დოქსიპროქტი პლუსი – DOXIPROCT PLUS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კალციუმის დობეზილატი, ლიდოკაინი, დექსამეტაზონი/
CALCIUM DOBESILATE; LIDOCAINE; DEXAMETHASONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაზოტროპული, ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ანტიჰემოროიდალური
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 20 გ
1 გ
კალციუმის დობეზილატი……….             250 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი……..        40 მგ
დექსამეტაზონის აცეტატი……….           0.25 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ანტიოქსიდანტი (E320, E310,), მაკროგოლი 300. დანამატები მალამოსათვის.
ფარმაკოლოგიური  თვისებები:
პრეპარატს ახასიათებს სამი ძირითადი ეფექტი:
კალციუმის დობეზილატი ვაზოტროპული  საშუალებაა, რომელიც კაპილარების კედლებზე მოქმდებით არეგულირების მათ განვლადობას და რეზისტენტობას.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას.
დექსამეტაზონის აცეტატი კორტიკოსტეროიდია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
აღნიშნული კომბინაცია განაპირობებს ბუასილის ადექვატურ მკურნალობას, ამცირებს რა ანთებით გამოწვეულ ტკივილს, ქავილს და წვის შეგრძნებას.
ამცირებს ბუასილისათვის დამახასიათებელ ანთებას და სისხლდენას.
ფარმაკოკინეტიკა:
დოქსიპროქტის აქტიური ნივთიერებები ნაწილობრივ შეიწოვება ლორწოვანი გარსით. ბოცვრებში პრეპარატის რექტალური დანიშვნის შემდეგ სისხლდენის შეჩერების დრო პრეპარატის დოზის მომატებით მცირდება, რაც კალციუმის დობეზილატის კანის საშუალებით შეწოვაზე მიუთითებს.
ადამიანებში ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ლორწოვანი გარსით შეიწოვება, გადის პლაცენტურ და ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გადადის დედის რძეში.
დექსამეტაზონის აცეტატი შეიწოვება ლორწოვანი გარსით და იწვევს სისტემურ ეფექტს. იგი სწრაფად აღწევს ქსოვილში, გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში.
ჩვენებები:
დოქსიპროქტი პლუსი გამოიყენება შიდა და გარეგანი ჰემოროიდული კვანძების, სწორი ნაწლავის და გარშემო ქსოვილების ანთების, კრიპტიტის, პაპილიტის, მწვავე ჰემოროიდული თრომბოზის, ანალური ნაპრალის დროს.
გამოიყენება ჰემოროიდექტომიის წინა და შემდგომ პერიოდში.
მიღების წესები და დოზირება:
გამოიყენება დილით და ძილის წინ დეფეკაციის შემდეგ. ღრმად შესაყვანად იხმარება ტუბზე მორგებული კანულა. გარეგანი ჰემოროიდული კვანძების შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე ხდება მალამოს წასმა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ადგილობრივი ტკივილი, წვის შეგრძნება; მომატებული მგრძნობელობა ვლინდება კანის მხრივ რეაქციით და ტემპერატურის მომატებით. ამ დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა დოქსიპროქტში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის მონაცემები ორსულ ქალებში კალციუმის დობეზილატის პლაცენტაში შეღწევის შესახებ. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი და დექსამეტაზონის აცეტატი შეწოვის შემდეგ გადიან პლაცენტურ ბარიერს და ავლენენ სისტემურ მოქმედებას.
დოქსიპროქტი ორსულობაში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.
კალციუმის დობეზილატი პერორალური დანიშვნის დროს გადადის დედის რძეში, მაგრამ არ არის ცნობილი რექტალური დანიშვნისას მისი ამ თვისების შესახებ. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი და დექსამეტაზონის აცეტატი რექტალური დანიშვნისას გადადიან დედის რძეში, რის გამოც სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ტარდება ხანმოკლე მკურნალობა.
ჭარბი დოზირება:
არ არის მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ  არის მონაცემები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ დექსამეტაზონის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: OM PHARMA, შვეიცარია

გაფრთხილება