გუნა ჰიპ (ნატუროპათი) / GUNA-HIP (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა ჰიპ (ნატუროპათი) / GUNA-HIP (Naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ბარძაყის არეში-სახსრების, კუნთების, მყესების და იოგების სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.


გუნა ჰიპ (ნატუროპათი) / GUNA-HIP (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Arnica montana 8X; Anti interleukin 1 alpha 4C; Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C, Calcarea fluorica 6X, Cartilago suis 4X, Colocyntis 8X, Rhus toxicodendron 10X, Argentum metallicum 6X, Formicum acidum 8X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.
Guna-Hip-ის თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნოლოგიის ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი.
β-Endorphin 4C  – ტკივილგამაყუჩებელი ნეირომედიატორი. აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე. აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი Anti IL 1 α da β 4C აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2 -ის, E2 პროსტაგლანდინის და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ჰომეოპათიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი ამ ბირთვის ხუთი კომპონენტი მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრების სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურის მიმართ ტროპიზმით ხასიათდება.
Arnica montana ახდენს ტკივილის, განსაკუთრებით, ანთებითი ხასიათის ტკივილის კუპირებას. Argentum, Colocyntis, Rhus toxicodendron და Formicum acidum ზემოქმედებას ახდენს კოქსართროზის და გონადართროზის სხვა ნიშნებზე – ფუნქციურ ბლოკი, მეტაბოლური და აუტოიმუნური დაზიანებებები, დეგენერაციული ცვლილებები
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი ჩარტილაგო სუის ასტიმულირებს ცილების (განსაკუთრებით, გლიკოზამინგლიკანების) სინთეზს, და ავლენს ანტიდეგენერაციულ მოქმედებას, ასტიმულირებს ხრტილის მატრიქსის (უჯრედგარე
სივრცე) ფუნქციურ აღდგენას და მის რესტრუქტურირებას. Argentum
metallicum აუმჯობესებს ბარძაყის და მუხლის სახსრის ვასკულარიზაციას.
5. კონსტიტუციური ბირთვი  ჩალცარეა ფლ უორიცა ფტორის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გზით მეზენქიმური ქსოვილების დეგენერაციას და სტრუქტურის დაკარგვას ეწინააღმდეგება.

ჩვენებები დანიშვნისათვის:
 ბარძაყის არეში არსებული სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა. მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი
(GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად). მენჯ-ბარძაყის სახსრის გარსის ანთება. მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი (GUNA-POLYAR THRITIS-თან ერთად). მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში კუნთოვანი წარმოშობის ტკივილი (GUNA-MUSCLE-სთან
ერთად). მენჯ-ბარ ძაყის სახსრის არეში ნევრალგიური წარმოშობის
ტკივილი (ბარძაყის ნერვის ანთება, GUNA-NEURAL-სთან ერთად).
ხანგრძლივი წოლითი რეჟიმით გამოწვეული მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილი. მუხლის ოსტეოართროზი (GUNA-POLYARTHRITIST თან ერთად).
გამოშვების ფორმები: შეფუთვაში 10 ამპულა, თითოეული 2 მლ შეფუთვაში 50 ამპულა, თითოეული 2 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: GUNA, იტალია

გაფრთხილება