ეპიდერმული ზრდის ფაქტორი (ნატუროპათი) / EGF (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
EGF 4CH
EGF 15CH
EGF 30CH

ბიოლოგიური ფუნქციები
EGF მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის და აღდგენით პროცესებში. სპეციფიკურად უკავშირდება უჯრედული მემბრანების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს, ასტიმულირებს  ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს, უჯრედების ტაქსისს და აღსადგენი უჯრედების დიფერენციაციას, რაც ჭრილობების სწრაფ და ხარისხიან შეხორცებას განაპირობებს. აძლიერებს კერატინოციტების მიგრაციას და პროლიფერაციას. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეპიდერმული ზრდის ფაქტორი აუმჯობესებს – ეპითელიუმის, ენდოთელიუმის უჯრედების და ფიბრობლასტების ზრდას, ქსოვილების პროლიფერაციას და უჯრედების ქემოტაქსისს; აქვეითებს – ინფექციური დაზიანების ალბათობას; ნაწიბუროვანი ქსოვილის ზრდას; ამცირებს – შეხორცებისათვის საჭირო დროს და შრომისუუნარობის პერიოდს; აღადგენს დაზიანების შემდეგ ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ჩვენებები
დამწვრობები. ტრავმის შედეგად კანის საფარველის მნიშვნელოვანი დაზიანებები
დოზირება

15-20 წვეთი ორჯერ დღეში (სტანდარტული დოზირება).
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება