გუნა-ნეკ (ნატუროპათი) / GUNA-NECK (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-ნეკ (ნატუროპათი) / GUNA-NECK (naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ხერხემლის კისრის ნაწილის, კუნთების, მყესების მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.


გუნა-ნეკ (ნატუროპათი) / GUNA-NECK (naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Cartilago suis 4X; Anti interleukin 1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C, Magnesia phosphorica 8X, Nux vomica 10X, Picricum acidum 10X, Silicea 4X; Crotalus horridus 10X, Discus intervertebralis suis 4X.
არააქტიური კომპონენტები: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური
იზოტონური ხსნარი

GUNA-NECK თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნური. ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი β-ენდორფინ-4C – ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორი.
ზურგის ტვინის უკანა რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას. აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α და β 4C – აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2-ის, პროსტაგლანდინ E2-ის, აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ჰომეოპათიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
ამ ბირთვის ოთხი ჰომეოპათიური კომპონენტი კისრის ანატომიური სტრუქტურებისადმი ტროპიზმით ხასიათდება და სხვადასხვა გენეზის ტკივილის კუპირებას ახდენს. ესენია კისრის არეში აღმოცენებული: კუნთური ტკივილი (Picricum acidum), ჰიპერტენზიული და/ან შეგუბებითი ტკივილი (Cratalus horridus da Nux vomica), ნევრალგიური ტკივილი (Magnesia phosphorica). განსაკუთრებული მნიშვნელობისაა Picricum acidum-ის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და Nux vomica-ს მიორელაქსაციური მოქმედება, რომლებიც სინერგიულად მოქმედებს და მწვავე ტკივილს ხსნის.
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი
Discus intervertebralis suis და Cartilago suis ასტიმულირებს ცილების სინთეზს განსაკუთრებით, გლიკოზამინგლიკანებს) და ახდენს ანტიდეგენერაციულ
ეფექტს სახსრების და მალთაშუა დისკის ხრტილოვან ქსოვილებზე, რომლებიც ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიების დროს ხშირად ზიანდება. ჰომეოპათიური კომპონენტი შილიცეა ორმაგი მოქმედებისაა: პაციენტებში, რომლებიც სახსრების დეგენერაციის და მყესების პათოლოგიისადმი არიან
მიდრეკილები, ასტიმულირებს ძვლოვანი მატრიქსის სინთეზს და ოსტეობლასტების ფუნქციას, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას.

ჩვენებები:
ხერხემლის კისრის ნაწილის, კუნთების, მყესების – მწვავე და ქრონიკული
ტკივილის მკურნალობა.
ტკივილი კისრის არეში ხერხემლის კისრის ნაწილის ხრტილოვანი ქსოვილის პათოლოგიის დროს (კისრის ოსტეოართრიტი); ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის კუნთების ტკივილი (GUNA-MUSCLE-თან ერთად); კისრის გაშეშების სინდრომი;
ტრავმის შემდგომი ტკივილი კისრის არეში; კისრის ტკივილი, რომელიც აღნაგობის დარღვევას იწვევს; მექანიკური დარღვევები (სახსროვანი სინდრომი Facet); ზურგ-კისრის მყესების სინდრომი;
ნერვული ღეროების ტკივილი (GUNA-NEURAL-თან ერთად); არნოლდის
(Arnold) სინდრომი (GUNA-NEURAL-თან ერთად).
გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება