ეზამი / Ezam

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

სიროფი ეზამი დამზადებულია ბუნებრივი ექსტრაქტების და ენზიმების ფუძეზე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და მადის სტიმულაციისათვის.
შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტები:                                  (10 მლ-ში)
პაპაიას წვენი (Carica papaya L. nayofebi)                    600 მგ
არტიშოკის ექსტრაქტი (Cynarascolymus L. foTlebi)
2,5% ქლოროგენულ მჟავასთან                              250 მგ
ანისის ექსტრაქტი (Pimpinellaanisium L. fruites)                 85 მგ
ენზიმები: Enzymix კომპლექსი                                60 მგ
ბრომელაინი 2500 ჟაე/გ                                     25 მგ
პაპაინი 500 თე/მგ                                           25 მგ.
კომპლექსი Enzymix: ამილაზა 1500 დე, პროტეაზა 3000 ჰეთ, გლუკოამილაზა 2 აგე, ლიპაზა 75 სქკ სფფ, ცელულოზა 300 ცე, ლაქტაზა 500 მლე, პეკტინაზა 7 ენდო-პგ, ბრინჯის მალტოდექსტრინი.
დამხმარე ნივთიერებები:
ანტიოქსიდანტი– ლიმონმჟავა, კონსერვანტი – კალიუმის სორბატი, ფრუქტოზა, წყალი.
შემადგენლობა:
ეზამი სიროფი მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების მეშვეობით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას, ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ზრდის მადას.
პაპაიას წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს მადას. ფერმენტი პაპაინი რომელიც შედის პაპაიას შემადგენლობაში, თავისი მოქმედებით გავს კუჭის წვენს. ის მონაწილეობს ცილების გახლეჩაში, ხელს უწყობს ნახშირწყლების და ცხიმების შეწოვას.
არტიშოკის ექსტრაქტი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ-სეკრეციული ფუნქციის ნორმალიზებას, ზრდის მადას. არტიშოკი ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს ცხიმების გახლეჩას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ნახშირწყლებით და ცხიმებით გამდიდრებული საკვების მიღებისას. მას გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური თვისებები.
ანისის ექსტრაქტი ხსნის ნაწლავების სპაზმებს, თავიდან აცილებს შეკრულობას და მეტეორიზმს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხელს უწყობს მადის გაუმჯობესებას და საჭმლის მონელებას.
ბრომელაინი მცენარეული პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიიღება ანანასიდან. თავისი მოქმედებით პეპსინის და ტრიპსინის მსგავსია, ამიტომ გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. საკვების მიღებისას, ბრომელაინი მოქმედებს როგორც საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, ხელს უწყობს ცილების გახლეჩას და ათვისებას, ააქტიურებს სხვა ფერმენტების მოქმედებას, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.
პაპაინი – პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიიღებაჩარიცა პაპაყა ნაყოფის წვენისგან. პაპაინი ახდენს პეპტიდული კავშირების ჰიდროლიზს, ცილების და პოლიპეპტიდების გახლეჩას, განსაკუთრებით დაბალი მოლეკულური მასის პეპტიდების.
შემადგენლობით ბუნებრივი ენზიმის პეპსინის მსგავსია. პაპაინი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს (განსაკუთრებით ცილების მონელების გაძნელებისას), ახდენს პერისტალტიკის ნორმალიზებას, ხსნის სიმძიმის შეგრძნებას კუჭში, ბოყინს, მუცლის შებერილობას, აღადგენს ნაწლავურ მიკროფლორას.
ენზიმები – საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ხლეჩენ საკვების რთულ კომპონენტებს უფრო მარტივ ნივთიერებებამდე, რომლებიც შემდგომ შეიწოვებიან ორგანიზმში. ენზიმები აუმჯობესებენ საკვების მონელებას, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების გახლეჩაში, ხსნიან ჭამის შემდგომ შესაძლო დისკომფორტს (სიმძიმის შეგრძნება მუცელში, ბოყინი, მუცლის შებერილობა), ამცირებენ ლპობით პროცესებს ნაწლავებში, ახდენენ ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას.
ჩვენებები:
ეზამი  სიროფი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და მადის მოსამატებლად ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
– დაშლის და შეწოვის პროცესების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობასთან
– დისპეპსიური სიმპტომები, მეტეორიზმი, ბოყინი, არაინფექციური წარმოშობის დიარეა სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობისას
– მადის დაქვეითება, ანორექსია, ჩამორჩენა განვითარებაში, წონის და კუნთოვანი მასის დეფიციტი, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის უკმარისობასთან.
მიღებისწესი და დოზები:
ეზამი სიროფი მიიღება  დღეში 2 ჯერ, ქვემოთ მითითებული დოზირებით:
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 2,5 მლ;
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ;
6-დან 12წლამდე ასაკის ბავშვები: 7,5 მლ;
12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები: 10 მლ.
გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
წინააღმდეგჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მითითებული დოზებით გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნულა.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. დოზის სავარაუდო გადაჭარბებისას, საჭიროა მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.
საკვები დანამატები არ ცვლიან სრულფასოვან და ბალანსირებულ კვებას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
სიროფი 120 მლ
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Promo Pharma, იტალია

გაფრთხილება