დინდგელის მალამო / Unguentum Propolisi

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დინდგელის მალამო / Unguentum Propolisi-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დინდგელი/propolis

დინდგელის მალამო / Unguentum Propolisi-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის


დინდგელის მალამო / Unguentum Propolisi აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
(გ/30გ)
დინდგელი _ 4,95 გ; თაფლის სანთელი – 1,35გ; ვაზელინი – 6,75გ; მზესუმზირას ზეთი – 22,2 მლ;
ჩვენებები
ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალო საშუალება.
მიღების წესები და დოზები
კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
გვერდითი მოვლენები
დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენება
ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ; მწვავე ეგზემა.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა:2 წელი
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
გამოშვების ფორმა: 30% ექსტრაქტი 20მლ ფლაკონი # 1, 20% მალამო 30გ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება