დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 ვიტამინი A+D+E+C საბავშვო / Doppelherz aktiv Omega-3 Kids

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 ვიტამინი A+D+E+C საბავშვო / Doppelherz aktiv Omega-3 Kids-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 ვიტამინი A+D+E+C საბავშვო / Doppelherz aktiv Omega-3 Kids-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები მაკრო- და მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.


დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 ვიტამინი A+D+E+C საბავშვო / Doppelherz aktiv Omega-3 Kids აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


საღეჭი კაფსულები თევზის ქონით   და A, D, E და C ვიტამინებით
დოპელ ჰერც აქტივის საღეჭი კაფსულები შეიცავს:  ომეგა-3  უჯერ ცხიმოვან მჟავებს ვიტამინ A, D, C და E-სთან კომბინაციაში, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის.

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში
მიმდინარე სამეცნიერი კვლევები აჩვენებს დადებით ეფექტს  დღის რაციონის უჯერი ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებისას.ამ დროს უმჯობესდება ბავშვებში: კონცენტრაცია, სწავლის უნარი და მეხსიერება.
ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა პროდუქტი დოპელ ჰერცი® აქტივი ომეგა-3  +
ვიტამინი A+D+E+C საბავშვო საღეჭი კაფსულები, ლიმნის გემოთი.  ის დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს: ორაგულის სუფთა ქონს და  აუცილებელ ცხიმოვან მჟავას DHA-ს (დოკოზაჰექსანის მჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანის მჟავა), აგრეთვე მნიშვნელოვანი  ვიტამინების კომბინაციას, რომლებიც აუცილებელია ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის.

რა შედეგი აქვს  ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღებას:
ბავშვების ზრდის პერიოდში ხშირად აღინიშნება კონცენტრაციის ნაკლებობა, სწავლის გაძნელება და ყურადღების პრობლემები.
მიზეზი შეიძლება იყოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, რომელიც განპირობებულია უნილატერალური  ან არაბალანსირებული დიეტით.
ამ ცხიმოვანი მჟავების მიღება ხდება, თევზის (თინუსი, სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი), მცენარეული ზეთის და მწვანე ბოსტნეულის საკვებად გამოყენებით. დანამატი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 + ვიტამინი A+D+E+C საბავშვო, საკმარისია ორგანიზმისთვის დღიური ინტელექტუალური და ფიზიკური მოთხოვნილებებების დასაკმაყოფილებლად, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ განვითარებას ბავშვებში -ზრდის დროს და აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების უნარს.
ზრდის და განვითარების პერიოდში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ვიტამინი A და D, რადგან ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისთვის, ძვალსა და კბილებში კალციუმის ათვისებისათვის.
ვიტამინი C და E ხელს აუმჯობესებს  იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას.

ერთი კაფსულა შეიცავს:
323მგ თევზის ქონი (მინ. 25მგ ეიკოზაპენტანის მჟავა, მინ.130მგ დოკოზაჰექსანის მჟავა, 200uგ ვიტამინი A, 1.25uგ ვიტამინი D, 2.5მგ ვიტამინი E, 30 მგ ვიტამინი C.
რეკომენდაციები:
მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში. კაფსულა შეიძლება დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით.
პროდუქტი უნდა ინახებოდეს მცირე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ენერგეტიკული ღირებულება:
1 კაფსულა შეესაბამება 5კკალ/21კჯ-ს].
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Queisser Pharma GmbH & Co. გერმანია

გაფრთხილება