გუნა-პოლიართრიტისი (ნატუროპათი) / GUNA®-POLYARTHRITIS (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-პოლიართრიტისი (ნატუროპათი) / GUNA®-POLYARTHRITIS (naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
სახსრების მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობა.


გუნა-პოლიართრიტისი (ნატუროპათი) / GUNA®-POLYARTHRITIS (naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Salicylicum acidum 2X; Aconitum napellus 6X;
Anti interleukin 1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C,
Drosera 8X, Ledum palustre 8X, Viscum album 10X, Colchicum autumnale
10X, Guajacum 10X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.
GUNA®-POLYARTHRITIS თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
β-Endorphin 4C – ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორი. აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე. აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α da β 4C – აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2 – ის, E2 პროსტაგლანდინის და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი მწვავე პათოლოგიის დროს
ამ ბირთვის ხუთი კომპონენტი ახდენს სახსრის ტკივილის კუპირებას: Aconitum და Acidum salycilicum – რევმატიზმი მწვავე ფაზაში, Colchicum autumnale – სახსრების ანთება, სახსრის ბლოკი, Drosera – ძვალში მიმდინარე დეგენერაციული პროცესით გამოწვეული ტკივილი, Colchicum autumnale – დეგენერაციული პროცესები გრძელ ლულისებრ ძვლებში და ხერხემლის სახსრებში, Guajacum – ჰიპერესთეზიით მიმდინარე სახსრების ტკივილი.
4. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი ქრონიკული პათოლოგიის დროს Ledum – ამცირებს სახსრებში მიმდინარე დეგენერაციულ პროცესებს.
Viscum album – ავლენს ანტიდეგენერაციულ ეფექტს ორგანიზმის ფუნქციურ სისტემებზე.

ჩვენებები:
სახსრების მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებები. სახსრების დაზიანება პოდაგრის და სახსრების სხვა მეტაბოლური დაავადებების დროს, განსაკუთრებით გერონტოლოგიაში. მტევნის და ტერფის მცირე სახსრების რევმატოიდული ართრიტი (GUNA-HANDFOOT-თან ერთად).
ნეკნების ქონდრიტი – ნეკნების მკერდის ძვალთან მიმაგრების ადგილას (Tietze-ს სინდრომი, GUNA-NEURAL-თან ერთად). ქრონიკული პოლიართრიტი აუტოიმუნური დაავადებების დროს (მაგალითად სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდური პოლიართრიტი და სხვა), ტკივილის სინდრომი – ვირუსული ან პროტოზოული გენეზის ძვლის მოტეხილობის დროს (როდესაც ნერვული ტკივილი დომინირებს – GUNA-MUSCLE-სთან ერთად). სახსრების ტკივილი ონკოპათოლოგიების დროს (პარანეოპლაზიური ართროპათია, ქრონიკული ლეიკემია, სისხლის სიმსივნური დაავადებები და სხვა).
გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება