ესმია / ESMYA®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ულიპრისტალი/ulipristal

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საქესო ჰორმონები, სასქესო ორგანოების სისტემის მოდულატორები, პროგესტერონის რეცეპტორების მოდულატორები.

ათქ კოდი: G03XB02.

შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:
ულიპრისტალის აცეტატი 5,00მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გრავირებით “ES5” ერთ მხარეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ულიპრისტალის აცეტატი-შიგნით მიღების დროს პროგესტინური რეცეპტორების სინთეზური სელექციური აქტიური მოდულატორი, ხასითდება ქსოვილსპეციფიკური, ნაწილობრივ ანტიპროგესტინური ეფექტით.
ენდომეტრიუმი
ულიპრისტალის აცეტატი ახდენს პირდაპირ მოქმედებას ენდომეტრიუმზე.  პრეპარატის მიღების დასაწყისში, ყოველდღე 5მგ დოზით, მენსტრუალური ციკლის პერიოდში ქალების უმრავლესობაში (მიომის მქონე პაციენტების ჩათვლით) მთავრდება მენსტრუაცია, ხოლო შემდეიგ არ იწყება მკურნალობის შეწყვეტამდე. როდესაც პრეპარატის მიღება წყდება, მენსტრუალური ციკლის განახლება ჩვეულებრივ ხდება 4 კვირის განმავლობაში. ენდომეტრიუმზე პირდაპირი მოქმედება იწვევს ამ პრეპარატების კლასისთვის სპეციფიკურ ცვლილებებს, რაც  დაკავშირებულია პროგესტერონის რეცეპტორების მოდულატორებთან (Progesterone Receptor Modulator Associated Endometrial Changes (PAEC)). როგორც წესი ჰისტოლოგიური ცვლილებები წარმოდგენილია არააქტიური და სუსტად პროლიფერირებადი ეპითელიუმით, რასაც ახლავს სტრომის და ეპითელის ზრდის ასიმეტრიულობა, გამოხატული, ჯირკვლების კისტოზური გაფართოებით ეპითელზე შერეული ესტროგენური (მიტოზური) და პროგესტინური (სეკრეტორული) გავლენით. ამგვარი ცვლილებები აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 60%-ში, რომლებიც ულიპრისტალის აცეტატს იღებდნენ 3 თვის განმავლობაში. ეს მოვლენები შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ისინი არ უნდა აღიქმებოდეს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიად.

რეპროდუქციული ასაკის პაციენტების დაახლოებით 5%-ში, რომლებსაც აღენიშნებათ მენსტრუალური სისხლდენის მძიმე ფორმა, ენდომეტრიუმის სისქე 16მმ-ზე მეტია. 10-15% პაციენტებში, რომლებიც იღებენ ულიპრისტალის აცეტატს, ენდომეტირუმი შეიძლება გასქელდეს (>16მმ) მკურნალობის პერიოდში. ეს გასქელება ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ და მენსტრუალური სისხლდენის განახლების შემდეგ. თუ ენდომეტრიუმის გასქელება ნარჩუნდება 3 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობის დასრულების და მენსტრუაციის განახლების შემდეგ, უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევა სხვა დაავადებების გამორიცხვის მიზნით.

ლეიომიომა
ულიპრისტალის აცეტატი პირდაპირ გავლენას ახდენს ლეიომიომაზე, თრგუნავს უჯრედების პროლიფერაციას და აინდუცირებს აპოპტოზს, რაც იწვევს მათი ზომის შემცირებას.
ჰიპოფიზი
ულიპრისტალის აცეტატის ყოველდღიური მიღებისას 5მგ დოზით, ნაწილბორივ ქვეითდება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) დონე, თუმცა პაციენტების უმრავლესობაში შრატში ესტრადიოლის დონე ნარჩუნდება საშუალო ფოლიკულური ფაზის დონეზე და შეესაბამება ამ მაჩვენებელს პლაცებოს ჯგუფში. ულიპრისტალის აცეტატი არ მოქმედებს თიროქსინის არადამაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაციაზე, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) და პროლაქტინის კონცენტრაციაზე მკურნალობის 3 თვის განმავლობაში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ულიპრისტალის აცეტატის ფიქსირებული დოზების ეფექტურობა 5მგ და 10მგ დოზებით დღეში ერთხელ, შეფასდა ორ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა 13 კვირიან III ფაზის კვლევაში, რომლებშიც ჩართული იყვნენ პაციენტები მძიმე მოცულობითი მენსტრუალური სისხლდენით, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს ლეიომიომასთან. 1 კვლევა იყო ორმაგად ბრმა და პლაცებო-კონტროლირებადი. მასში ჩართული იყო ანემიის მქონე პაციენტები (Hb<10,2გ/დლ), რომლებიც საკვლევ პრეპარატთან ერთად დამატებით, შიგნით, იღებდნენ პრეპარატეებს, რომელბიც შეიცავდა 80მგ რკინას. 2 კვლევაში ჩატარდა შედარება ლეიპრორელინთან, რომელიც შეყავდათ 3,75მგ დოზით თვეში ერთხელ კუნთში (აქტიური კონტროლი). 2 კვლევაში გამოიყენებოდა “ორმაგი შენიღბვის” მეთოდი (კონტროლი ორი პლაცებოს საშუალებით) და ბრმა მეთოდის მხარდაჭერით. ორივე კვლევაში მენსტრუალური სისხლდენის მოცულობა ფასდებოდა სისხლის დანაკარგის გრაფიკული შკალით (Pictorial Bleeding Assessment Chart (PBAC)). ბალების შეფასება>100 მენსტრუაციის პრიველი 8 დღის განმავლობაში ითვლება მომატებული მენსტრუალური სისხლის დანაკარგის ნიშნად. 1 კვლევაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები აღინიშნებოდა მენსტრუალური სისხლდენის მაჩვენებლებში ულიპრისტალის აცეტატის სასარგებლოდ პლაცებოსთან შედარებით (იხ.ცხრილი), რაც უზრუნველყოფს ანემიის უფრო სწრაფ და ეფექტურ კორექციას რკინის პრეპარატების მონოთერაპიასთან შედარებით. ანალოგიურად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ულიპრისტალის აცეტატს, აღინიშნებოდა მიომის ზომის უფრო გამოხატული შემცირება, რაც დამტკიცებულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ). 2 კვლევაში მენსტრუალური სისხლდენის შემცირება შედარებადი იყო პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ულიპრისტალის აცეტატს და გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის აგონისტებს (ლეიპროლენინი). პაციენტების უმრავლესობაში, რომლებიც იღებდნენ ულიპრისტალის აცეტატს, სისხლდენა წყდებოდა მკურნალობის პირველი ერთი კვირის განმავლობაში.
სამი ყველაზე დიდი მიომის ზომა შეფასდა ულტრაბგერითი გამოკვლევით მკურნალობსი კურსის ბოლოს (13 კვირა) და შემდგომი დაკვირვების 25 კვირის განმავლობაში (მკურნალობის გარეშე) პაციენტებში, რომლებსაც არ ჩატარებიათ ჰისტერექტომია ან მიომექტომია. მიომის ზომების შემცირება ნარჩუნდებოდა შემდგომი დაკვირვების პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ულიპრისტალის აცეტატს. თუმცა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლეიპრორელინს, აღინიშნებოდა მიომის ზომების მცირე აღდგენა.

ცხრილი: ეფექტურობის III ფაზის კვლევის პირველადი და მეორადი შეფასების შედეგები.

კვლევა 1 kvleva 2
პარამეტრები პლაცებო

N=48

ულიპრისტალის აცეტატი 5მგ/დღეში

N=95

ულიპრისტალის აცეტატი 10მგ/დღეში

N=94

ლეიპრორელინი 3,75მგ/თვეში

N=93

ულიპრისტალის აცეტატი 5მგ/დღეში

N=93

ულიპრისტალის აცეტატი 10მგ/დღეში

N=95

მენსტრუალური სისხლდენა

 

PBACმედიანა მკურნალობის დასაწყისში

 

ცვლილებების მედიანა 13 კვირაზე

 

 

 

 

376

 

 

 

 

-59

 

 

 

 

386

 

 

 

 

-329

 

 

 

 

330

 

 

 

 

-326

 

 

 

 

297

 

 

 

 

-274

 

 

 

 

 

286

 

 

 

-268

 

 

 

 

 

271

 

 

 

-268

ანემიის მქონე პაციენტები 13 კვირაზე 3

(6,2%)

69

(73,4%)1

76

(81,7%)1

74

(80,4%)1

70

(75,3%)

85

(89,5%)

პაციენტები, რომლებშიც მოხდა მენსტრუალური სისხლდენის ნორმალიზება(PBAC<75) 13 კვირას 9

(18,8%)

86

(91,5%)1

86

92,5%)1

 

82

(89,1%)

84

(90,3%)

93

(97,9%)

მიომის მოცულობის ცვლილების მედიანაგამოკვლევის დაწყეიდან 13 კვირამდე* +3.0% -21.2%3 -12.3%4 -53,5% -35,6% -42.1%

ა) 1 კვლევაში მიომის საერთო მოცულობის ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით შეფასდა მრტ მეთოდით. 2 კვლევაში სამი ყველაზე დიდი მიომის ზომა განისაზღვრა ულტრაბგერის საშუალებით. მსხვილი შრიფტით მითითებული მნიშვნელობა მიუთითებს მნიშვნელოვან განსხვავებაზე ულიპრისტალისა აცეტატთან და კონტროლთან შედარებით. ყევლა აღნიშნული მნიშვნელობა მიუთითებდა ულიპრისტალის აცეტატის სასარგებლოდ.

მნიშვნელობა P:1<0.001,2=0.037, 3=<0.002, 4=<0.006.
ფიბრომიომის მქონე 131 პაციენტი ქალის (რომელებიც ღებულობდნენ გ ულიპრისტალის აცეტატის დოზით 10მგ თერაპიის 2 კურსს, 3 თვიანი ხანგრძლივობით) III ფაზის კვლევის ჩარჩოებში, პირველი კურსის ბოლოს ამენორეა მიღწეული იყო მონაწილეთა 79,5%-ში. თერაპიის მეორე კურსის ფონზე მიღებულია მსგავსი შედეგები (პაციენტების 88,5%). ლეიომიომის მოცულობის შემცირება (საშუალო [მედიანა] დინამიკის მაჩვენებელი – სკრინინგთან მიმართებაში), დარეგისტრირებული, თერაპიის პირველი კურსის დროს (41,9% [-49,9%]) ნარჩუნდებოდა მეორე კურსის დროსაც (43,7 [-63,2%]). 1 და 2 კვლევების შედეგების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ 5მგ დოზის ეფექტურობა მიღებული პირველი კურსის დროს, შენარჩუნდება მეორე კურსის მიმდინარეობის დროსაც, 10მგ დოზის ანალოგიურად.
პაციენტების შეზღუდული რაოდენობის (99 პაციენტი) მიუხედავად, რომლებიც ასრულებენ თერაპიის ოთხ 3-თვიან კურსს, მიღებული უსაფრთხოების მონაცემები საკმარისია პრეოპერაციულ პერიოდში ერთი დამატებითი 3-თვიანი კურსის საფუძვლის გასამყარებლად.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
ერთჯერადი შიგნით მიღების შემდეგ 5მგ ან 10მგ დოზით ულიპრისტალის აცეტატი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) მიიღწევა დაახლოებით 1 საათში 23,5±14.2ნგ/მლ და 50,0±34,4ნგ/მლ. “კონცენტრაცია-დროის” მრუდი (AUC0-∞) შეადგენს 61,3±31,7 და 134,0±83,8 ნგ.სთ/მლ-ს. ულიპრისტალის აცეტატი სწრაფად ტრანსოფირმირდება ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად, ამასთან მიღებიდან 1 საათში Cmax შეადგენს 9,0±4,4ნგ/მლ-ს და 20,6±10,9ნგ/მლ-ს, AUC0-∞ შეადგენს 26,0±12,0 და 63,6±30,1ნგ.სთ/მლ-ს. ულიპრისტალის აცეტატის 30მგ მიღებისას საუზმესთან ერთად, რომელიც შეიცავს დიდი რაოდნეობით ცხიმებს აღინიშნება საშუალო Cmax  დაქვეითება დაახლოებით 45%-ით, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის გაზრდა (Tmax) (მედიანა 0,75 საათიდან 3 საათამდე). და AUC0-∞ 25%-ით ზრდა უზმოდ მიღებასთან შედარებით. ამგვარი შედეგებია მიღებული აქტიური მონო-N-დემეთილირებული მეტაბოლიტისთვის. საკვების ამგვარი კინეტიკური ეფექტი არ განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ულიპრისტალის აცეტატის ტაბლეტების ყოველდღიური მიღებისას.

განაწილება
ულიპრისტალის აცეტატი მაღალი ხარისხით (>98%) უკავშირდება პლაზმის ცილებს, ალბუმინის, α-1-მჟავა გლიკოპროტეინის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ჩათვლით.
ულიპრისტალის აცეტატი და მისი აქტიური მონო-N-დემეთილირებული მეტაბოლიტი აღწევენ ლაქტატში; ულიპრისტალის აცეტატისთვის საშუალო შეფარდება AUСტ ლაქტატი/პლაზმისთვის შეადგენს 0,74=/- 0,32.
მეტაბოლიზმი
ულიპრისტალსი აცეტატი სწრაფად გარდაიქმნება მონო-N-დემეთილირებულად და შემდეგ დი-N-დემეთილირებულ მეტაბოლიტად. ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ ეს პროცესი ხდება ციტოქრომ P450 სისტემაში იზოფერმენტ 3A4 (CYP3A4) მონაწილეობით. იქიდან გამომდინარე, რომ ულიპრისტალის აცეტატი განკუთვნილია ციტოქრომ P450-ით, მოსალოდნელია ღვიძლის უკმარისობის გავლენა ულიპრისტალის აცეტატის გამოყოფაზე, რაც იწვევს მისი მოქმედების გაძლიერებას.
გამოყოფა
გამოყოფის ძირითადი გზა – განავლით, ნივთირების 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით. ულიპრისტალის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი 5მგ ან 10მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 38 საათს, საშუალო კლირენსი დაახლოებით 100ლ/სთ. ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით ულიპრისტალის აცეტატი და მისი აქტიური მეტაბოლიტები არ აინჰიბირებს CYP1A2, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, 3A4, და არ აინდუცირებს იზოფერმენტ CYP1A2-ს. ამგვარად ულიპრისტალის აცეტატის გამოყენება გავლენას არ უნდა ახდენდეს სამკურნალწამლო პრეპარატების კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდება მოცემული იზოფერმენტების მონაწილეობით.

ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ ულიპრისტალის აცეტატი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს (ABCB1).
მიღების ჩვენება
ულიპრისტალის აცეტატი ნაჩვენებია საშვილოსნოს მიომის ზომიერი და მძიმე სიმპტომების ოპერაციამდელი მკურნალობისთვის რეპროდუქციული ასაკის მოზრდილ ქალებში.
უკუჩვენება
-ჰიპერმგრძნობელობა ულიპრისტალის აცეტატის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთირების მიმართ;
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
-საშოდან გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დაკავშირებული არ არის საშვილოსნოს მიომასთან;
-საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების ან სარძევე ძუძუს კიბო;
სიფრთხილით: თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ბრონქული ასთმა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობა
ულიპრისტალის აცეტატი ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.
ორსულ ქალებში ულიპრისტალის აცეტატის გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.

იმის მიუხედავად, რომ ცხოველების გამოკვლევისას ტერაგოტენური პოტენციალი გამოვლენილი არ არის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის მონაცემები არასაკმარისია.

ლაქტაციის პერიოდი
ცხოველებზე კვლევებში ნაჩვენებია, რომ ულიპრისტალის აცეტატი გამოიყოფა რძით. ულირპისტალის აცეტატი გამოიყოფა ადამიანის ლაქტატში. პრეპარატის ზემოქმედება ახალშობილზე/ადრეული ასაკის ბავშვზე შესწავლილი არ არის. არ შეიძლება ახალშობილის/ადრეული ასაკის ბავშვის რისკის გამორიცხვა.  ძუძუთი კვების პერიოდში. ულიპრისტალის აცეტატი უკუნაჩვენებია.
გამოყენების მეთოდი და დოზები
შიგნით, ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. დასაშვებია 3-თვიანი თერაპიის კურსის ერხელ გამეორება. თერაპიის განმეორებითი კურსი უნდა დაიწყოს პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, მეორე მენსტრუალური ციკლის დროს, რაც შეიძლება სწრაფად.
მკურნალობა უნდა დაიწყონ მენსტრუალური ციკლის პირველი კვირის განმავლობაში.

თერაპიის ხანგრძლივი კურსების უსაფრთხოების მონაცემები არ არსებობს; ამიტომ მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 3-თვიანი ხანგრძლივობის ორ კურსს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში ულიპრისტალის აცეტატის ტაბლეტი უნდა მიიღონ რაც შეიძლება სწრაფად. თუ მიღება გამოტოვებულია 12 საათზე დიდი ხნის პერიოდით, გამოტოვებული დოზია არმიიღება, მკურნალობა უნდა განაახლონ ჩვეული სქემით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ულიპრისტალის აცეტატი რეკომენდებული არ არის პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით თუ არ არსებობს მუდმივი დაკვირვების შესაძლებლობა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. ულიპრისტალის აცეტატი რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის ზომიერი ან მძიმე ღვიძლის უკმარისობით თუ არ არსებობს მუდმივი დაკვირვების შესაძლებლობა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
ბავშვები
ულიპრისტალის აცეტატის გამოყენება შესაბამისი ჩვენებით ბავშვებში გათვალისწინებული არ არის. ულიპრისტალის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილია მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის.
გვერდითი მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა
ულიპრისტალის აცეტატის უსაფრთხოება შეფასდა 602 ქალში, რომლებსაც აღენიშნებოდათ საშვილოსნოს მიომა და იღებდენ ულიპრისტალის აცეტატს 5მგ და 10მგ დოზით III ფაზის კვლევაში. კლინიკურ კვლევებში მეტ-ნაკლებად ხშირ მოვლენას წარმოადგენდა ამენორეა (82,2%), რაც ითვლება სასურველ გამოსავლად.

მეტ-ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენა იყო ალების გაჩენა. გვეერდითი რეაქციების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან ზომიერი (94,9%), არ საჭიროებდა პრეპარატის მიღების შეწყვეტას, (99,5%) და ქრებოდა დამოუკიდებლად.
თერაპიის ორი კურსის (შესვენებით) უსაფრთხოება (თითოეული კურსის ხანგრძლივობა  – არა უმეტეს 3 თვე) ფასდებოდა ფიბრომიომების მქონე 131 ქალში; პაციენტები ღებულობდნენ ულიპრისტალის აცეტატს დოზით 10მგ III ფაზის კვლევის ჩარცოებში. მიღებულია უსაფრთხოების პროფილი, რომელიც არის ერთჯერადი თერაპიის კურსის მაჩვენებლების ანალოგიური.
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი
III ფაზის ორ კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ საშვილოსნოს მიომა გამოიყენებოდა პრეპარატი 3 თვის განმავლობაში, აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები. არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემის კლასის და MedDRA კლასიფიკაციით და განვითარების სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-<1/10), არახშირი (≥1/1000-<1/100); იშვიათი (≥1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით).
ყოველი სიხშირის ჯგუფის ფარგლებში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სერიოზულობის მიხედვით.
ფსიქიკის დარღვევები
არახშირი: მოუსვენრობა, ემოციური დარღვევები;
არახშირი: შფოთვა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავის ტკივილი* (*-იხ. პარაგრაფი “ცალკეული გვერდითი ეფექტების შეფასება”);
არახშირი: თავბრუსხვევა
დარღვევები სმენის და წონასწორობის ორგანოების მხრივ:
ხშირი: ვერტიგო.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, შუასაყრის და გულმკერდის ორგანოების მხრივ:
არახშირი: ცხვირიდან სისხლდენა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი:მუცლის ტკივილი, გულისრევა.

არახშირი: დისპეფსია, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, შეკრულობა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ხშირი: აკნე, მომატებული ოფლიანობა;
არახშირი: ალოპეცია, კანის სიმშრალე.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ხშირი: ტკივილი ძვლებში და კუნთებში;
არახშირი: ზურგის ტკივილი.
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:
არახშირი: შარდის შეუკავებლობა.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ:
ძალიან ხშირი: ამენორეა, ენდომეტრიუმის გასქელება*;
ხშირი: საშვილოსნოდან სისხლდენა*, ალები*, ტკივილი მენჯის არეში, საკვერცხის კისტა*, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა/მტკივნეულობა*;
არახშირი: მეტრორაგია, საკვერცხის კისტის გასკდომა, საშოდან გამონადენი, სარძევე ჯირკვლების გადიდება და უსიამოვნო შეგრძნება.
საერთო დარღვევები
ხშირი:შეშუპება, მომატებული დაღლილობა;
არახშირი: ასთენია.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება:
ხშირი:სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება;
არახშირი: სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება, სხეულის მასის მომატება.

ცალეკული გვერდით ეფექტების აღწერა
ენდომეტრიუმის გასქელება
ულიპრისტალის აცეატატის მიმღები პაციენტების 10-15%-ში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ენდომეტიუმის გასქელებას (<16მმ მკურნალობის დასრულების მომენტში, ულტრაბგერითი გამოკვლევის ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემებით). ეს მოვლენა შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის და მენსტრუალური ციკლის განახლების შემდეგ.
ამის გარდა, ენდომეტრიუმში შექცევადი ცვლილებები, აღნიშნული, როგორც PAEC, განსხვავდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისგან. ჰისტერექტომიის ან ენდომეტრიუმის ბიოფსიის დროს, ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისას,  პათომორფოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ პაციენტი ღებულობს ულიპრისტალის აცეტატს.
ალები
ალები აღინიშნა პაციენტების 9,8%-ში მაგრამ მათი სიხშირე ვარირებდა სხვადასხხვა კვლევებში. აქტიური კონტროლის გამოყენებით ჩატარებულ კვლევაში მათი სიხშირე შეადგენდა 24%-ს (10,5% ზომიერი ან მძიმე) ულიპრისტალის აცეტატის ჯგუფში და 60,4% (39,6% ზომიერი ან მძიმე) ლეიპრორელინის ჯგუფში. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში ალების სიხშირე შეადგენდა 1%-ს ულიპრისტალის აცეტატისთვის და 0%-ს პლაცებოსთვის. III ფაზის ღია კვლევის ჩარჩოებში მოვლენის სიხშირემ ულიპრისტალის აცეტატის გამოყენების ფონზე შეადგინა 4,3%.
თავის ტკივილი
მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის თავის ტკივილი აღინიშნა პაციენტების 6,4%-ში.
საკვერცხის კისტა
პაციენტების 1,5%-ში მკურნალობის პერიოდში აღმოჩენილია საკვერცხეების ფუნქციური კისტები, რომლებიც სპონტანურად გაქრა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

საშვილოსნოდან სისხლდენა
პაციენტები საშვილოსნოდან მძიმე სისხლდენით, რაც განპირობებულია საშვილოსნოს ლეიომიომით, იმყოფებიან მომატებული სისხლის დანაკარგის ჯგუფში, რამაც შეიძლება მოითხოვოს ქირურგიული ჩარევა. იყო რამდენიმე ამგვარი შემთხვევა, როგორც თერაპიის დროს, ისე 2-3 თვის შემდეგ ულიპრისტალის აცეტატით მკურნალობის დასრულების შემდეგ.
ჭარბი დოზირება
ულიპრისტალის აცეტატით ჭარბი დოზირების მონაცემები შეზღუდულია.

ერთჯეარდი დოზები 200მგ-მდე და ყოველდღიური დოზები 50მგ-მდე 10 დღის განმავლობაში ინიშნებოდა მოხალისეთა შეზღუდულ რაოდენობაში, ამასთან აღნიშნული არ არის მძიმე ან სერიოზული არასასურველი რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ულიპრისტალის აცეტატის მოქმედებაზე:
ჰორმონული კონტრაცეპტივები:
ულიპრისტალის აცეტატს აქვს სტეროიდული სტრუქტურა და მოქმედებს როგორც პროგესტინური რეცეპტორების სელექციური მოდულატორი, მაინჰიბირებელი ეფექტით პროგესტინურ რეცეპტორებზე. ამგვარად, ჰორმონული კონტრაცეპტივები და პროგესტაგენები შეიძლება აქვეითებდნენ ულიპრისტალის აცეტატის ეფექტს პროგესტინურ რეცეპტორებზე კონკურენტული ურთიერთქმედების გამო. ამიტომ რეკომენდებული არა რის პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება.

CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები:
იზოფერმენტ CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორების მიღების შემდეგ ერითრომიცინის პროპიონატი (500მგ 2-ჯერ დღეში 9 დღის განმავლობაში) ჯანმრთელ ქალ მოხალისეებში ულიპრისტალის აცეტატის  Cmax და AUC  იზრდება 1,2 და 2,9ჯერ. AUC მნიშვნელობა იზრდებოდა 1,5-ჯერ, მაშინ როდესაც აქტიური მეტაბოლიტის ჩმახ მცირდებოდა (0,52ჯერ). CYP3A4–ის ძლიერი ინჰიბიტორის, კეტოკონაზოლის (400მგ დღეში 1-ჯერ, 7 დღე) მიღების ფონზე ჯანმრთელ-მოხალისე ქალებში აღინიშნებოდა ულიპრისტალის Cmax და AUC მაჩვენებლების ზრდა 2 და 5,9-ჯერ შესაბამისად. აღინიშნებოდა ულიპრისტალის აცეტატის აქტიური მეტაბოლიტის AUC-ს მაჩვენებლის ზრდა 2,4-ჯერ, მისი Cmax-ის შემცირების ()0,53 მოკლე დინამიკა) დროს. ულიპრისტალის აცეტატის დოზის კორექცია პაციენტებში, რომლებიც იღებენ იზოფერმენტ CYP3A4 სუსტ ინჰიბიტორებს, საჭირო არ არის. ულიპრისტალის აცეტატთან ერთად იზოფერმენტ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები:
CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის, რიფამპიცინის მიღების ფონზე (300მგ დღეში 2-ჯერ, 9 დღე) ჯანმრთელ-მოხალისე ქალებში აღინიშნებოდა ულიპრისტალის აცეტატის და მისი აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC მაჩვენებლების გამოხატული შემცირება 90%-ზე მეტად, ულიპრისტალის აცეტატის ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირებით 2,2-ჯერ, რაც შეესაბამება ულიპრისტალის აცეტატის ექსპოზიციის დაახლოებით 10-ჯერ შემცირებას. ულიპრისტალის აცეტატის და CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების (მაგალითად, რიფაბუტინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, კრაზანა, ეფავირენზი, ნევირაპინი, რიტონავირი – ხანგრძლივად მიღების ფონზე) ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის.
კუჭის წვენის PH-ზე მოქმედი პრეპარატები
ულიპრისტალის აცეტატის გამოყენება (10მგ/დღეში) პროტონული ტუმბოს ინიჰიბიტორ ეზომეპრაზოლთან ერთად (20მგ დღეში ერთხელ 6 დღის განმავლობაში). იწვევს საშუალო Cmax დაქვეითებას 65%-ით, Tmax გახანგრძლივებას (მედიანა 0,75 საათი-1 საათამდე) და საშუალო Cmax მომატებას 13%-ით. სამკურნალო პრეპარატების ამგვარი მოქმედება, რომლებიც ზრდის კუჭის წვენის PH-ს, არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად ულიპრისტალის აცეტატის ტაბლეტების მიღებისას.
ულიპრისტალის აცეტატის შესაძლო გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე:
ჰორმონული კონტრაცეპტივები:
ულიპრისტალის აცეტატი შეიძლება ხელს უშლიდეს ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედებას (მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი ტაბლეტები, პროგესტაგენ-რილიზინგ სისტემა ან კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები) და პროგესტაგენის პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც გამოიყენება სხვა ჩვენებით.  ამიტომ პროგესტაგენის შემცველი სხვა პრეპარატების თანმხლები მიღება რეკომენდებული არ არის. პროგესტაგენის შემცველი პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ 12 დღის განმავლობაში ულიპრისტალის აცეტატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
P-გლიკოპროტეინის სუბსტრატები:
ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ ულიპრისტალის აცეტატის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედელში შეწოვისას შეიძლება წარმოადგენდეს P-გლიკოპროტეინის (P-გპ).
ულიპრისტალის აცეტატის და P-გპ სუბსტრატის ერთდროული გამოყენება შესწავლილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება ურთიერთქმედების გამორიცხვა. ინ ვივო მონაცემები მიუთითებს იმის შესახებ, რომ ულიპრისტალის აცეტატი (10მგ ტაბლეტი ერთჯერადად) მიღებული P-გპ სუბსტრატის – ფექსოფენადინის მიღებამდე 1,5 საატოთ ადრე არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან მოქმედებას ფექსოფენადინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამგვარად, რეკომენდებულია, დავიცვათ როგორც მინიმუმ 1,5 საათიანი ინტერვალი ულიპრისტალის აცეტატის და P-გპ სუბსტრატების (მაგალითად დაბიგატრანის ეტაქსილატი, დიგოქსინი, ფექსოფენადინი) გამოყენებებს შორის.
განსაკუთრებული მითითებები
ულიპრისტალის აცეტატი ინიშნება მხოლოდ ინტენსიური გამოკვლევის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა.

კონტრაცეფცია
მოსალოდნელი არასასურველი ურთიერთქმედების გამო მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი პრეპარატების, პროგესტაგენ რილიზინგ სისტემის კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების თანმხნლები გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუმცა ქალების უმრავლესობაში, რომლებიც იღებდნენ ულიპრისტალის აცეტატის თერაპიულ დოზებს აღინიშნა ანოვულაცია, რეკომენდებულია მკურნალობის დროს კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება.

თირკმლის უკმარისობა:
არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ თირკმლის უკმარისობა შეიძლება მნიშვნელოვნად მოქმედებდეს ულიპრისტალის აცეტატის გამოყოფაზე. ულიპრისტალის აცეტატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ინტენსიური დაკვირვების გარეშე თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

ღვიძლის უკმარისობა
ულიპრისტალის აცეტატის გამოყენების თერაპიული გამოცდილება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. მოსალონდელია, რომ ღვიძლის უკმარისობა შეიძლება მოქმედებდეს ულიპრისტალის გამოყოფაზე, რაც გამოიწვვევს პრეპარატის მოქმედების გაძლიერებას. ეს უმნიშვნელოა ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ულიპრისტალის აცეტატის დანიშნვნა  რეკომენდებული არ არის პაციენტებში ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით, როდესაც მუდმივი დაკვირვება შეუძლებელია.
თანმხლები თერაპია
რეკომენდებული არ არის ულიპრისტალის აცეტატის და CYP3A4 საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორების (მაგალითად, ერითრომიცინი, გრეიპფრუტის წვენი, ვერაპამილი), ან ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნეფაზოდინი, იტრაკონაზოლი, ტელიტრომიცინი, კლარიტრომიცინი) ერთდროული გამოყენება.
რეკომენდებული არ არის ულიპრისტალის აცეტატის და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბამმაზეპინი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, კრაზანა, ტფავირენზი, ნევირაპინი, რიტონავირი – ხანგრძლივი მიღების ფონზე) ერთდროული გამოყენება
ბრონქული ასთმა
რეკომენდებული არ არის გამოყენება ქალებში მძიმე ბრონქული ასთმით, რომელიც არ ექვემდებარება პერორალური კორტიკოსტეროიდებით კორექციას.

ენდომეტრიუმის ცვლილებები
ულიპრისტალის აცეტატი ახდენს სპეციფიკურ ფარმაკოდინამიკურ მოქმედებას ენდომეტრიუმზე. შეიძლება აღინიშნოს ენდომეტირიუმის გასქელება.  თუ ენდოემტრიუმის გასქელება ინახება მკურნალობის დასრულებიდან და მენსტრუაციის განახლებიდან 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვა დაავადებების გამორიცხვისთვის უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ულიპრისტალის აცეტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევებისას შეიძლება აღინიშნოს ენდომეტრიუმის შენების ცვლილებები. ამგვარი ცვლილებები შექცევადია მკურნალობის დასრულების შემდეგ. ეს ჰისტოლოგიური ცლვილებები აღინიშნება როგორც ენდომეტრიუმის ცვლილებები, დაკავშირებული პროგესტერონის რეცეპტორების მოდულატორთან (PAEC) და ისინი შეცდომით არ უნდა მიიღონ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიად.
რეკომენდებულია თერაპიის არა უმეტეს ორი კურსის ჩატარება. თითოეული კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 3 თვეს, რადგანაც ენდომეტრიუმზე არასასურველი ზემოქმედების რისკი ხანრგძლივი თერაპიის ფონზე უცნობია.
სისხლდენა
პაციენტებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ულიპრისტალის აცეტატით მკურნალობა იწვევს მენსტრუალური სისხლის დანაკარგის შემცირებას ან ამენორეას პირელი 10 დღის განმავლობაში. ზომაზე დიდი სისხლდენის შენარჩუნებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. როგორც წესი მენსტრუალური სისხლდენის განახლება ხდება მკურნალობის კურსის დასრულებიდან 4 კვირის განმავლობაში.
ფერტილობა
ქალების უმრავლესობაში, რომლებიც ულიპრისტალის აცეტატს იღებენ თერაპიული დოზებით, აღინიშნა ანოვულაცია. თუმცა ფერტილობა ულიპრისტალის აცეტატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესწავლილი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ულიპრისტალის აცეტატი შეიძლება მინიმალური გავლენას ახდენდეს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან ულიპრისტალის აცეტატის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი თავბრუსხვევა.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 15-30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
5მგ ტაბლეტი №28
14 ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ-ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი კომპანია:
GEDEON RICHTER Plc. უნგრეთი

გაფრთხილება