ველედა არნიკას-მალამო 10% – ველედა / Weleda Arnika-Salbe 10%

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
10 გ შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია: არნიკას (Aრნიცა) ნაყენი Ø 3 გ.
მალამოს ფუძე: არაქისის რაფინირებული ზეთი, მატყლის ცვილი, ყვითელი ცვილი, მატყლის ცვილის სპირტები, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები
ძვლოვან-კუნთოვანი და სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულირება და მოწესრიგება ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანების დროს, განსაკუთრებით მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისას, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს; ყველა სახის ბლაგვი დაზიანება, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაწეწკა, დაჭიმვა, სისხლჩაქცევები.

მიღების წესები და დოზები
მალამო დღეში 3-5-ჯერ დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე. გამოიყენება ჩივილების მოხსნამდე.
გამოშვების ფორმა:
25 გ მალამო ტუბში
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია:
ველედა, გერმანია

გაფრთხილება