ელენიუმი / ELENIUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქლორდიაზეპოქსიდი/chlordiazepoxyde

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები. ბენზოდიაზეპინები
შემადგენლობა
1 ტაბ.
ქლორდიაზეპოქსიდი………10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბოსმჟავას) შემაკავებელი მოქმედების გაძლიერებასთან, რაც განპირობებულია გაემ-ის რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებით მედიატორის მიმართ, ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად.
ჩვენებები
– შიშის და შფოთვის მდგომარეობა;
– აღგზნება აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომის დროს;
– ძილის დარღვევა თანმხლები შიშის და შფოთვის მდგომარეობით;
– სხვადასხვა გენეზის კუნთოვანი დაჭიმულობა.
პრემედიკაცია: ხანგრძლივი დიაგნოსტიკური პროცედურებისა და ოპერაციისთვის მზადება.
ქლორდიაზეპოქსიდი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი დანიშნულების თანახმად.
მიღების
წესები და დოზები
მკურნალობის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის. ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზები: შიშის და შფოთვის მდგომარეობისათვის 5-10 მგ 3-4-ჯერ დღეში (30-40 მგ-მდე დღეღამეში). მძიმე შემთხვევებში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 20-25 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში (100 მგ-მდე დღეღამეში). აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომით გამოხატული აღგზნებითი მდგომარეობის დასაწყისში ენიშნებათ 50-100 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმალურად 300 მგ-მდე დღეღამეში. შემდგომში დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს.
ძილის დარღვევის დროს, განსაკუთრებით შიშისა და შფოთვის ფონზე ენიშნებათ 10-20 მგ ძილის წინ, სხვადასხვა გენეზის გაძლიერებული კუნთოვანი დაჭიმულობის მდგომარეობების დროს – 10-30 მგ/დღეღამეში დაყოფილი დოზებით. ხანგრძლივი დიაგნოსტიკური პროცედურებისა და ოპერაციისთვის მზადება ოპერაციამდე ან დიაგნოსტიკურ პროცედურამდე 1 დღით ადრე ინიშნება 5-10 მგ 3-4-ჯერ დღეში.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით. რეკომენდებულ საწყის დოზას შეადგენს 0.5 მგ/კგ წონაზე/დღეღამეში დაყოფილი 3-4 დოზად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზის გაზრდა. ჩვეულებრივ, პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5 მგ 2-4-ჯერ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა დოზის გაზრდა 10 მგ-მდე 2-3-ჯერ დღეში. რეკომენდებულია დოზის შემცირება ჩვეულებრივ 5 მგ-მდე 2-4-ჯერ დღეში. ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ფრთხილად, შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას (დოზის თანდათანობითი შემცირების დროის ჩათვლით).
თერაპიის გაგრძელების აუცილებლობის განმეორებითი შეფასების გარეშე პრეპარატი არ გამოიყენება 4 კვირაზე მეტი დროის ხანგრძლივობით.
გვერდითი
მოვლენები
ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შენელებული ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციები, მეხსიერების და კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენება
– ჰიპერმგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;
– ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე შემთხვევები;
– მიასთენია;
განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია პრეპარატის უეცარი მოხსნა, დოზის შემცირება აუცილებელია ექიმის კონტროლის ქვეშ. ქლორდიაზეპოქსიდის უეცარი მოხსნა იწვევს ძილისა და გუნება-განწყობის მოშლას და ასევე ფსიქიურ დარღვევებსაც. განსაკუთრებით საშიშია პრეპარატის უეცარი მოხსნა ხანგრძლივი და მაღალი დოზით მკურნალობის შემთხვევაში. ამ დროს მოხსნის სინდრომი უფრო მკვეთრად არის გამოხატული. პრეპარატის გამოყენებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
შენახვის
პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
10 მგ შემოგარსული ტაბლეტი №50
გაცემის რეჟიმი:
I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით)
მწარმოებელი: პოლფა ტარხომინი, პოლონეთი

გაფრთხილება