ვაზილიპი / Vasilip

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სიმვასტატინი/simvastatin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ათქ კოდი: C10AA01.

შემადგენლობა:
აპკით შემოგარსული ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებას -სიმვასტატინს, 40 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი  (E320), პრეჟელატინიზებული სახამებელი, ლიმონის მჟავა (E330), ასკორბინის მჟავა (E300), სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E572), ჰიპრომელოზა (E464), ტალკი (E553ბ), პროპილენგლიკოლი (E1520), ტიტანის დიოქსიდი (E171).

აღწერილობა
აპკით შემოგარსული ტაბლეტები, 40 მგ: მრგვალი, ორმხრივად ოდნავ ამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკით შემოგარსული ტაბლეტები, წაკვეთილი კიდეებით და ცალ მხარეზე ღარით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სიმვასტატინის – პრეპარატ ვაზილიპის აქტიური ნივთიერების – ძირითად ეფექტს სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) შემცველობის დაქვეითება წარმოადგენს. სიმვასტატინი 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A-ს (ჰმგ-კოA) რედუქტაზას – ჰმგ-კოA–ს მევალონის მჟავად გარდაქმნის (ქოლესტერინის სინთეზის ადრეული ეტაპი) კატალიზატორი ფერმენტის – ინჰიბიტორია. პრეპარატი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას. აგრეთვე, მცირდება ქოლესტერინის ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) შემცველობა, მაშინ, როცა ქოლესტერინის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ) შემცველობა ზომიერად მატულობს.
პრეპარატი ამცირებს საერთო ქოლესტერინის და დსლპ-ს შემცველობას ჰიპერქოლესტერინემიის ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ფორმების  და შერეული ჰიპერლიპიდემიის შემთხვევებში, როდესაც ქოლესტერინის მომატებული შემცველობა რისკის ფაქტორს წარმოადგენს, აგრეთვე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) დონეს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, რითაც ამ ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტის და ლეტალური შედეგის რისკს ამცირებს. სიმვასტანის ანტისკლეროზული ეფექტი  პრეპარატის სისხლძარღვების კედლებზე და სისხლის კომპონენტებზე ზემოქმედების შედეგს წარმოადგენს. პრეპარატი ცვლის მაკროფაგების მეტაბოლიზმს, მათი აქტივაციის დათრგუნვის გზით; აქვეითებს იზოპრენოიდების სინთეზს, რომლებიც სისხლძარღვების შიგნითა გარსის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციისას ზრდის ფაქტორებს წარმოადგენენ; სიმვასტატინის გავლენით უმჯობესდება სისხლძარღვების ენდოთელიუმ-დამოკიდებული გაფართოება.
თერაპიული ეფექტი 2 კვირის შემდეგ დგება, მაქსიმალური ეფექტი მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ აღინიშნება.
ფარმაკოკინეტიკა
სიმვასტატინი წარმოდგენილია არააქტიური ლაქტონური ფორმით, რომელიც შედარებით კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (61% – 85%). შინაგანი მიღების შემდეგ მაქსიმალური თერაპიული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1,3-1,4 საათის შემდეგ მიიღწევა და 12 საათის შემდეგ 90%-ით მცირდება. სისხლის პლაზმის ცილებთან დაკავშირება – 98%. საკვების თანმხლები მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. ხანგრძლივი მიღებისას, პრეპარატის ორგანიზმში კუმულაცია არ ხდება.
სიმვასტატინი მეტაბოლიზმს ღვიძლში განიცდის, ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტი გააჩნია (ძირითადად, თავის აქტიურ ფორმად – ბეტა-ჰიდროქსიმჟავად ჰიდროლიზდება). აქტიური მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი 1,9 საათს შეადგენს. ძირითადად, ნაწლავით გამოიყოფა (60%), მეტაბოლიტების სახით. დაახლოებით 10-15% არააქტიური ფორმით, თირკმელებით გამოიყოფა.
გამოყენების ჩვენებები
ჰიპერქოლესტერინემია
• პირველადი ჰიპერქოლესტერინემია ან შერეული ჰიპერლიპიდემია, დიეტის დამატების სახით და სხვა არამედიკამენტური ღონისძიებების არაეფექტურობის შემთხვევაში (ფიზიკური დატვირთვა და სხეულის მასის შემცირება).
• მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტის და ჰიპოლიპიდემიური თერაპიის (მაგალითად, დსლპ აფერეზი) დამატების სახით ან ამ ზომების არაეფექტურობისას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება პაციენტებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადებების კლინიკური გამოვლინებები ან შაქრიანი დიაბეტი აქვთ ქოლესტერინის ნორმალური ან მომატებული დონის ფონზე, ასევე, რისკის სხვა ფაქტორების კორექციისა და კარდიოპროტექტორული თერაპიის დამატებითი ღონისძიების სახით.
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა სიმვასტატინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
• ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან სისხლის შრატში “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტიობის გაურკვეველი გენეზისის მდგრადი მომატება;
• ორსულობა;
• ლაქტაციის პერიოდი;
• ციტოქრომ P4503A4 (CYP3A4) – ის ინჰიბიტორების ერთდროული მიღება: მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზების ინჰიბიტორები, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზოდონი.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შინაგანად, ერთჯერადად, საღამოს. სიმვასტატინის რეკომენდებული დოზა 5 – 80 მგ-ს შეადგენს. დოზის შეცვლა (შერჩევა), არანაკლებ, 4 კვირიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. მაქსიმალური დღეღამური დოზაა – 80 მგ. მაქსიმალური დღეღამური დოზა რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის.
ჰიპერქოლესტერინემია
სიმვასტატინით მკურნალობის მთელი პერიოდის მანძილზე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტა. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ – 20 მგ დღეში ერთხელ, საღამოს. ქოლესტერინის დსლპ-ის დონის უფრო მკვეთრი შემცირების (45%-ზე მეტად) მიზნით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დოზით 20 მგ – 40 მგ/დღეღამეში (ერთჯერადად საღამოს). საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია, ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად.
მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია
პრეპარატის რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 40 მგ საღამოს, ერთჯერადი მიღების სახით ან 80 მგ სამი მიღების სახით (20 მგ დილით, 20 მგ შუადღეზე და 40 მგ საღამოს). სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებულია სხვა ჰიპოლიპიდემიურ თერაპიასთან (მაგალითად, დსლპ-ის აფორეზთან) კომბინაციაში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
პაციენტებისთვის გულის იშემიური დაავადების (გიდ) მაღალი რისკით, ჰიპერლიპიდემიის თანხლებით ან მის გარეშე, პრეპარატის ეფექტური დოზები შეადგენს 20-40 მგ ერთჯერადად, საღამოს. მკურნალობა შეიძლება სხვა არამედიკამენტურ ღონისძიებებთან – ფიზიკურ დატვირთვასთან, დიეტასთან – ერთად ტარდებოდეს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია, ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად.
თანმხლები თერაპია
ვაზილიპი ეფექტურია მონოთერაპიული პრეპარატის ან ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტებთან (მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი) კომბინირებული სახით. სიმვასტატინის მიღება უნდა მოხდეს აღნიშნულ პრეპარატებამდე 2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ. ავადმყოფებისთვის, რომლებიც ციკლოსპირინით, გემფიბროზილით, სხვა ფიბრატებით ან ნიკოტინის მჟავით (1 გ/დღეღამეზე მეტი) მკურნალობენ, სიმვასტატინის რეკომენდებული დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ. პაციენტებისთვის, რომლებიც იმავდროულიად ამიოდარონს ან ვერაპიმილს იღებენ, პრეპარატი ვაზილიპის დღიური დოზები არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულები
ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის პრეპარატის დოზირების ცვლილება არ არის საჭირო.
გამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატის რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეღამეში 10 მგ-ს. დოზის გაზრდის საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ასეთი ავადმყოფების საგულდაგულო მეთვალყურეობა.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისთვის პრეპარატის დოზირების ცვლილება არ არის საჭირო.
ბავშვები
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი. სიმვასტატინი არ არის რეკომენდებული პედიატრიაში გამოყენებისთვის.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით:
• ძალიან ხშირი (≥1/10);
• ხშირი (≥1/100, <1/10);
• არახშირი (≥1/1000, <1/100);
• იშვიათი (≥1/10 000 <1/1000);
• ძალიან იშვიათი (<1/10 000);
• უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
დარღვევები სისხლმბადი სისტემის მხრივ
• იშვიათი: ანემია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
• იშვიათი: თავის ტკივილი, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, პერიფერიული ნევროპათია;
• ძალიან იშვიათი: მეხსიერების გაუარესება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
• იშვიათი: შეკრულობა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
• იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
• იშვიათი: კანზე გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია.
დარღვევები ჩონჩხისა და კუნთების, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილების მხრივ
• იშვიათი: მიოპათია, მიალგია, კუნთური სისუსტე, რაბდომიოლიზი.
საერთო ხასიათის გართულებები და შეყვანის უბნის რეაქციები
• იშვიათი: ასთენია.
ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლინების იშვიათი შემთხვევები: ანგიონევროზული შეშუპება, მგლურას მაგვარი სინდრომი, რევმატიული პოლიმიალგია, დერმატომიოზიტი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ედს-ს გაზრდა, ართრიტი, ართრალგია, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ციებ-ცხელება, სახეზე სისხლის “მოვარდნა”, ქოშინი, გამოხატული სისუსტე.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
• იშვიათი: “ღვიძლის” ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, კრეატინფოსფოკინაზას აქტიობის მომატება.
ზოგიერთი სტატინისთვის, აგრეთვე, დაფიქსირებული იყო შემდეგი არასასურველი მოვლენები:
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;
• სქესობრივი დისფუნქცია;
• დეპრესია;
• ცალკეულ, გამონაკლის შემთხვევებში ხანგრლივი თერაპიისას – ფილტვების ინტერსტიციური დაავადება.
დოზის გადაჭარბება
არსებობს მონაცემები სიმვასტატინის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. მაქსიმალური მიღებული დოზა 3,6 გ-ს შეადგენს. მკურნალობა – სიმპტომური. გართულებები არ აღინიშნებოდა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
ფიბრატებთან და ნიაცინთან (ნიკოტინის მჟავასთან) (1გ/დღეღამეზე მეტი) სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება ზრდის მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის,  განვითარების რისკს (ფენოფიბრატთან ერთდროული გამოყენებისას არ არის დადგენილი მიოპათიის განვითარების რისკი, თითოეული პრეპარატით მონოთერაპიასთან შედარებით). სიმვასტატინის და გემფიბროზილის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია სისხლის შრატში სიმვასტატინის კონცენტრაციის მომატება გამოიწვიოს. სხვა ფიბრატებისთვის სარწმუნო ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მონაცემები არ არსებობს.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
რეკომენდაციები ურთიერთმოქმედი პრეპარატების გამოყენების თაობაზე მოყვანილია ქვემოთ.

მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკის მატებასთან დაკავშირებული წამლების ურთიერთქმედებები
ურთიერთმოქმედი პრეპარატები რეკომენდაციები
CYP3A4-ის პოტენციური ინჰიბიტორები:

 

იტრაკონაზოლი
კეტოკონაზოლი
ერითრომიცინი
კლარითრომიცინი

სიმვასტატინთან ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია
ტელითრომიცინი
აივ პროტეაზების ინჰიბიტორები
ნეფაზოდონი
გემფიბროზილი ერთდროულ მიღებას უნდა ერიდოთ; აუცილებლობის შემთხვევაში, სიმვასტატინის დღეღამური დოზა 10 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ციკლოსპორინი
დანაზოლი
სხვა ფიბრატები (ფენოფიბრატის გარდა)
სიმვასტატინის დღეღამური დოზა 10 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ამიოდარონი
ვერაპამილი
სიმვასტატინის დღეღამური დოზა 20 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დილთიაზემი
ამლოდიპინი
სიმვასტატინის დღეღამური დოზა 40 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ფუზიდის მჟავა პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სიმვასტატინით თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
გრეიპფრუტის წვენი სიმვასტატინით მკურნალობის პერიოდში უნდა ერიდოთ გრეიპფრუტის წვენის მიღებას.

სხვა სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედება სიმვასტატინზე
შინაგანი მიღების ანტიკოაგულანტები
ჯანმრთელი მოხალისეების და ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ სიმვასტატინი დოზით 20-40 მგ/დღეღამეში ახდენს კუმარინული ანტიკოაგულანტების ეფექტების პოტერცირებას – კერძოდ, პროთრომბინის დრო, რომელიც განისაზღვრება, როგორც საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა, იზრდება საწყისი 1,7-დან 1,8-მდე ჯანმრთელ მოხალისეებში და 2,6-დან 3,4-მდე ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულ პაციენტებში. ამის გამო, პაციენტებს, რომლებიც კუმარინულ ანტიკოაგულანტებს იღებენ, პროთრომბინის დრო უნდა განესაზღვროთ სიმვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე, მკურნალობის საწყის ეტაპზე, ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილების გამორიცხვის მიზნით, სიმვასტატინის დოზის შეცვლის ან პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში. პროთრომბინის დროის მაჩვენებლის სტაბილური დონის მიღწევისას, მისი შემდგომი კონტროლი უნდა ჩატარდეს იმ პაციენტების კონტროლისთვის რეკომენდებული ინტერვალებით, რომლებიც ანტიკოაგულანტურ თერაპიას გადიან. პაციენტებში, რომლებიც ანტიკოაგულანტებს არ ღებულობენ, სიმვასტატინით მკურნალობა არ არის დაკავშირებული სისხლდენის განვითარებასთან ან პროთრომბინის დროის ცვლილებასთან.
სიმვასტატინის ზემოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
სიმვასტატინი არ წარმოადგენს CYP3A4-ის ინჰიბიტორს, შესაბამისად, არ ახდენს გავლენას პლაზმაში ისეთი ნივთიერებების კონცენტრაციაზე, რომლებიც CYP3A4-ის საშუალებით განიცდიან მეტაბოლიზმს.
განსაკუთრებული მითითებები
მიოპათია/რაბდომიოლიზი
სიმვასტატინმა, ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მიოპათია გამოიწვიოს, რომელიც კუნთების ტკივილის, მტკივნეულობის ან სისუსტის სახით ვლინდება და რასაც თან ახლავს კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მომატება 10-ჯერზე მეტად, ნორმის ზედა ზღვართან შედარებით. შესაძლებელია, მიოპათია რაბდომიოლიზის ფორმით გამოვლინდეს, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს მიოგლობინურიით განპირობებული თირკმლის მეორადი მწვავე უკმარისობა, ძალიან იშვიათ, ცალკეულ შემთხვევებში ლეტალური ხასიათით. მიოპათიის რისკი მატულობს სისხლის პლაზმაში ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების აქტიობის მაღალი დონეების შემთხვევაში.
კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზომვა
კრეატინფოსფოკინაზას დონე არ უნდა განისაზღვროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან კფკ-ს მომატების რაიმე სავარაუდო ალტერნატიული მიზეზის არსებობისას, ვინაიდან ეს მდგომარეობები შედეგების ინტერპრეტაციას ართულებენ. თუ კფკ-ს საწყისი დონე მნიშვნელოვნად აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (5-ჯერზე მეტად), შედეგების დადასტურების მიზნით, ანალიზი უნდა ჩატარდეს ხელმეორედ, 5-7 დღის შემდეგ.
თერაპიის დაწყებამდე
პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მიოპათიის განვითარების რისკის  და იმის აუცილებლობის შესახებ, რომ კუნთების აუხსნელი ტკივილის, დაძაბულობის ან სისუსტის გამოვლინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით, თუ აღნიშნული შეუძლოდ ყოფნის და ციებ-ცხელების თანხლებით მიმდინარეობს. მკურნალობის დაწყებამდე კფკ-ს საწყისი დონე შემდეგი მდგომარეობებისას უნდა განისაზღვროს:
• ხანდაზმულ პაციენტებში (ასაკი > 70 წელზე);
• თირკმელების დაზიანების დროს;
• დეკომპენსირებული ჰიპოთირეოზის დროს;
• კუნთების მემკვიდრული დაავადებებით დამძიმებული ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში;
• ანამნეზში კუნთებზე სტატინების ან ფიბრატების ტოქსიკური ზემოქმედების არსებობისას;
• ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.
პაციენტთა აღნიშნული კატეგორიებისთვის, აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს დასანიშნი თერაპიის შესაძლო რისკი და მოსალოდნელი სარგებელი, ხოლო მკურნალობის პერიოდში – ხორციელდებოდეს კლინიკური მონიტორინგი. პაციენტებს, რომელთაც ადრე სტატინების ან ფიბრატების ზემოქმედებით მიოპათია აღენიშნებოდათ, უნდა დაენიშნოთ იმავე კლასის სხვა პრეპარატი. კფკ-ს დონის მნიშვნელოვანი საწყისი მომატების შემთხვევაში (5-ჯერზე მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), მოცემული კლასის სამკურნალო საშუალებები არ უნდა დაინიშნოს.
მკურნალობის პერიოდში
კუნთებში ტკივილის, სისუსტის ან კრუნჩხვების აღმოცენებისას, საჭიროა კფკ-ს დონის განსაზღვრა. პრეპარატის მოხსნისთვის კრიტერიუმს სისხლის შრატში კფკ-ს შემცველობის 5-ჯერზე მეტად მომატება წამოადგენს, ნორმის ზედა ზღვართან შედარებით, თუ პაციენტი ამ დროს ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას არ განიცდიდა. თუ კუნთური სიმპტომები ძლიერადაა გამოხატული და დისკომფორტს იწვევს, კფკ-ს დონის 5-ჯერზე ნაკლებად მომატების შემთხვევაშიც, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მკურნალობის შეწყვეტა. მიოპათიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, თერაპია უნდა შეწყდეს, დაავადების მიზეზის მიუხედავად. თუ სიმპტომები ქრება და კფკ-ს შემცველობა ნორმალურ დონეს დაუბრუნდა, შესაძლებელია სტატინის ან იმავე კლასის ალტერნატიული პრეპარატის ხელმეორედ დანიშვნა, მინიმალური კლინიკურად ეფექტური დოზით და საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობით.
გეგმიურ ფართომასშტაბიან ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე სიმვასტატინით თერაპია დროებით უნდა შეწყდეს.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა თირკმელების ფუნქციის კონტროლის ფონზე ტარდება.
წამლების ურთიერთქმედებით გამოწვეული მიოპათიის რისკის შესამცირებელი ღონისძიებები
მიოპათიის და რაბდომიოლიზის რისკი მატულობს:
• სიმვასტატინის და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად, იტრაკონაზოლის, კეტოკონაზოლის, ერითრომიცინის, კლარითრომიცინის, ტელითრომიცინის, აივ პროტეაზების ინჰიბიტორების, ნეფაზოდონის) გემფიბროზილის, ციკლოსპორინის და დანაზოლის ერთდროული გამოყენებისას;
• ფიბრატების ერთდროული გამოყენებისას, ასევე, ამიოდარონით ან ვერაპამილით მკურნალობისას სიმვასტატინის მაღალ დოზებთან ერთად;
• დილთიაზემის ან ამლოდიპინის და სიმვასტატინის მაღალი დოზების (80 მგ) ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში;
• მიოპათიის რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით, აგრეთვე, შეიძლება ფუზიდის მჟავის და სტატინების ერთდროული მიღების შედეგად გაიზარდოს.
აქედან გამომდინარე, სიმვასტატინის იტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან, ტელითრომიცინთან, აივ პროტეაზების ინჰიბიტორებთან და ნეფაზოდონთან ერთდროული დანიშვნა უკუნაჩვენებია. იტრაკონაზოლით, კეტოკონაზოლით, ერითრომიცინით, კლარითრომიცინით, ტელითრომიცინით მკურნალობის შეწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, საჭიროა სიმვასტატინის დანიშვნისგან თავის შეკავება. ასევე აუცილებელია სიმვასტატინის სიფრთხილით კომბინირება ზოგიერთ სხვა, CYP3A4-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან: ციკლოსპორინთან, ვერაპამილთან და დილთიაზემთან. უნდა ერიდოთ სიმვასტატინის და გრეიპფრუტის წვენის ერთდროულ მიღებას. პაციენტებთან, რომლებიც ციკლოსპორინს, გემფიბროზილს ან დანაზოლს იღებენ, სიმვასტატინის დღიური დოზა 10 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. სიმვასტატინის და გემფიბროზოლის ერთდროული დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევებშია შესაძლებელი, როცა ასეთი კომბინაციის მოსალოდნელი სარგებელი პოტენციურ რისკს მნიშვნელოვნად აღემატება. დღეში 10 მგ სიმვასტატინის და სხვა ფიბრატების (ფენოფიბრატის გარდა), დანაზოლის ან ციკლოსპორინის კომბინირებული მიღების უპირატესობები საგულდაგულოდ უნდა შეფასდეს ამგვარი კომბინაციების პოტენციური რისკის გათვალისწინებით. ფენოფიბრატით და სიმვასტატანით მონოთერაპიის დანიშვნისას არსებობს მიოპათიის განვითარების რისკი, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია ამ პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაშიც. სიმვასტატინის დღეღამეში 20 მგ-ზე მაღალი დოზებით მიღებისას, საჭიროა ვერიდოთ ამიოდარონის ან ვერაპამილის ერთდროულ დანიშვნას, იმ შემთხვევების გარდა, როცა მოსალოდნელი სარგებელი მიოპათიის პოტენციურ რისკს აღემატება. სიმვასტატინის დღეღამეში 40 მგ-ზე მაღალი დოზებით მიღებისას, საჭიროა ვერიდოთ დილთიაზემის ან ამლოდიპინის ერთდროულ დანიშვნას, იმ შემთხვევების გარდა, როცა მოსალოდნელი სარგებელი მიოპათიის პოტენციურ რისკს აღემატება. მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების იშვიათი შემთხვევები ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავის) ლიპიდების დონის შემცვლელი დოზებით (≥ 1 გ/დღეში) თანმხლები მიღებისას აღინიშნებოდა. ექიმებმა, რომლებიც სიმვასტატინით და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავის) ლიპიდ-მამოდიფიცირებელი დოზებით (≥ 1 გ/დღეში) ან ნიაცინის შემცველი პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობის დანიშვნის შესაძლებლობას განიხილავენ, უნდა შეაფასონ პოტენციური სარგებელი და რისკი, ასევე თვალყური ადევნონ პაციენტებში კუნთების ტკივილის და სისუსტის ყოველგვარი ნიშნების და სიმპტომების გაჩენას, განსაკუთრებით, მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში, ასევე პრეპარატებიდან რომელიმეს დოზის გაზრდისას. მიოპათიის განვითარების მაღალი სიხშირის გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ჩინელებისთვის სიმვასტატინის (განსაკუთრებით, დღეში 40 მგ ან უფრო მაღალი დოზების) და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავის) ლიპიდ-მამოდიფიცირებელი დოზების (≥ 1 გ/დღეში) ან ნიაცინის შემცველი პრეპარატების, ერთდროული დანიშვნისას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სტატინების მიღებისას მიოპათიის განვითარების რისკი დოზაზეა დამოკიდებული, სიმვასტატინის 80 მგ დოზის მიღება ნიაცინის (ნიკოტინის მჟავის) ლიპიდების დონის შემცვლელ დოზებთან (≥ 1 გ/დღეში) ან ნიაცინის შემცველ პრეპარატებთან ერთად, პაციენტების ამ კატეგორიისთვის რეკომენდებული არ არის. ცნობილი არ არის, არსებობს თუ არა მიოპათიის განვითარების გაზრდილი რისკი აზიური რასის სხვა პირებისთვის, რომლებიც აღნიშნული პრეპარატებით თერაპიას გადიან.
კომბინირებული მკურნალობის ჩატარების დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობაზე, რომელიც ფუზიდის მჟავას და სიმვასტატინს იღებს, უნდა ხორციელდებოდეს საგულდაგულო მეთვალყურეობა, და, საჭიროების შემთხვევაში, სიმვასტატინით მკურნალობა დროებით შეწყდეს.
ზემოქმედება ღვიძლზე
სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებების მსგავსად, სიმვასტატინით მკურნალობამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტიობის მომატება (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერზე მეტად). ეს მატება, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა, კლინიკურად არაარსებითია და ჩვეულებრივ, პრეპარატის მოხსნიდან მალევე, ტრანსამინაზა საწყის დონემდე ქვეითდება, ანუ თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის დაწყების წინ და შემდეგაც, საჭიროებისამებრ, უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა. დოზის 80 მგ-მდე გაზრდის საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უშუალოდ დოზის მომატების წინ, მომატებიდან 3 თვეში და შემდეგ პერიოდულად (მაგალითად, 6 თვეში 1-ხელ) მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. სისხლის შრატში AST-ს და/ან ALT-ს აქტიობის ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერ მდგრადი მომატების შემთხვევაში, სიმვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობა სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პირებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს.
ფილტვების ინტერსტიციური დაავადებები
ზოგიერთი სტატინის მიღების შედეგად ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარების რამდენიმე ცალკეული შემთხვევაა დაფიქსირებული, განსაკუთრებით, პრეპარატის ხანგრძლივი დანიშვნისას. ამ დაავადების გამოვლინება შეიძლება იყოს დისპნოე (ქოშინი) არაპროდუქტიული ხველა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (სისუსტე, წონის დაკარგვა, ციებ-ცხელება). თუ არსებობს პაციენტთან ამ დაავადების განვითარების ეჭვი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთ ინგრედიენტზე
ვინაიდან ვაზილიპი ლაქტოზას შეიცავს, ის არ შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც შემდეგი დაავადებები აღენიშნებათ: ლაქტაზას დეფიციტი, გალაქტოზემია ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
სიმვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობისას. ორსულების მიერ პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის, ვინაიდან სიმვასტატინის კონტროლირებადი კვლევები პაციენტების ამ კატეგორიასთან არ ჩატარებულა. აღნიშნულია განვითარების თანდაყოლილი მანკების გამოვლინების ერთეული შემთხვევები ბავშვებში, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების ზემოქმედებას განიცდიდნენ. თუმცა, 200 ქალზე ჩატარებული შემდგომი დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზმა, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში სიმვასტატინს ან ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორს იღებდნენ, აჩვენა, რომ თანდაყოლილი პათოლოგიების სიხშირე მათი საერთო პოპულაციაში გამოვლინების სიხშირის თანადარი იყო. ანალიზში ჩართული პაციენტების ასეთი რაოდენობა სტატისტიკურად საკმარისია განვითარების თანდაყოლილი მანკების გამოვლინების სიხშირის საწყისთან შედარებით 2,5-ჯერ ან მეტჯერ გაზრდის გამოსარიცხად.
მიუხედავად თანდაყოლილი მანკების სიხშირის ზრდის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობისა იმ ქალების ბავშვებში, რომლებიც სიმვასტატინს ან ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორს იღებდნენ, ორსული ქალის მიერ სიმვასტატინის მიღებისას შესაძლებელია ნაყოფის მევალონატის დონის დაქვეითება, რომელიც ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედია.
ორსულობისას ჰიპოლიპიდემიური საშუალებების მოხსნა პირველად ჰიპერქოლესტერინემიასთან დაკავშირებული მოკლევადიანი რისკის შედეგებზე არსებით გავლენას არ ახდენს.
სიმვასტატინი არ უნდა მიიღონ ორსულებმა, ასევე ქალებმა, რომლებიც ორსულობას გეგმავენ ან აქვთ ორსულობაზე ეჭვი. თუ მკურნალობის პროცესში ორსულობა დადგა, პრეპარატი უნდა მოიხსნას, ქალს კი ეცნობოს ნაყოფისთვის შესაძლო საფრთხის შესახებ.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატ ვაზილიპით თერაპია ძუძუთი კვბის დროს უკუნაჩვენებია.
ზემოქმედება ავტომანქანის მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ვაზილიპის უარყოფითი ზემოქმედება ავტომანქანის მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ დაფიქსირებულა. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სიმვასტატინის გამოყენებისას აღნიშნულია თავბრუსხვევის ერთეული შემთხვევები.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
28 ტაბლეტი (7 ტაბლეტის შემცველი 4 ბლისტერი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერეტურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, ტენისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 40 მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება