ესცინი – AESCIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დამახასიათებელია გამოხატული კაპილარპროტექტორული აქტივობა და ანტიექსუდაციური მოქმედება.
ჩვენებები
პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი და ვენების ქრონიკული უკმარისობის სიმპტომები (შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვა, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი ქვედა კიდურებში), ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული ცვლილებები;
პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპება რბილ ქსოვილებში (მათ შორის – თავის ტვინში).
დოზირების რეჟიმი
– ზრდასრულებისათვის ვენაში 5-10 მგ დღეღამეში;
– ბავშვებისათვის 3 წლის ასაკამდე 100 მკგ/კგ/დღეღამეში;
– 3 წლიდან 10-წლამდე 200 მკგ/კგ/დღეღამეში.
შიგნით მისაღები დოზა დამოკიდებულია წამლის ფორმაზე და ინდივიდუალურად დგინდება.
გარეგანი გამოყენების შემთხვევაში ფრთხილად შეზელვაა საჭირო დაზიანების კერებში რამდენიმეჯერ დღეღამეში.
გვერდითი მოვლენები
♦ ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება;
♦ ანგიონევროზული შეშუპება;
♦ იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.
უკუჩვენებები
* მკვეთრი გადახრები თირკმლის ფუნქციებში;
* ჭარბი მგრძნობელობა ესცინისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
ვენაში შეყვანის დროს გამხსნელის დოზა უნდა გაორმაგდეს თუ ავადმყოფი მიდრეკილია თრომბოზებისადმი და აგრეთვე, ორსულობის საწინააღმდეგო პრეპარატების (კონტრაცეპტივები) მიღების შემთხვევაშიც.

გაფრთხილება