ვენოპლანტი / Venoplant

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

შემადგენლობა
და
გამოშვების
ფორმა

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბლეტი შეიცავს
დიოსმინი………………..    300 მგ
ყვითელი ძიძო- 20% კუმარინი…..  160 მგ
აზიური ცენტელა……………. 15 მგ

ფარმაკოლოგიური
თვისებები
ვენოპლანტის ტაბლეტებს გააჩნია ანგიოპროტექტული მოქმედება. აუმჯობესებს ტროფიკას, მიკროცირკულაციას და კაპილარების ტონუსს ქვედა კიდურების ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს.
დიოსმინი-ფლავონოიდი, რომელიც ლიმონის, ფორთოხლის და სხვა ციტრუსების კანის შემადგენელი კომპონენტია. აუმჯობესებს ვენების ტონუსს და ამცირებს კაპილარების განვლადობას. ამცირებს სისხლძარღვოვან შეშუპებას ტრავმისა და თვალის ქირურგიის შემდეგ.
ყვითელი ძიძო – ამ მცენარის ნედლი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები გამოიყენება სამედიცინო თვალსაზრისით. შეიცავს კუმარინს, აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება მედიცინაში და მისი ძალიან მაღალი ლიპოფილურობიდან გამომდინარე მთლიანად შეიწოვება კანიდან. კუმარინი ასტიმულირებს მაკროფაგული ენზიმების პროტეოლიზურ აქტივობას, რითაც ახდენს ვენური უკმარისობის დროს შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციას. ამ ნივთიერების შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ამცირებს ვენური შეგუბების და ლიმფური სტაზის განვითარებას გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, მათ შორის ტრავმისა და ორთოპედიული  ქირურგიის დროს. აზიური ცენტელა- სამკურნალო მცენარეა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენება თერაპიული მიზნით. ეს მცენარე მდიდარია ტრიტერპენებით, რომელიც სამკურნალო ეფექტს ახდენს კანზე და ვენურ ცირკულაციაზე. ტრიტერპენული ფრაქცია შეიცავს: Asian Acid (30%), Madecassic acid (30%), Asiaticoside (40%). ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ შემაერთებელი ქსოვილის ტროფიკას და ამცირებენ მიკროსისხლძარღვოვან განვლადობას. შედეგად ისინი უზრუნველყოფენ შემაერთებელი ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებას კანქვეშა ელასტიურობის და ვენების ელასტიურობის გაუმჯობესების ხარჯზე, ასევე აუმჯობესებენ ქსოვილების ფიზიოლოგიურ დრენაჟს, რომლის შეფერხებაც იწვევს ცელულიტს, შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში.

ჩვენებები
ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ტროფიკული წყლულები.
ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება.
ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.
თვალის მიკროცირკულაციის დარღვევისას შეშუპების მკურნალობა.
მიკროცირკულაციის დარღვევა გამოხატული სისხლძარღვთა გამავლობის მოშლით.

მიღების
წესი
და
დოზირება
1 ტაბლეტი დღეში, წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი 60 დღე.
უკუჩვენებები 
არ გამოიყენება ორსულობის დროს.

განსაკუთრებული
მითითებები

არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.
შენახვის
პირობები

ინახება 15-30ºC ტემპერატურაზე, სითბოსგან, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l.
იტალია

გაფრთხილება