დიმექსიდი – DIMEXDID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიმექსიდი – DIMEXDID-ის საერთაშორისო დასახელება: დიმეთილ სულფოქსიდი

დიმექსიდი – DIMEXDID-ის ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივად გამოყენების საშუალება


დიმექსიდი – DIMEXDID აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


წამლის ფორმა:
გარეგანი გამოყენების ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი აღწერა: წარმოადგენს უფერო გამჭირვალე სითხეს ან უფერო, უსუნო ან სუსტი სუნის მქონე კრისტალებს. ჰიგროსკოპიულია.

შემადგენლობა: კონცენტრატი შეიცავს არაუმცირეს 99% დიმეთილ სულფოქსიდს

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანთების საწინააღმდეგო, გარეგანი გამოყენების საშუალება. ინაქტივაციას უკეთებს ჰიდროქსილურ რადიკალებს, დაავადების კერაში აუმჯობესებს მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობას. ახასიათებს აგრეთვე ადგილობრივ საანესთეზიო, ანალგეზიური და ანტიმიკრობული მოქმედება; აქვს ზომიერი ფიბრინოლიზური აქტივობა. შეღწევა ხდება კანიდან, ლორწოვანადან, მიკრობული უჯრედის გარსში (ანტიბიოტიკების მიმართ ზრდის მგრძნობიარობას) და სხვა ბიოლოგიურ მემბრანებში ზრდის მათ შეღწევადობას სამკურნალო პრეპარატებისათვის.

ჩვენებები გამოყენებისათვის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:
საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება (მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი) დეფორმირებული ოსტეოართროზი, რეაქტიული სინოვიტი; შეზღუდული სკლეროდერმია, კვანძოვანი ერითემა, დისკოზური წითელი მგლურა, ქუსლის მიკოზი კელოიდური ნაწიბურები, თრომბოფლებიტი, ალოპეცია, ეგზემა, წითელი ქარი; დაჟეჟილობა, მყესების დაჭიმულობა, ტრავმული ინფილტრატები; ჩირქოვანი ჭრილობები დამწრობა, რადიკულიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, ფურუნკულოზი, კანის პლასტიკურ ქირურგიაში – კანის ჰომოტრანსპლანტატების დაკონსერვება.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლის და / ან ღვიძლის უკმარისობა, სტენოკარდია, გამოხატული ათერსკლეროზი, გლაუკომა, კატარაქტა, ინსულტი, კომა, მიოკარდის ინფარქტი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზები:
გამოიყენება კანზე, აპლიკაციის და დანამვის (გამორეცხვის) სახით. საკმარისი კონცენტრაციის ხსნარში ასველებენ მარლის საფენებს და დაზიანებულ ადგილზე ადებენ 20 – 30 წთ განმავლობაში. საფენის ზემოთ ადებენ პოლიეთილენის ფირფიტას და ბამბის ან სელის ქსოვილს. აპლიკაციის ხანგრძლივობა 10-15 დღეა წითელი ქარის და ტროფიკული წყლულის მკურნალობისას – გამოიყენება 30 – 50 %- ანი ხსნარის სახით 50 – 100 მლ 2-3 ჯერ დღეში.
ეგზემის და დიფუზური სტრეპტოდერმიისას – 40 – 90%- ანი ხსნარის კომპრესები ტკივილის სინდრომისას, ადგილობრივად გაყუჩებისათვის – 25 – 50% – ანი ხსნარი, კომპრესების სახით 100 – 150 მლ 2-3 ჯერ დღეში. სახის კანისა და სხვა მაღალ მგრძნობიარე ადგილებისათვის გამოიყენება 10 – 20 – 30 %- ანი ხსნარი.
კანის პლასტიკურ ქირურგიაში: გადანერგილი კანის აუტო და ჰომოტრანსპლანტანტებზე გამოიყენება 10-20% ხსნარში გაჟღენთილი ნახვევები, უშუალოთ ოპერაციის შემდეგ და ოპერაციის შემდგომი პერიოდის დღეებში, იქამდე სანამ არ მოხდება ტრანსპლატანტის მდგრადი მიხორცება. დამაკონსერვებელი გარემოს სახით, რინგერის ხსნარში გახსნილი 5%- ანი დიმექსიდის ხსნარი გამოიყენება კანის ჰომოტრანსპლანტანტების შენახვისათვის. ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარებით ხდება, ჩირქოვან – ნეკროზული კანის, ანთებითი კერების და პირის ღრუს გამორეცხვა.

გვერდითი მოვლენები:
ალერგილი რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ერითემა, კანის სიმშრალე, მსუბუქი წვა, ქავილით მიმდინარე დერმატიტი, იშვიათად – ბრონქოსპაზმები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ზრდის შეწოვას და აძლიერებს ეთანოლის, ინსულინის და სხვა პრეპარატების მოქმედებას. თავსებადია ჰეპარინთან, ანტიბაქტერიულ საშუალებებთან, ამინოგლიკოზიდურ და ბეტა – ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ქლორამფენიკოლთან, რიფამპიცინთან, გრიზეოფულვინთან მიმართებაში ზრდის მიკროორგანიზმების მგრძნობელობას.

განსაკუთრებული მითითებები:
ზოგიერთი ავადმყოფები, ჩასუნთქულ ჰაერში შეიგრძნობენ ნივრის სუნს. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ჩატარდეს სინჯი (შემოწმება) მის ამტანობაზე. ამისათვის, კანზე უსვამენ დიმეთილსულფოქსიდში დასველებულ ბამბის ტამპონს. ჰიპერემიის გაჩენა და გამოხატული ქავილი ადასტურებს ჰიპერმგრძნობიარობას.

გამოშვების ფორმა:
კონცენტრატი, გარეგანი გამოყენების ხსნარის მომზადებისათვის, ჩასხმული 50 და 100 მლ ნარინჯისფერ მინის ჭურჭელში. თითოეული ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ აფთიაქიდან მწარმოებელი: რუსეთი, ყაზანი.

გაფრთხილება