გუნა-მასლ (ნატუროპათი) / GUNA-MUSCLE (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-მასლ (ნატუროპათი) / GUNA-MUSCLE (Naturopath-ის)  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული კუნთოვანი ტკივილის მკურნალობა.


გუნა-მასლ (ნატუროპათი) / GUNA-MUSCLE (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Arnica montana 4X, Colocynthis 4X, Belladonna 6X, Lithium benzoicum 4X, Hipericum perforatum 4X, Ineterferon gamma 4C.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.

GUNA-MUSCLE- თერაპიული ბირთვები
1. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი ჰემატომების დროს Arnica montana და მისი აქტიური კომპონენტები ანთებით ქსოვილებზე კომპლექსურად მოქმედებს: აქვეითებს ნევრალგიურ ტკივილს, აუმჯობესებს სისხლძარღვთა გამტარობას, აქვეითებს კალციუმის იონების (როგორც ანთებითი პროცესის სტიმულატორების) შეღწევას. Belladonna მოქმედებს სისხლძარღვებში მიმდინარე ანთებით პროცესებზე,
არნიკასთან ერთად ასტიმულირებს ჰემატომის გაწოვის პროცესს. Procaine chloride – ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ადგილობრივი ანესთეზიურ ეფექტს.
2. კრუნჩხვის საწინააღმდეგო ანტისპაზმური ბირთვი
ამ ბირთვის ორი კომპონენტი გავლენას ახდენს სპაზმური ხასიათის კუნთურ ტკივილზე. Colocynthis ზემოქმედებს, უპირველესად, სპაზმური ტკივილის ნეიროგენურ ასპექტზე, მაშინ როცა Cuprum sulphuricum, ძირითადად, კუნთოვან ქსოვილზე ახდენს ზემოქმედებას.
3. ტკივილის ბირთვი მყესების დაჭიმვის დროს
ამ აქტიური ბირთვის ძირითადი კომპონენტი – Hypericum – ხასიათდება ნერვ-კუნთოვანი ქსოვილების მიმართ ტროპულობით და ახდენს რეპარაციული პროცესების ინდუცირებას.
3. კუნთური რევმატიზმის ბირთვი
ამ ბირთვის ორი კომპონენტი (Colchicum და Lithium benzoicum) მოქმედებს ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების საშუალებით, ამცირებს კუნთებში მიმდინარე ანთებით მოვლენებს, Colchicum-ი ქრონიკული სახსროვანი პათოლოგიების დროს კუნთების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას უზრუნველყოფს.
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი
Interferon gamma-ს დაბალი დოზები გავლენას ახდენს T-ლიმფოციტებზე, აქვეითებს მათ აქტივობასა და ციტოკინების გამომუშავებას, კუნთოვან ქსოვილში ამცირებს ანთებით პროცესებს. Muscle tisse suis – კუნთოვანი ქსოვილის სუისორგანული პრეპარატია, ამცირებს კუნთოვანი ქსოვილის ფიბროზს.

ჩვენებები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული კუნთოვანი ტკივილი.
კუნთების ტკივილთან დაკავშირებული კუნთების სპაზმი. ტკივილის
ჰეტეროტოპური სომატური ზონების გაუტკივარება (GUNA-NEURAL თან ერთად).
დერმატომიოზიტი.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება