ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 წარმოადგენს იდეალურ ფორმულას, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ყველა ასაკის მამაკაცისთვის ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

იგი შეიცავს ჟენშენს, ამინომჟავებს, Q-10-ს და L-კარნიტინს და სხვა მნიშვნელოვან ნუტრიენტებს.

მისი უპირატესობა მდგომარეობს შემადგენლობაში ცხიმოვანი მჟავების – ომეგა 3,6,9-ს არსებობა, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანობის და ენერგიის წყაროს.

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 განსხვავდება ჩვეულებრივი მულტივიტამინებისა და მინერალებისაგან, რადგან მასში შემავალი თითოეული ინგრედიენტის დონე ოპტიმალურად არის შერჩეული მამაკაცის ორგანიზმისთვის, რაც ეყრდნობა საერთაშორისო კვლევების მტკიცებულებებს.

მოქმედება: ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 – ასტიმულირებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას მამაკაცის ორგანიზმში. ავლენს ზოგად გამაჯანსაღებელ და დაცვით მოქმედებას.

შემადგენლობა:

ჩასასმელია ცხრილი

* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული
ჩასასმელია ცხრილი
* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

ომეგა-3 – რომელიც მიღებულია თევზის ქონისგან წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება.

მისი როლი მნიშვნელოვანია:
გული, არტერიული წნევა, ლიპიდების დონე
სახსრები და კანი
თავის ტვინი და ემოციური წონასწორობა
ჯანმრთელი მხედველობა
მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში.

ომეგა-6– მიღებულია შავი მოცხარის და გოგრის თესლის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:
ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება.
მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციონირება.

ომეგა-9– მიღებულია ზეითუნის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:
ქოლესტერინის ნორმალური დონის და ჯანმრთელი გულის შენარჩუნება.
ძლიერი იმუნური სისტემა.
მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში.

ჩვენება: მომატებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვებისას, ცხოვრების აქტიური სტილის დროს, სპორტსმენებისთვის, დაუბალანსებელი კვებისას, მავნე ჩვევების, სტრესის და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების არსებობისას.

მიღების წესი: დღეში ერთი აბი (ლურჯი ბლისტერი) დამატებული ერთი კაფსულა (წითელი ბლისტერი) საკვებთან ერთად ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველმენის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

არ შეიცავს: კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, გლუტენს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 28 მულტინუტრიენტული აბი და 28 ომეგა-3,6,9 კაფსულა ერთ კოლოფში.
გაცემა: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: Vitabiotics Ltd, დიდი ბრიტანეთი.

გაფრთხილება