დოპელჰერც იმუნოპროტეკტ ჯუნიორი / DoppelHerz Activ Imunoprotect Junior

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საკვები დანამატი
150მგ შავი კვლიავის ზეთი((Nigella sativa)
90µგ ვიტამინი A
30მგ ვიტამინი C
2 µგ ვიტამინი D
3მგ ვიტამინი E
3მგ  თუთია
ნუტრიენტების სპეციალური კომბინაცია იმუნური სისტემის ხელშეწყობისთვის
იმუნური სისტემა არის  ორგანიზმის   ბუნებრივი დაცვითი მექანიზმი. ის გვიცავს სხვადასხვა მიკროორგანიზმებისგან: როგორიცაა ბაქტერიები და მიკრობები. იმუნური სისტემა შეიძლება დასუსტდეს- გარემოს დაბინძურების, ცხოვრების არაჯანსაღი წესის და მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
იმუნური სისტემა მცირე ასაკის ბავშვებში განვითარებადია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. უფროსი ასაკის ბავშვები, იმუნური სისტემის საშუალებით პატარებზე უკეთ არიან დაცული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგ. გაციება.
დოპელჰერცი აქტივი იმუნოპროტექტორი საბავშვო შეიცავს მნიშვნელოვანი ნუტრიენტების სპეციალურ კომბინაციას, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვის სისტემას.
შავი კვლიავის ზეთი მიიღება შავი კვლიავის თესლის დაპრესვით (Nიგელლა სატივა). ის შეიცავს 50%-ზე მეტ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც არის მრავალი მეტაბოლური პროცესის ნაწილი და საჭიროა მნიშვნელოვანი იმუნომარეგულირებელი ნივთიერებების პროდუქციისთვის. ორგანიზმს არ შეუძლია ამ ცხიმოვანი მჟავების სინთეზი, აქედან გამომდინარე ისინი საკვების საშუალებით უნდა მიიღონ.
მნიშვნელოვანი ნუტრიენტების საკმარისი რაოდენობით მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის.
A ვიტამინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვის სისტემას. იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება აგრეთვე ნარჩუნდება D ვიტამინის საშუალებით, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლის მეტაბოლიზმის პროცესში. ვიტამინი ჩ და E წარმოადგენს ძლიერ ანიტოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედს  თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ელემენტი თუთია- მონაწილებს მრავალი ენზიმის ფორმირებაში, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციისთვის. ამას გარდა, ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს  უჯრედის დაცვას ჟანგვითი პროცესის დროს.
ერთი კაფსულა შეიცავს:
150მგ შავი კვლიავის ზეთი, 90 µგ ვიტამინი A, 2 µგ ვიტამინი D, 3მგ ვიტამინი E, 30მგ ვიტამინი C, 3მგ თუთია.

რეკომენდაციები:
მიიღეთ დღეში ერთი კაფსულა ჭამის დროს, საკმარისი რაოდნეობის სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით.

პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ენერგეტიკული ღირებულება:
1 კაფსულა შეესაბამება 3კკალ/11კჯ-ს.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Queisser Pharma GmbH & Co. გერმანია

გაფრთხილება