ეკსოდერილი – EXODERIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი/
NAFTIFINE
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი………….. 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ეთანოლი გასუფთავებული წყალი.
კრემი 1%: ტუბში 15 მგ
1 გ
ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი………….. 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანსტეარატი, ცეტილპალმიტიტი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლისორბატ 60, იზოპროპილმირისტატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეკსოდერილი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. იგი მიეკუთვნება ალილამინების ჯგუფს და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის. მის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ნაფტიფინი. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ერგოსტერინის სინთეზის დაინჰიბირებით. ამასთანავე ნაფტიფენი გავლენას ახდენს სქვალენეპოქსიდაზაზე, თუმცა არ მოქმედებს ციტოქრომ P450 სისტემაზე. ნაფტიფინი აქტიურად მოქმედებს ისეთი დერმატოფიტების წინააღმდეგ, როგორიც არის ტრიქოფიტონი, ეპიდერმოფიტონი და მიკროსპორუმი, აგრეთვე საფუარის (Candida) ობის (Aspergillus) და სხვა სოკოების (მაგალითად Sporothrix Schenckii) წინააღმდეგ. რაც შეეხება დერმატოფიტებსა და ასპერგილებს, ნაფტიფინი ფუნგიციდურად მოქმედებს მათ წინააღმდეგ in vitro პირობებში. საფუარის სოკოებთან მიმართებაში პრეპარატი ავლენს ფუნგიციდურ და ფუნგოსტატურ მოქმედებას გამომდინარე მიკროორგანიზმის შტამიდან.
ნაფტიფინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. დადგინდა, რომ ნაფტიფინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელს უწყობს ანთების სიმპტომების, განსაკუთრებით კი ქავილის სწრაფ გაქრობას. იმის გამო, რომ ეკსოდერილი სწრაფად აღწევს კანში და მის სხვადასხვა შრეში, იგი ქმნის საკმარის ანტიფუნგინალურ კონცენტრაციებს, რის გამოც მისი გამოყენება დასაშვებია დღეში ერთხელ.
ჩვენებები:
კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები (tinea corporis, tinea inguinalis);
თითებს შორის განვითარებული მიკოზი (tinea manum, tinea pedum);
ფრჩხილების სოკოვანი ინფექცმები (ონიხომიკოზი);
კანის კანდიდოზი;
ფერადი სირსველი;
ანთებითი დერმატომიკოზები (რასაც თან ახლავს ან არ ახლავს ქავილი).
მიღების წესი და დოზირება:
ეკსოდერილი გამოიყენება დაზიანებულ კანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეში ერთხელ, მას შემდეგ, რაც მოხდება კანის გასუფთავება და გამშრალება. ფრჩხილების დაზიანების შემთხვევაში პირველ გამოყენებამდე მაქსიმალურად უნდა მოშორდეს ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მაკრატლით ან ქლიბის საშუალებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზების დროს – 2-4 კვირა (აუცილებლობის შემთხვევაში 8 კვირამდე;,
კანდიდოზის დროს – 4 კვირამდ;,
ფრჩხილის ინფექცებისას გამოიყენება 2-ჯერ დღეში, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს.
ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკური გამოჯანმრთელებიდან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
გარეთა სასმენი აპარატის მიკოზების დროს მკურნალობა ტარდება არანაკლებ 14 დღის  განმავლობაში. ადგილობრივი მკურნალობის დროს ყურებში თავსდება პრეპარატით დასველებული ბამბის ტამპონი 1-2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები: კანის სიმშრალე, ჰიპერემია და წვის შეგრძნება.
გვერდითი მოვლენები ყოველთვის შექცევადია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნაფტიფინის ან პროპილენგლიკოლის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით:
ორსულობა ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი.
დაუშვებელია კრემი "ეკსოდერილის" მოხვედრა თვალში ან ღია ჭრილობაზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ გამოვლენილა ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.
მწარმოებელი: LEK, სლოვენია

გაფრთხილება