ეთაკრინის მჟავა – ETACRYNIC ACID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს დიქლოფენოქსიძმარმჟავას ნაწარმს და მიეკუთვნება „მარყუჟზე“ მოქმედ დიურეზულ საშუალებას. პრეპარატს გააჩნია გამოხატული სალურეზული ეფექტი. იგი აძლიერებს შარდთან ერთად ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის ექსკრეციას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ნაწილის მსხვილ სეგმენტში და თირკმლის პროქსიმალურ მილაკებში ნატრიუმისა და წყლის რეაბსორბციის შემცირებით. პრეპარატი არ მოქმედებს ფერმენტ კარბოანჰიდრაზას აქტივობაზე და არ ზრდის ბიკარბონატების ექსკრეციას, აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას. მისი დიურეზული ეფექტი აღინიშნება ერთჯერადი მიღებისას 20-40 წთ-ის შემდეგ. რომელიც აღწევს მაქსიმუმს 1-2 სთ-ში და გრძელდება 8-10 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატს არ გააჩნია დიაბეტოგენური აქტივობა.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევისას შეგუბებითი უკმარისობით გამოწვეული შეშუპების, ფილტვების შეშუპების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, აგრეთვე სუსტად და ზომიერად გამოხატული თირკმელების უკმარისობის დროს, არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს (1 ტაბ), რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა გავზარდოთ მაქსიმალურდ 200 მგ-მდე (4 ტაბ.). დღეში. თერაპიული ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს 8-10 სთ-ს. ამგვარად, დღეღამური დოზა რეკომენდებულია მიღებულ იქნას ერთხელ, დილით საუზმის შემდეგ. ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია სხვა დიურეზულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივად და მაღალი დოზით მიღებამ, აგრეთვე ამ უკანასკნელის დიურეზულმა ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვა (ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია, დეჰიდრატაცია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი). ზემოთაღნიშნული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან წყალმარილოვანი ცვლის კორეგირება.
პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გვერდითი მოვლენების მანიფესტირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისფაგია, ანორექსია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა; აგრეთვე ოტოტოქსიკური მოქმედება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, იშვიათად – მწვავე პანკრეატიტი, ცალკეულ შემთხვევებში ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
უკუჩვენებები
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ანურიის დროს;
* წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევისას;
* ღვიძლის კომის, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
* მისი მიღება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ეთაკრინის მჟავას და სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების კომბინაციისას საჭიროა ამ უკანასკნელთა დოზის შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ ორთოსტატული ჰიპოტენზია.
♦ პაციენტებმა, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის ციროზით, პრეპარატი უნდა მიიღონ სიფრთხილით. პრეპარატის დოზირება დგინდება მხოლოდ მეტაბოლური პროცესების და ელექტროლიტური ბალანსის კორექციის შემდეგ.
♦ საჭიროა სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების რეგულარული კონტროლი, კალიუმით მდიდარი საკვების მიღება, აუცილებლობისას – კალიუმის პრეპარატები.
♦ დიარეის ანტიდეჰიდრატაციის შემთხვევაში მიღებას წყვეტენ.
♦ პაციენტებს, რომლებიც ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას, პრეპარატის დღეღამური დოზა ენიშნებათ ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად.

გაფრთხილება