დრასტოპი / DRASTOP

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
ქონდროიტინ სულფატი /chondroitin sulfate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის კორექტორები.
პრეპარატის ათქ კოდი:  M01AX25
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს ჰიალინურ ხრტილში მიმდინარე ცვლის პროცესებზე. ამცირებს დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში, ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.
ქონდროიტინი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც დიდი რაოდენობითაა სხვადასხვა სახის შემაერთებელ ქსოვილში, განსაკუთრებით ხრტილოვან ქსოვილში (დამატებითი სუბსტრატის სახით ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნას ემსახურება). ხრტილოვან ქსოვილში გავლენას ახდენს ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის კარგვას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესებს. ანელებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციის პროცესს, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას. სინოვიურ სითხეს უნარჩუნებს სიბლანტეს, აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის შეკუმშვას და სასახსრე ზედაპირებისათვის ერთგვარი საპოხის როლს ასრულებს; ანელებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ებზე. ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას ჰიალინურ ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის წარმოქმნას, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის სინთეზს; იცავს ჰიალურონს ფერმენტული დაშლისგან, მათ შორის ლიზოსომური ფერმენტების მიერ, რასაც შემაერთებელი ქსოვილის რღვევამდე მივყავართ.

ფარმაკოკინეტიკა
კუნთებში შეყვანის შემდეგ ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი ადვილად შეიწოვება. ინექციის წარმოებიდან 30 წუთში მნიშვნელოვან კონცენტრაციებს აღწევს სისხლში. ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათში, შემდგომში თანდათან ქვეითდება 2 დღე-ღამის განმავლობაში.
ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი გროვდება ძირითადად სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიური გარსი დაბრკოლებას არ წარმოადგენს სახსრის ღრუში პრეპარატის შესაღწევად. ი/მ ინექციის წარმოებიდან 15 წუთში ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ შედის სასახსრე ხრტილში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 48 საათში.
გამოყენების ჩვენებები
ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული დაავადებები, როგორებიცაა:
_ პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები;
_ მალთაშორისი ოსტეოართროზი და ოსტეოქონდროზი.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ინიშნება ი/მ დოზით 1 მლ (ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის 100 მგ) დღე-გამოშვებით. კარგი ამტანობის შემთხვევაში მეოთხე ინექციიდან დოზას ზრდიან 2 მლ-მდე (ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის 200 მგ). მკურნალობის კურსი 25-30 ინექციაა. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება 6 თვიანი ინტერვალებით.
უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ სისხლდენისადმი მიდრეკილება;
_ თრომბოფლებიტები.
გვერდითი მოქმედება
კანისა და მისი დანამატების მხრივ: იშვიათად – ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი (ქავილით ან მის გარეშე) და/ან შეშუპება; ჰემორაგიები ინექციის ადგილას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება.
განსაკუთრებული მითითებები
არსებობს მონაცემები ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის გამოყენების შესახებ ათეროსკლეროზით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რა დროსაც აღინიშნა  სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის გარკვეული დაქვეითება.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დრასტოპი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისას პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მონაცემების უქონლობის გამო.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში მონაცემები პრეპარატ დრასტოპის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ აღწერილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიტიკების მოქმედების გაძლიერება, რაც ერთდროული გამოყენებისას მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლების უფრო ხშირ კონტროლს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება არ არის აღწერილი და ნაკლებ სავარაუდოა.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 2 მლ უფერო შუშის ამპულაში გასატეხი ზოლით. 5 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
1 ან 2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
200მგ/2მლ 2მლ ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Rompharm Company, რუმინეთი

გაფრთხილება