ენდოქსანი – ENDOXAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციკლოფოსფამიდი/ CYCLOPHOSPHAMIDE
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; მაალკირებელი ნაერთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
200მგ – 1გ ი/ვ ინექციისთვის
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მისი ანტიკანცეროგენული მოქმედება რეალიზდება უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებში, სადაც იგი იშლება ფოსფატაზების ზეგავლენით, აქტიური კომპონენტის წარმოქმნით, რომელსაც ახასიათებს მაალკირებელი მოქმედება.
ჩვენებები:
მწვავე ლიმფობლასტური და ქრონიკული ლიმფოლეიკოზი, ლიმფოგრანულომატოზი, არახოჯკინის ლიმფომა, მრავლობითი მიელომა, სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების, ფილტვის, შარდის ბუშტის და წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ნეირობლასტომა, რეტინობლასტომა, ჰერმინოგენული და საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, რბილი ქსოვილების სარკომა, რეტიკულო სარკომა, იუნგის სარკომა, ვილმსის სიმსივნე.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა;
* ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები:
გამოვლინებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია ან ანემია.
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა, ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე.
კანის მხრივ: ხშირად ალოპეცია, კანზე გამონაყარი, პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი/ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შარდის ბუშტის ფიბროზი, შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. იმუნოსუპრესიის დროს შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რ არის რეკომენდებული.
კარდიოტოკსიკურობის ნიშნები: გულის შეგუბებითი უკმარისობა ლეტალური გამოსავალით, მძიმე მიოკარდიტი, ძლიერდება დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიური მოქმედება.
სასუნთქი გზების მხრივ: ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზი.
რეპროდუქციული სისტემების მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა, სტერილობა.
დოზირება:
50–100მგ/მ2 შეჰყავთ გახსნილი საინექციო წყალში ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით.
მწარმოებელი: BAXTER GERMANY

გაფრთხილება