ვაგიფლორი / Vagiflor

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
1 სუპოზიტორია შეიცავს:
მეტრონიდაზოლი —————– 500 მგ
მიკონაზოლის ნიტრატი ——- 100 მგ
Lactobacillus acidophilus  ————– 50 მგ
მყარი ცხიმები ————————-1350 მგ
ჩვენებები
ვაგიფლორი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელიც აქტიურია Tricchomonas spp მიმართაც. ვაგიფლორი გამოიყენება კანდიდოზური ვაგინიტის, შერეული, გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობებით გამოწვეული, ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. Lactobacillus spp. იწვევს საშოს ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენას.
დოზირება და გამოყენების წესი
1 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში, უმჯობესია ღამე, ორი კვირის განმავლობაში.
• არ გამოიყენოთ ორალურად. მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მიკონაზოლის ნიტრატისა და ლაქტობაქტერიების ან სუპოზიტორიის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
– იშვიათად, ვაგინალური სუპოზიტორიის შეყვანისთანავე, პაციენტები ადგილობრივად აღნიშნავენ მსუბუქ წვას ან გაღიზიანებას.
– იშვიათად გამოვლენილ იქნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
– მიმართეთ ექიმს, თუ ოდესმე აღგენიშნებოდათ გვერდითი ეფექტები მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები
– მეტრონიდაზოლის ორალური მიღების პარალელურად ალკოჰოლის გამოყენებისას აღინიშნა დისულფირამის მსგავსი რეაქციები, ამიტომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი მეტრონიდაზოლით მკურნალობის პერიოდში.
– მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეზღუდულია რეზისტენტული მიკროორგანიზმების გამრავლებისა და აღნიშნული მიკრობებით სუპერინფექციის განვითარების საფრთხის არსებობის გამო.
ყურადღებით
– დასაშვებია მკურნალობის გაგრძელება მენსტრუაციის პერიოდშიც.
– არ ჩაიტაროთ ვაგინალური გამორეცხვა ექიმის მითითების გარეშე. ამ გზით შესაძლოა დაირღვეს ვაგინალური ბაქტერიების ბალანსი.
– კარგად შეიშრეთ საშოს მიდამო შხაპის, ბანაობის ან ცურვის შემდეგ. შეძლებისამებრ სწრაფად გამოიცვალეთ საცურაო კოსტუმი ან სველი სავარჯიშო ტანსაცმელი. სიმშრალე ხელს უშლის სოკოების გამრავლებას.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
– მეტრონიდაზოლი იწვევს ვარფარინისა და კუმარინის ტიპის სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტების გაძლიერებას, ვინაიდან ახანგრძლივებს პროთრომბინის დროს.
– პაციენტები, რომლებიც შედარებით მაღალი დოზით იღებენ ლითიუმს, მეტრონიდაზოლთან ერთდროული მიღება განაპირობებს ლითიუმის შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდას და ზოგჯერ, ლითიუმით ინტოქსიკაციის ნიშნების გამოვლენას.
– მეტრონიდაზოლი ზრდის ფენიტოინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და იწვევს ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის პროცესების დათრგუნვას.
– მიკონაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ორალური ანტიკოაგულანტების ეფექტის გაძლიერება (კუმარინი და ვარფარინი).
– ვაგიფლორით მკურნალობის დროს, უმჯობესია სხვა ვაგინალური საშუალებების ერთდროული გამოყენებისგან თავის შეკავება, ვინაიდან შეუძლებელია მედიკამენტოზური ურთიერთქმედების გამორიცხვა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
– ორსულებში გამოყენების აუცილებლობა მკაცრად უნდა იქნას შეფასებული.
– ვაგიფლორი ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ვაგიფლორი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში მიკონაზოლის ნიტრატის, მეტრონიდაზოლისა და ლაქტობაქტერიების დოზის გადაჭარბების შესახებ.
ვარგისობის ვადა
36 თვე წარმოების თარიღიდან.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

შეინახეთ მედიკამენტები ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10
5 სუპოზიტორია სტრიპში, 2 სტრიპი კოლოფში.
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: FULTON MEDICINALI S.P.A.  იტალია

გაფრთხილება