დოქტორ ტაისი გეროვიტალი – Dr. Threiss Gerovital

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება
შემადგენლობა:
100 გ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები

ტოკოფეროლის აცეტატი

 

60.0 მგ

მგ

რეტინოლის პალმინტატი

 

1000 მე / მგ          1450 მე

 

ქოლეკალციფეროლი 12.5 მკგ
თიამინის ჰიდროქლორიდი

 

6.0
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი              9.0

 

9.0
ნიკოტინამიდი

 

75.0

 

ასკორბინის მჟავა

 

450.0
რიბოფლავინი ნატრიუმის ფოსფატი

 

9.0
ციანკობალამინი

 

5.0 მკგ

 

დექსპანთენოლი

 

40.0
კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი

 

80.0
კუნელის ფოთლებისა და ყვავილების

ექსტრაქტი

 

20.0
შავბალახას ბალახის ექსტრაქტი

 

50.0
რკინა (II) ლაქტატი

 

25.0

დამხმარე კომპონენტები:
მაკროგოლის გლიცერილრიცინოლეატი (კრემოფორ EL), გლიცეროლი, პროპილენგლიკოლი, ბეტა – აპო – კაროტინის ალდეჰიდი (საღებავი E 160 ე), ლიმონმჟავა, ეთანოლი (96%), ბუთილჰიდროქსიანიზოლი, კალიუმის სორბატი, ფორთოხლის არომატიზატორი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინატი, წყალი.
აღწერილობა:
ყვითელი ან მოყვითალო – ფორთოხლისფერი გამჭვირვალე ხსნარი ფორთოხლის სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რკინას, შავბალახას და კუნელის მცენარეულ ექსტრაქტებს.
პრეპარატი ავსებს ვიტამინებისა და რკინის აბსოლუტურ და შეფარდებით დეფიციტს, მონაწილეობს ჟანგვა – აღდგენითი პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში, ასტაბილიზებს გულ – სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას, ახდენს სედატიურ მოქმედებას და ასტიმულირებს ჰემოგლობინის სინთეზს.
ჩვენება:
·          ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა
·          მომატებული მოთხოვნილება ვიტამინების მიმართ (გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, გადატანილი დაავადების შემდეგ აღდგენითი პროცესი, ოპერაციული ჩარევა), განსაკუთრებით ასაკოვანი პაციენტებისათვის.
·          ასთენო – ნევროზული მდგომარეობა (კომპლექსური მკურნალობისას)
უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* რკინის მომატებული რაოდენობა ორგანიზმში;
* ორსულობა;
* ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით: ღვიძლის დაავადებებით, ეპილეფსიით დაავადებულ, თავის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებში.
გამოყენების მეთოდი და დოზები:
შიგნით, თითო სუფრის კოვზი 2- ჯერ დღეში ჭამის წინ ან ჭამის დროს.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში ვიტამინების ჭარბი დოზირება გამორიცხულია.
შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატიურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:
– რკინა ამცირებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების აბსორბციას
– ასკორბინის მჟავა ზრდის სალიცილატების, ეთინილესტრადიოლის, ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას სისხლში.
-ანტაციდები ამცირებენ რკინის შეწოვას.
განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება მითითებული დოზის გადაჭარბება.
პრეპარატი შეიცავს 15% ალკოჰოლს. პრეპარატის ყოველ მიღებაზე პაციენტი იღებს 2,25 გ ალკოჰოლს.
ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად.
შესაძლებელია შარდის შეფერვა ყვითლად, რაც აიხსნება პრეპარატში რიბოფლავინის არსებობით. შეფერვა ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
შენახვისას შესაძლებელია ხსნარის შემღვრევა, რომელიც არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე. გამოყენების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა.
გამოშვების ფორმა:
ხსნარი (ელექსირი)  200 მლ ყავისფერი მინის (ე. ფ. მიხედვით III ტიპი) ფლაკონებში, მაფიქსირებელ რგოლიანი მისახრახნი პლასტიკის თავსახურით და საზომი ჭიქით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი
არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალწამლო ფორმა: ხსარი (ელექსირი)
გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: Dr.Theiss Naturwaren GmbH, გერმანია

გაფრთხილება