ეფექტი ჩაი / EPHACT TEA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პარაცეტამოლი, ფენილეფრინი, ქლორფენამინი, ასკორბინის მჟავა/ paracetamol, phenylephrine, chlorpheniramine, ascorbic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაცეტამოლი კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან ათქკოდი: N02BE51.
შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს: პარაცეტამოლს – 650 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს – 10 მგ, ქლორფენამინის მალეატს – 20 მგ, ასკორბინის მჟავას – 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ლიმონის არომატიზატორი, Orange pekoe ჩაის ექსტრაქტი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღია ყავისფერი ფხვნილი სპეციფიკური სუნით;
ფარმაკოლოგიური თვისებები
ეფექტი ჩაი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს.
პარაცეტამოლი ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პარაცეტამოლი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში. ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაციებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნეტრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება a1-ადრენომიმეტურ საშუალებებს. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება. ზედა სასუნთქი გზების (ცხვირის ღრუ, დანამატი წიაღები, ხახა) ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და შეშუპების შემცირების გზით, იგი ამცირებს რინორეას, ცემინებას, ცრემლდენას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას, რომელიც გამოწვეულია გრიპით, გაციებითა და ალერგიული დაავადებებით. ამას გარდა, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი აბლოკირებს ჰისტამინისა და სეროტონინის გამოთავისუფლებას, ახდენს ბრონქოლიზურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს გაციების სიმპტომების შემცირებას.
ქლორფენამინის მალეატი H1-ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორია. ის ამცირებს ვაზოდილატაციას, კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის ბრონქოსპაზმის განვითარებას და გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება.
ასკორბინის მჟავა გაციებისა და გრიპის დროს, განსაკუთრებით საწყის სტადიაზე, აღადგენს ორგანიზმის მომატებულ მოთხოვნილებას ჩ ვიტამინის მიმართ და ზრდის იმუნიტეტს.
ფარმაკოკინეტიკა
მონაცემები წარმოდგენილი არ არის.
ჩვენებები
ეფექტი ჩაი გამოიყენება მწვავე რესპირატორულ-ანთებითი ინფექციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ:
თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ციებ-ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო და ცემინება, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ცხვირის წიაღების არეში.
მიღების წესები და დოზები
ეფექტი ჩაი მიიღება პერორალურად. მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 6 პაკეტისა 24 სთ-ის განმავლობაში. 1 პაკეტის შემცველობა ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ადუღებული წყალი და კარგად მოურიეთ ფხვნილის გახსნამდე. ეფექტი ჩაის მიღების ხანგრძლივობა არის 5 დღე.
გვერდითი მოვლენები
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა (უძილობა), თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: უმნიშვნელო არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, შესაძლებელია, აღინიშნოს გაძლიერებული გულისცემა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება;
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი, ქავილი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი; სისხლის სისტემის დაავადებები; ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები; არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მძიმე ფორმები; ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები; შაქრიანი დიაბეტი; შაქრის შეწოვის მემკვიდრეობითი დარღვევა; ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
ეფექტი ჩაი მიიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით. თუ გრიპისა და გაციების სიმპტომები შენარჩუნებულია 5 დღიანი კურსის შემდეგ, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად ეფექტი ჩაის გამოყენებისას პაციენტები უნდა მოერიდონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში. არ შეიძლება პრეპარატით სარგებლობა დაზიანებული პაკეტიდან. სიფრთხილით მიიღება ეფექტი ჩაი ანტიდეპრესანტებთან, β-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში. ეფექტი ჩაის გამოყენება შეზღუდულია არტერიული ჰიპერტენზიის, გლაუკომის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, თირეოტოქსიკოზის დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, მძიმე შემთხვევებში – ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება; აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია. პარაცეტამოლით მოწამვლისას გამოიყენება სპეციფიკური ანტიდოტი – აცეტილცისტეინი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზიდის ჯგუფის ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან, პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებთან ეფექტი ჩაის ერთდროულად გამოყენებისას იზრდება შარდის შეკავების, ყაბზობის, პირის სიმშრალის განვითარების რისკი. პრეპარატის β-ადრენობლოკატორებთან კომბინაცია იწვევს ჰიპერტენზიულ ეფექტს. ეფექტი ჩაის საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არითმია. ეფექტი ჩაი აძლიერებეს მაო-ს ინჰიბიტორების, ეთანოლის, სედატიური პრეპარატების მოქმედებას, ხოლო დიურეტიკებთან კომბინაცია ამცირებს ამ უკანასკნელთა ეფექტს. ციმეტიდინთან ერთდროული მიღება აძლიერებს ეფექტი ჩაის ანალგეზიურ მოქმედებას. ეფექტი ჩაის ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან და სხვა მიკროსომური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი. პრეპარატის ჰალოტანთან კომბინაცია ზრდის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების საშიშროებას. ეფექტი ჩაის გლიკოკორტიკოსტეროიდებთან მიღებისას იქმნება გლაუკომის განვითარების რისკი.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
გამოშვების ფორმა: პაკეტი #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება