ენტეროლი / Enterol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება): saccharomyces boulardii

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები. დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა) დამხმარე ნივთიერება: ლევულოზა(ფრუქტოზა), არომატიზატორი “tutti frutti”.
ჩვენება
-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.
-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
– ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-შიდსთან ასოცირებული დიარეა.
-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.

სხვა
პრეპარატებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

დოზირება
და მიღების წესი
1 წლამდე:  1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.

გვერდითი
მოვლენები
იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ფუნგემია.

ვარგისიანობის
ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 250 მგ კაფსულა #10 მინის ფლაკონში და 250მგ პაკეტები.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბიოკოდექსი, საფრანგეთი

გაფრთხილება