვულ-კუნთოვანი ტკივილი:  Bryonia, Alumina, Phosphoricum acidum; სახსრების ტკივილი: Natrium  sulphuricum);– ტკივილის ტიპის შესაბამისად
(კრუნჩხვების – Phosphoricum acidum, ხოლო კუნთის პარეზის შედეგად – Alumina),
– ტკივილის ლოკალიზაციის შესაბამისად (ხერხემლის გავა-წელის ნაწილი: Hamomelis; ირადიირებული ვისცერული ტკივილი: შეპია).
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი Discus intervertebralis suis – მალთაშუა დისკის სუისორგანული პრეპარატია.
მალთაშუა დისკების, მათ შორის, ხერხემლის წელის ნაწილის მალთაშუა დისკების ხრტილოვან ქსოვილზე ანტიდეგენერაციულ მოქმედებას ახდენს, ასევე, უზრუნველყოფს L4-L5, L5-S1 მალის დისკების (ხერხემლის ყველაზე სუსტი ადგილების) დაცვას.

ჩვენებები:
ხერხემლის გავა-წელის მიდამოს – კუნთების და მყესების არეში არსებული მწვავე და ქრონიკული ტკივილი.
ხერხემლის წელის ნაწილის ხრტილების დეგენერაციული ცვლილებები (წელის და გავა-წელის ართროზი), ოსტეოქონდროზი. წელის ხერხემლის ოსტეოფიტოზი. კუნთური ტკივილი წელის ნაწილის  ტრიგერულ წერტილებში (GUNA-MUSCLE-სთან ერთად), წელის  ტკივილი (წელის სინდრომი, GUNA-MUSCLE-სთან ერთად).
სუსტი წელის სინდრომი. პოსტდურული წელის ტკივილი. წელისა და გავა-წელის მექანიკური არასტაბილურობა. ზურგის მყესების – წელის და გავა-წელის სინდრომები. გავა-თეძოს სინდრომი (GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად). ხერხემლის წელისა და გავა-წელის ნაწილის ნერვული ღეროების ჩაჭედვის შედეგად განვითარებულიტკივილი (GUNA-NEURAL-თან და/ან GUNA-ISCHIAL-თან ერთად).
გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება