გუნა-ორალ სპრეი (DESI SPRAY) (ნატუროპათი) / GUNA-ORAL SPRAY (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-ორალ სპრეი (DESI SPRAY) (ნატუროპათი) / GUNA-ORAL SPRAY (naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
GUNA- ORAL SPRAY (Desi spray) – ინოვაციური შემადგენლობის მქონე პრეპარატი, გამოიყენება ცხელზე და ცივზე დენტინის მომატებული მგრძნობელობის დროს. ააქტიურებს დენტინის მატრიქსს, განაპირობებს ახალი დენტინის წარმოქმნას, აკონტროლებს და ამცირებს ანთებით პროცესებს და აწესრიგებს მგრძნობიარე კბილების პრობლემას. GUNA-ORAL SPRAY (Desi spray) იცავს კბილის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს (პულპას, დენტინის არხებს და დენტინის ნერვულ ბოჭკოებს), ამასთან, ადგილობრივ და სისტემურ გვერდით ეფექტებს არ იწვევს.
მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, GUNA-ORAL SPRAY-ის (Desi spray) ეფექტურობა დენტინის მომატებული მგრძნობელობის მკურნალობის დროს. კბილებზე ჩატარებული ტრავმული ოპერაციების, დაბჟენის, რეკონსტრუქციის, გვირგვინების და ხიდების მომზადების შემდეგ ან სხვა პათოლოგიური ცვლილებებით (კბილის ყელის გაშიშვლება, ღრძილების განლევა, პულპიტი) გამოწვეული დაავადებების დროს.


გუნა-ორალ სპრეი (DESI SPRAY) (ნატუროპათი) / GUNA-ORAL SPRAY (naturopath) სიტყვა  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
Arnica D2, Belladonna D4, Aconitum D3, Echinacea ang. D2, Echinacea purp. D2, Hamomelis D2, Hypericum D2, Hepar sulphuris D6, Symphytum D6, Millefolium D3, Dentin D12, ფიჭვისა და ლიმონის ეთერზეთები.

ჩვენებები
დენტინის მომატებული მგრძნობელობა (ცივსა და ცხელზე). პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ლოკალური ანთება.

დოზირება
ერთი შესხურება დაზიანებულ უბანზე 2-6-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 50 მლ, სასხურებლით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება