ერბე დელანოტე / Erbe Dellanotte

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
ფარმაკოლოგიური თვისებები: ერბა დელანოტე  უზრუნველყოფს ბუნებრივი გზით ჩაძინების ფაზის შემოკლებას, ძილის ფაზების დარეგულირე ბას და   ძილის ხარისხის გაუმჯობესებას,  ასევე დღის განმავლობაში დაძაბულობის შემცირებას, გონებრივი აქტივობის შეცვლის გარეშე, განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ძილის დარღვევისას ადგილი აქვს კრუნჩხვებს, რადგან სედაციურ მოქმედებასთან ერთად გააჩნია  სპაზმოლიტური აქტივობაც. მასში შემავალი შემავალი  L ‘Escolzia გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და სპაზმოლიტური საშუალება  ბავშვებში შფოთვის, ღამის ენურეზის, ყივანახველის დროს. მისი სპაზმოლიტური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით ეფექტურად ხდება ტკივილის კუპირება   კუჭ ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას  (გასტრიტი, სპასტიური კოლიტი, ვისცერალური სპაზმები)

ფარმაკოკინეტიკა: კალიფორნიული ყაყაჩო (Eschscholzia californica) გამოირჩევა სედაციუირი და ანქსიოლიტური მოქმედე- ბით, მასში შემავალი  ალკალოიდებს,  ფიტოსტერინებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს საშუალებით  ის  არეგულირებს ეპი- ფიზის მუშაობას, მელატონინის სეკრეციას.   ალკალოდები ერთ მხრივ შემაკავებლად მოქმედებენ თავის ტვინის ქექზე  და ახდენენ  ძილის სტიმულაციას, ამოკლებენ ჩაძი- ნების ფაზას, აუმჯობესებენ ძილის ხარისხს და მეორეს მხრივ დამთრგუნველად ზემოქმედებენ  კუნთოვან ტონუსზე და გულის მუშაობაზე. ფლავონოიდები უზრუნველყოფენ ტკივილის კუპირებას და სპაზმოლიტურ მოქმედებას, განსაკუთრებით კუჭნაწლავის დაავადების,ნაღვლის სადინარის სპაზმის, სპასტიური ხველის, ნეირო და ვეგეტატიური დისტონიების დროს. კალიფორნიული ყაყაჩოს სედაციური და ანქსიოლიტური აქტივობა ეფექტურად გამოიყენება  როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში ძილის, ქცევითი (ADD, ADHD)  და მსუბუქი   ფსიქიური დარღვევის დროს.

პასიფლორა (passiflora) გააჩნია სედატიური და მსუბუქი საძილე მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესს თავის ტვინის კორტიკალურ და სუბკორტიკალურ სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას,ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს.

კუნელს (Biancospino) გააჩნია სედატიური მოქმედება, ამცირებს აგზნებადობას, შფოთის შეგრძნებას,  აუმჯობესებს ძილს, ამშვი დებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.   ასევე  დადებით   გავლენას ახდენს  გულის კუნთის მუშაობაზე, აუმჯობესებს კორო- ნარულ სისხლის მიწოდებას.  გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება,
გვირილა (chamomilla) დაცაცხვი (Tília platyphýllos, Tília cordáta) გამირჩევა დამამშვიდებელი და სპაზმოლიტური აქტი- ვობით.
კატაბალახა (Valeriana)  წარმოადგენს ნაწილობრივ სროტონინის აგონისტს, ასევე მსუბუქ სედატივს, რომელიც  მოქმედებს GABA   რეცეპტორებზე, ცნობილია მისი დადებითი გავლენა ინსომნიის დროს.

ჩვენებები:
ჩაძინების გაძნელება, ძილის ხარისხის და უწყვეტობის დარღვევა, მსუბუქი ნევროზული მდგომარეობისას,რომელსაც თან ახალვს დაძაბულობა, აგზნებადობა, ანგიო და ვეგეტო ნევროზი, აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება.

მიღების წესი და დოზები:  30-40 წვეთი (1,5-2 მლ) განზავებული წყალში, უმჯობესია საღამოს ძილის წინ. ბავშვებში დასაშვებია 3 წლის ასაკიდან-დოზა ნახევრდება.

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი პრეპარატი  გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე.

უკუჩვენება: მომეტებული მგრძნობელობა შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა, ლაქტაცია, ასაკი 3 წლამდე.

ენახვის პორობები და ვადები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ESI s.p.a. იტალია

გაფრთხილება