დოპელჰერცი ენერჯი სტარტი / Doppelherz Energie-Start

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დოპელჰერცი ენერჯი სტარტი / Doppelherz Energie-Start-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დოპელჰერცი ენერჯი სტარტი / Doppelherz Energie-Start-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


დოპელჰერცი ენერჯი სტარტი / Doppelherz Energie-Startაფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


კოფეინი+ტაურინი+B ვიტამინები
75 მგ, კოფეინი, 100მგ. ტაურინი, 2.5 ს.ე. ვიტ. B  და დექსტროზა
კოფეინი იწვევს ყურადღებისა და კონცენტრაციის გაზრდას
ტაურინი ხელს უწყობს მკაფიო აზროვნებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდას
ვიტამინი B12 და პანთოთენის მჟავა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას
მისაღებად მარტივი  და გემრიელია

ენერჯისტარტ დირექთი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ორგანიზმის ენერგეტიკულად მდიდარ კვებას, ნერვული სისიტემის ნორმალურ ფუნქციუნირებას და გონების კონცენტრაციის  გაზრდას არამედ გამოირჩევა საუკეთესო საგემოვნო თვისებებით.

დოპელჰერც ენერჯი სტარტ დირექთი თანამედროვე წარმოების მეთოდების წყალობით მოწოდებულია უფრო მოსახერხებელი ფორმით. იგი შეიცავს ნუტრიენტებს (საკვებს) მიკრო გრანულების სახით. პაკეტის  შიგთავსი უნდა დავიტანოთ პირდაპირ ენაზე, მარცვლები დადნება ერთ წამში. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მიიღოთ ის წყლის გარეშე, ამდენად, მისი მიღება მოხერხებულია ყველა სიტუაციაში, იდეალურია მოგზაურობისას ან მაშინ, როცა ტაბლეტის მიღება ადამიანისთვის პრობლემური პროცედურაა.
ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა დაღლილობა, კონცენტრაციის დარღვევა, ენერგიის ნაკლებობა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, საყოფაცხოვრებო და სპორტული აქტივობა. ჩვენი წარმოსადეგობისათვის და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი საკმარისი ნურტრიენტებით(საკვებით), რომელსაც იგი თავად ვერ გამოიმუშავებს.
ენერჯი სტარტ დირექთის თითოეული პაკეტი შეიცავს    3 სახის B ვიტამინს–B12  B1  B5, 75მგ კოფეინს და 1გ. დექსტროზას, გარდა ამისა იგი შეიცავს 100მგ. ტაურინს.
ვიტამინები B1, B5(პანტოტენის მჯავა) და B12 ხელს უწყობენ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, B1 მნიშვნელოვანია გულის მუშაობისათვის და B12 მნიშვნელოვანია ნერვული სისტამის ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინიB5დაB12 ხელს უწყობს დაღლილობის და დაძაბულობის  მოხსნას. ვიტამინიB5 მნიშვნელოვან როლს ასრულებს გონებრივი და ფსიქიური შესაძლებლობების შესრულებაში.
კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფხიზლებას, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას და რეაქციის სისწრაფეს.

დექსტროზა, ასევე ცნობილია როგორც გლუკოზა, არის „მარტივი შაქარი’’ და  წარმოადგენს ტვინის ენერგის წყაროს.
პრეპარატის შემადგენლობასი შედის ასევე ტაურინი – გოგირდშემცველი ამინომჟავა. მას შეიცავს დედის რძე, ხოლო ადამიანი მას იღებს მჭლე ხორცით ან თევზით კვებისას, მცირე რაოდენობით შედის ბოსტნეულშიც, მაგრამ ხშირად ეს არ არის საკმარისი რაოდენობა, ამიტომ ტაურინი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამინომჟავა პრეპარატებში შემცველობის თვალსაზრისით.
ტაურინი აუცილებელია ნერვული სისტემის, თვალის ბადურასა და გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.ტვინში ასრულებს ნეირომედიატორის როლს. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს დისტროფიული ხასიათის დაავადებების დროს. ახდენს ნეირონული და სინაფსური მემბრანების სტაბილიზაციას. ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების ფუნქციის ნორმალიზაციას, ენერგეტიკული და ცვლის პროცესების აქტივაციას.ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

1 პაკეტიენერჯი სტარტი”  შეიცავს:
75 მგ კოფეინს, 100 მგ ტაურინს, 1.1 მგ ვიტამინი B1, ვიტამინი B5 6 მგ, 2.5 მგ  ვიტამინი B12,
1 გ დექსტროზის

მიღების წესი:
ყოველდღე  თითო პაკეტის შიგთავსი – მიკრო მარცვლები პირდაპირ თავსდება ენაზე,  ნელ-ნელა წუწნეთ და გადაყლაპეთ.
გთხოვთ  გახსნათ  პაკეტი ისრის მიმართულებით.
გამოშვების ფორმა: პაკეტი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Queisser Pharma GmbH & Co. გერმანია

გაფრთხილება