ეუბიოფლორ 1 (ნატუროპათი) / EUBIOFLOR 1 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
კომპლექსური პრეპარატია, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის ნაწლავური დისბაქტერიოზის სამკურნალოდ გამოიყენება, ყველა იმ პათოლოგიის დროს, რომლებიც ნაწლავის ბიოცენოზის დარღვევით მიმდინარეობს. თავისი შემადგენლობის წყალობით, ეუბიოფლორი უზრუნველყოფს ნაწლავის ეფექტურ დრენაჟს, ამასთან ხელს უწყობს  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების მუშაობას,  განაპირობებს იმუნურ სტიმულაციას და ნაწლავში ლპობით  პროცესებს ეწინააღმდეგება, რასაც, იმავდროულად, მსხვილ ნაწლავში ეუბიოზური ფლორის შემდგომი კოლონიზაციის შექმნის პირობებს ქმნის.
შემადგენლობა
Uncaria tormentosa D4, Vaccinium myrtillus D4, Althaea off. D4, Carduus marianus D4, Taraxacum D4, Tecoma D4, Bacterium coli D6/D12/D30, Bacterium proteus D6/D12/D30, Candida albicans D6/D12/
D30, Siberamalgam D6/D12/D30/D200, Indolum D6/D12/D30, Scatolum D6/D12/D30, Okoubaka D6, Colon suis D6/D12/D30, Pancreas sius D12, Hepar suis D12, Vesica fellea sius D6, Nux vomica D6, Carbo vegetabilis D6, Veratrum D6, Aethusa Cynapium D6. Seicavs spirts (30%).
ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, ღვიძლის, სანაღვლე გზების, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები. ნაწლავთა დისბიოზის მკურნალობა. დისბიოზის პროფილაქტიკა ანტიბიოტიკოთერაპიის დროს და მისი ჩატარების შემდეგ.

დოზირება
10 წვეთი სამჯერ დღეში, ორი თვის განმავლობაში, ეუბიოტიკებთან ერთად.
შენიშვნა: რ შეიძლება იმ საკვების მიღება, რომლის მიმართაც აღინიშნება აუტანლობა. საკვები რაციონიდან უნდა იქნეს გამორიცხული ძროხის რძე და ძროხის რძის პროდუქტები, ღორის ხორცი, თეთრი შაქარი.
Eubioflor-ის მიღების შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს Eubioflor 2-ის დახმარებით და ეუბიოტიკების შემდგომი მიღებით.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება