ედერისი (ნატუროპათი) / Ederis

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ედერისი

მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, განკუთვნილია ბრონქებიდან ნახველის ამოსაღებად პროდუქტიული ხველის დროს.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტის დასახელება რაოდენობა

10 მლსთვის

სუროს ფოთლები (Hedera helix L., folium) მშრალი ექსტრაქტი (6,5:1), ჰედერაკოზიდი C 10% მ/მ შემცველობით 70 მგ
დამხმარე ინგრედიენტები: გასუფთავებული წყალი; შაქარი; კონცენტრირებული ყურძნის წვენი; მჟავიანობის მარეგულირებელი (ლიმონის მჟავა); კონსერვანტი (კალიუმის სორბატი)

სუროს ფოთლების ექსტრაქტი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს (ჰედერაგენინი, α-ჰედერინი, ჰედერაკოზიდი C და სხვა ჰედერაკოზიდები), ყავის მჟავას, ფლავონოლებს (კემპფეროლი, კვერცეტინი), კუმარინის გლიკოზიდებს (სკოპოლინი) და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ჰედერაკოზიდი C და α-ჰედერინის მაღალი შემცველობის გამო, სუროს ექსტრაქტი ახდენს გამოხატულ ამოსახველებელ მოქმედებას, აგრეთვე სუსტ სპაზმოლიზურ მოქმედებას ბრონქების გლუვ კუნთებზე.
ედერისი ხელს უწყობს ბლანტი ლორწოს გათხელებას და მის ამოღებას, ამით აადვილებს სუნთქვას და აჩერებს ხველას.

ედერისი  გამოიყენება:
– გაცივებისას,პროდუქტიული ხველის დროს ნახველის ამოღების გასაადვილებლად.
– ობსტრუქციული ან სპასტიური ბრონქიტის დროს სუნთქვის გასაადვილებლად;
– ბრონქების და სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს.

 გამოყენების წესი და დოზირება
ედერისი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
გამზომი შპრიცის მეშვეობით ზომავენ სიროფის საჭირო რაოდენობას. სიროფის ოდენობის ზუსტი გაზომვისთვის, გამზომი შპრიცის დგუში  უნდა იყოს ჩამოწეული ცილინდრის ბოლომდე, შემდეგ ათავსებენ შპრიცს სიროფში და წევენ დგუშს სიროფის საჭირო ოდენობის ნიშნის გაჩენამდე.
გამზომ შპრიცს გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ რეცხავენ ტბილი ანადუღარი წყლით.
– 2-დან 6 წლამდე 2 მლ სიროფი ორჯერ დღეში;
– 6-დან 12 წლამდე 5 მლ სიროფი ორჯერ დღეში
– 12-დან 18 წლამდე 5 მლ სიროფი სამჯერ დღეში.
ზრდასრულებს: 5 მლ სიროფი სამჯერ დღეში.
მიღების ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 7 დღეს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, რეკომენდებულია გააგრძელონ სიროფის მიღება კიდევ 2-3 დღე.

გვერდითი მოვლენები
პროდუქრი არ შეიცავს ნივთიერებებს ალერგიული პოტენციალით. პრეპარატის ინგრენდიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება,  გამონაყარი კანზე, ქოშინი).
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ზემოთხსენებული გვერდითი რეაქციების გამოვლინების, აგრეთვე სხვა გვერდითი რეაქციების გაჩენისას, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
პრეპარატის ინგრენდიენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

უსაფრთხოების ზომები და მიღების თავისებურება
არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებთან არ გამოიყენით როგორც კვების სხვადასხვა რაციონის შემცვლელი.
თუ თქვენ პროდუქტის მიღების წინ  იგრძენით ქოშინი, აღმოაჩინეთ სხეულის მაღალი ტემპერატურა ან ჩირქოვანი ნახველი, მიმართეთ ექიმს.
შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროდუქტის 1 მლ შეიცავს 0,65 გრამამდე გლუკოზას და ფრუქტოზას. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ მოცემული პროდუქტი.
გასტრიტის და კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს პროდუქტი სიფრთხილით მიიღება.
2-4 წლამდე ასაკის ბავშვებში ხანგრძლივი ან მორეციდივე ხველით მიღების წინ უნდა მიმართონ ექიმს.
არ მიიღოთ პროდუქტი ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად (კოდეინი, დექსტრომეტორფანი და სხვა), ვინაიდან ეს ხელს უშლის ნახველის გამოყოფას, აგრეთვე სხვა სინთეთიკური წარმოშობის ამოსახველებელი პრეპარატებთან ერთად.
პროდუქტის მიღების 7 დღის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესების მიუღწევლობის შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.
პროდუქტი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან დანადგარების მომსახურების უნარზე.

ვარგისიანობა 3 წელი.
სასურველია გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული თვის და წლის ბოლომდე.
შენახვის პირობები
ინახება შუქისგან დამცავ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. გახსნის შემდეგ ქილა შეინახეთ მაცივარში (2-8°С).
შეინახეთ პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა:
სიროფი 100 მლ შუშის ბოთლში
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vitapharm-Com, მოლდოვა

გაფრთხილება