დიპ ჰიტი – DEEP HEAT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიპ ჰიტი – DEEP HEAT-ის საერთაშორისო დსახელება: კომბინირებული/comb. drug

დიპ ჰიტი – DEEP HEAT-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული შემადგენლობის ადგილობრივი ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.


დიპ ჰიტი – DEEP HEAT აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 15 გ ან 67 გ
მეთილსალიცილატი (მეთილსალიცილატის მჟავის მეთილის სპირტი)……..   128 მგ
მენთოლი ……………………………………………………………………………….    59.1 მგ
ევკალიპტის ზეთი……………………………………………………………………..   19.7 მგ
გასუფთავებული სკიპიდარი
(გასუფთავებული ტერპენტინის ზეთი) …………………………………………..  14.7 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
წყალი, თხევადი პარაფინი, ცხოველური ცხიმი, ტრიეთანოლამინი, კარმელაიზის ნატრიუმის მარილი,  სტეარინის მჟავა, პროპილენგლიკოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეთილსალიცილატი კანში კარგად აბსორბირდება და ახასიათებს როგორც ტკივილდამაყუჩებელი, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადგილობრივი გამოყენების დროს გასუფთავებული სკიპიდარი რეფლექსურად იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს აქტიური კომპონენტების შეწოვას.
ადგილობრივ გამოყენებისას ევკალიპტის ზეთს ახასიათებს ანალოგიური ეფექტი. დიპ ჰიტს ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება, ასტიმულირებს ქსოვილებში ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.
ჩვენებები:
კუნთების სიმპტომატური ტკივილი, იშიაზი, ლუმბაგო, ფიბროზიტი, დაჭიმულობა; რევმატიული ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი. შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუნთების დასაზელად სპორტულ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგაც.
მიღების წესები და დოზირება:
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით.
გახვრიტეთ ტუბი გადაბრუნებული სახურავის საშუალებით, კრემის მცირე რაოდენობა წაისვით მტკივნეულ ადგილას (4-10 სმ), შეიზილეთ სრულ შეწოვამდე. პროცედურა მეორდება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.
გვერდითი მოვლენები:
კანის მხრივ გამოხატული ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმარ;
*ორსულობა და ლაქტაცია;
* პრეპარატი არ გამოიყენება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები:
კრემი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მხოლოდ დაუზიანებელ ადგილას. მოერიდეთ წამლის მოხვედრას თვალსა და ლოწოვან გარსზე. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სიმპტომების კვლავწარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები. არ ტოვებს ლაქას ტანსაცმელსა და თეთრეულზე.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მეთილსალიცილატი აძლიერებს ანტიკოაგულანტების და მეტოტრექსიტის აბსორბციის ეფექტს. თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: MENTHOLATUM CO.LTD,დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება