დინოლი / DINOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დინოლი / DINOL-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ესციტალოპრამი/escitalopram

დინოლი / DINOL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები


დინოლი / DINOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონი 15 მლ,
20მგ/მლ წვეთები
აქტიური ნივთიერება: ესციტალოპრამი. ყოველი 1მლ დინოლი შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს (25.55 მგ ესციტალოპრამ ოქსალატის სახით).1 წვეთი შეიცავს 1 მგ. ესციტალოპრამს.
სხვა ინგრედიენტები:პროპილ გალატი,უწყლო ლიმნის მჟავა,ეთანოლი 96%,ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დინოლი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (შშღIს). შშღIს მოქმედებენ ტვინში სეროტონინის სისტემაზე და ზრდიან სეროტონინის დონეს. სეროტონინის სისტემაში დარღვევები სერიოზულ ფაქტორად ითვლება დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადეების განვითარებისათვის.

ჩვენებები
დინოლი შეიცავს ესციტალოპრამს რომელიც გამოიყენება შემდეგი დაავადებების მკურნალობისათვის:
• დეპრესია (სერიოზული დეპრესიული ეპიზოდები)
• შფოთვთი აშლილობები (როგორიცაა მაგალითად პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ხალხის/ხიდების/გარეთ გასვლის შიში), სოციალური შფოთვის აშლილობა, ზოგადი შფოთვის აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა).

დოზირება  და მიღების წესი:
მოზრდილები
დეპრესია
დინოლის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ (10 წვეთი) ერთ დღიურ დოზაზე მისაღებად. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ-მდე(20 წვეთი) დღეში.
პანიკური აშლილობები
დინოლის რეკომენდებული დოზა არის 5 მგ (5 წვეთი) დღეში პირველი კვირის განმავლობაში, დოზის 10 მგ-მდე (10 წვეთი) გაზრდამდე. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ-მდე(20 წვეთი) დღეში.
სოციალური შფოთვითი აშლილობა
დინოლის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ (10 წვეთი) ერთ დღიურ დოზაზე მისაღებად. ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა  5 მგ-მდე (5 წვეთი) დღეში ან გაზარდოს  მაქსიმუმ 20 მგ-მდე(20 წვეთი) დღეში, იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებთ წამალზე.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
დინოლის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ (10 წვეთი) ერთ დღიურ დოზაზე მისაღებად. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე(20 წვეთი) დღეში.
ობსესიურ კომპულსური აშლილობა
დინოლის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ (10 წვეთი) ერთ დღიურ დოზაზე მისაღებად. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე(20 წვეთი) დღეში.
ასაკოვანი პაციანტები (65 წელს ზემოთ ასაკი)
დინოლის რეკომენდებული დოზა არის 5 მგ (5 წვეთი)ერთ დღიურ დოზაზე მისაღებად.ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე(10 წვეთი) დღეში.
ბავშვები და მოზარდები
დინოლის მიღება ბავშვებში და მოზარდებში არ შეიძლება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სექცია 2 „ რა უნდა იცოდეთ ვიდრე გამოიყენებთ დინოლს“

მკურნალობის ხანგრძლივობა
შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე კვირა, ვიდრე თავს უკეთ იგრძნობთ. განაგრძეთ დინოლის მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება.
არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, ვიდრე არ დაელაპარაკებით ექიმს.
განაგრძეთ დინოლის მიღება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გირჩევთ ექიმი. თუკი მკურნალობას მეტისმეტად ადრე შეწყვეტთ შესაძლებელია სიმპტომები განმეორდეს. რეკომენდებულია მკურნალობის  გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკეთ იგრძნობთ თავს.

გვერდითი მოვლენები:
ყველა სხვა წამლის მსგავსად, ამ წამალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში
ეს გვერდითი მოვლენები როგორც წესი ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოვლენები შესაძლოა თქვენი დაავადების სიმპტომებიც იყოს და შესაბამისად გაუმჯობესდეს თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გაეშურეთ საავადმყოფოში თუკი შენიშნავთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:
• გართულებული შარდვა
• კრუნჩხვები. იხილეთ აგრეთვე სექცია ‘გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები’
• კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე ღვიძლის პრობლემების/ჰეპატიტის ნიშანია
• ჩქარი, არითმიული გულისცერმა, გონების დაკარგავა, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სიმპტომი იყოს, სახელწოდებით ტორსადეს დე პოინტეს – პირუეტის ტიპის პოლიფორმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
თუკი გამოვლინდება გვერდითი მოვლენა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენაც, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში.
თუ შეწყვეტთ დინოლის მიღებას
არ შეწყვიტოთ დინოლის მიღება ვიდრე ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. როდესაც მკურნალობის კურსს დაასრულებთ რეკომენდებულია დინოლის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის მანძილზე.
როდესაც შეწყვეტთ დინოლის მიღებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუკი ერთბაშად შეწყვეტთ მის მიღებას, შესაძლოა გქონდეთ შემდეგი სიმპტომები:
• თავბრუსხვევა (წონასწორობის დარღვევები),ჩხვლეტის შეგრძნება, წვის და (იშვიათდ) ელექტროშოკის შეგრძნება (მათ შორის თავშიც), ძილის დარღვევები () სლეეპ დისტურბანცეს (რეალურის მსგავსი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვა, თავისტკივილი, გულისრევა (ღებინება), ოფლიანობა (მათ შორის ღამითაც), მოუსვენრობა და მღელვარება, ტრემორი (კანკალი), ოროენტაციის დაღვევა ან დაბნეულობა, ემოციურობა და გაღიზიანებულობა, დიარეა (თხელი განავალი), მხედველობის დარღვევები, ფიბრილაცია ან გაძლიერებული გულისცემა.

ორსულობა და ლაქტაცია:
დინოლის  გამოყენება  არ არის რეკომენდებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები და ვადა:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ  დინოლი შეფუთვაზე <EXP>-ის გვერდით მოცემული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
წვეთების გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში. შეინახეთ არაუმეტეს 25°ჩ
გამოშვების ფორმა:
დინოლი წვეთები შიგნით მისაღებად ხსნარი არის გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი მინის ბოთლში
15 მლ ხსნარით, წვეთოვანი აპლიკატორით.
გამოშვების ფორმა: 20მგ/მლ 15მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება