დოპმინი – DOPMIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დოპამინი/DOPAMINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დოფამინომიმეტური და ადრენომიმეტური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ. 1 ამპ.
დოპამინის ჰიდროქლორიდი ……………    40 მგ 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეტაბისულფიტი……………      10 მგ
საინექციო წყალი…………………………….     1 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დოპმინი წარმოადგენს სიმპათომიმეტურ ამინს, რომელიც ნორადრენალინის უშუალო წინამორბედია ორგანიზმში. პერორალურად მიღების დროს დოპმინი არ ხასიათდება კარდიოვასკულური მოქმედებით.
დოპმინი მცირე დოზებში (0.5-2 მკგ/კგ/წთ) D1-დოფამინო რეცეპტორების სტიმულირების გზით (ამ დროს იზრდება უჯრედშიდა ცამფ-ის კონცენტრაცია) ხასიათდება თირკმელების მეზენტერიულ და კორონალურ სისხლძარღვებზე გამაფართოვებელი მოქმედებით.
დოპმინი აძლიერებს თირკმელებში სისხლმიმოქცევას, გლომერულურ ფილტრაციას და თირკმელის მიერ ექსკრეციას.
დოპმინი საშუალო დოზებში (1-2 მკგ/კგ/წთ) ხასიათდება დადებითი ინოტროპული მოქმედებით გულის კუნთზე.
მის კარდიალურ ეფექტს განაპირობებს ბეტა1-ადრენორეცეპტორების სტიმულაცია და ნორადრენალინის გამოყოფის ზრდა.
მაღალ დოზებში დოპმინი ასტიმულირებს ალფა1-ადრენორეცეპტორებს, რაც იწვევს ვაზოკონსტრიქციას.
იგი ზრდის გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობას, აგრეთვე სისხლის სისტოლურ და პულსურ წნევას. მცირე დოზებში დიასტოლური წნევა უმნიშვნელოდ იზრდება, თუმცა დოზის ზრდასთან ერთად მატულობს პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც შესაბამისად ზრდის დისტოლურ წნევას.
დოპმინი არ წარმოადგენს ძლიერი ტაქიკარდიის მიზეზს, იზოპრენალინისაგან განსხვავებით.
ფარმაკოკინეტიკა:
დოპმინის მოქმედების ეფექტი იწყება ინფუზიიდან 1-5 წთ-ის შემდეგ. იგი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში (Vd _ 089 ლ/კგ), სუსტად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 წთ. მოქმედების ეფექტი ჩვეულებრივ წყდება ინფუზიის დამთავრებიდან 10 წთ. შემდეგ.
დოპმინის უმეტესი ნაწილი განიცდის მეტაბოლიზმს მონოამინოქსიდაზისა (მაო) და კატექოლ-o-მეთილტრანსფერაზის (კომტ) მეშვეობით ღვიძლში და თირკმელებში ჰომოვანილის მჟავისა და 3.4-დიჰიდროქსიფენილაცეტატის წარმოქმნით.
დოპმინის დაახლოებით 25% გარდაიქმნება ნორადრენალინად.
პრეპარატის დიდი ნაწილი ჰომოვანილინის მჟავას, აგრეთვე სულფატური და გლუკურონიდების ნაერთების სახით ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.
პრეპარატის დოზის არანაკლებ 10% გამოიყოფა შეუცვლელი სახით. დოპმინის საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 4.4 ლ/კგ/სთ.
ჩვენებები:
კარდიოგენული ან ენდოტოქსინ-ინდუცირებული ჰიპოტენზია;
ჰიპოვოლემიური შოკი, რომელიც ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის კორექციის მიუხედავად არ ექვემდებარება მკურნალობა;
მკვეთრად გამოხატული გულის უკმარისობა;
პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ სტაციონარულ პირობებში.
მიღების წესები და დოზირება:
განზავების შემდეგ დოპმინი ინფუზიის სახით შეყავთ ვენაში.
დოპმინის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 2-5 მკგ/კგ/წთ-ში, შესაძლებელია მისი გაზრდა 5-10 მკგ/კგ/წთ-მდე შესაბამისად რეაქციის მიხედვით.
დომპინის 20 მკგ/კგ/წთ მეტი დოზით ჩვეულბურივ არ იყენებენ, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მისი 50 მკგ/კგ/წთ მეტი დოზით გამოყენება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ამპულა (5 მლ) დოპმინის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრაცია (40 მგ/მლ) გახსნილია 100 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზას ხსნარში, მიღებული ხსნარის 1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 80 მკგ დოპმინს; 1 მლ=20 წვეთს.
გვერდითი მოვლენები:
ხშირად: ძლიერი გულისცემა, ექტოპიური რითმი, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ჰიპერტენზია, ვაზოკონსტრიქცია, გულისრევა, ღებინება, ქოშინი, თავის ტკივილი.
იშვიათად: AV-ბლოკადა, QRS კომპლექსის გაფართოება, ჰიპოტენზია, განგაშის შეგრძნება, პოლიერექცია.
უკუჩვენებები:
*ფეოქრომოციტომა;
*ტაქიკარდია;
*პარკუჭების ფიბრილაციისადმი მიდრეკილება;
*ალერგიული რეაქცია სულფიტზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
დოპმინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჰიპოვოლემიის სხვადასხვა ტიპის კორექცია.
ინფუზიის პერიოდში საჭიროა სისხლის წნევის, ელექტროკარდიოგრაფიული, შარდის გამოყოფის სისწრაფის მუდმივი მონიტორინგი. ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და აციდოზი აქვეითებენ დომპინის ეფექტურობას და აძლიერებენ გვერდით მოვლენებს, რის გამოც დოპმინით მკურნალობასთან ერთად აწარმოებენ აღნიშნული მდგომარეობების კორექციას.
არტერიული ჰიპერტენზიის, დიურეზის შემცირების და არითმიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოპმინის ინფუზიის შემცირება ან სრულიად შეწყვეტა.
პრეპარატის შემთხვევით მოხვედრით სისხლძარღვებიდან ქსოვილში შესაძლებელია ადგილობრივი ნეკროზის განვითარება. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ ფენტოლამინის მარილიანი ხსნარით (5-10 მლ ფენტოლამინი 10-15 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში) ლოკალური ინფილტრაცია.
დღეისათვის არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ოპტიმალური დოზის შესახებ.
ჭარბი დოზირება:
დაკავშირებულია დოპმინის სიმპათომიმეტურ ჰიპერაქტივობასთან. ვინაიდან დოპმინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალზე ხანმოკლეა, ინფუზიის შეწყვეტა საკმარისია იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომები.
აუცილებლობის შემთხვევაში ძლიერი ვაზოკონსტრიქციისა და ჰიპერტენზიის კუპირებისათვის შეჰყავთ ფენტოლამინი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები: მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ და ახანგრძლივებენ დოპმინის მოქმედებეს ეფექტს, რის გამოც დოპმინი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც იღებენ მაოს-ინჰიბიტორებს.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მაპროტილინი: დოპმინი ზრდის ნევრული დაბოლოებებიდან გამოყოფილი ნორადრენალინის რაოდენობას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აინჰიბირებენ ნერვული დაბოლოებებიდან ნორადრენალინის უკუმიტაცებას, რაც აძლიერებს დოპმინის მოქმედების ეფექტს. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, დომპინის დოზის შემცირება წარმოებს მისი მოქმედების ეფექტის მიხედვით.
ჰალოტანი და ციკლოპროპანი: დოპმინთან ჰალოტანის, ციკლოპროპანის და ზოგიერთი სხვა ზოგადი საანესთეზიო საშუალებების კომბინაციით, რომლებიც ზრდიან გულის კუნთის მგრძნობელობას მის მიმართ, ადგილი აქვს პარკუჭოვან არითმიას და ჰიპერტენზიას. ამიტომ საჭიროა ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისაგან თავის შეკავება.
ფენიტოინი: დოპმინის ინფუზიასთან ერთად ფენიტოინის შეყვანის დროს საჭიროა სიფრთხილე, ვინაიდან ამ დროს ვითარდება ჰიპერტენზია და ბრადიკარდია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: ORION PHARMA, ფინეთი

გაფრთხილება