ვეცეზინი – ველედა / Wecesin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
10 გ შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: არნიკას (Arnica montana) მთელი მცენარის ექსტრაქტი [1:1,1; ექსტრაგენტი: 54% ეთანოლი) 0,5 გ / გულყვითელას (Calendula officinalis) ნაყენი 2ა Ø 0,297 გ / ალისფერი ექინაცეას (Echinacea purpurea) მთელი მცენარის ნაყენი Ø 0,088 გ / ექინაცეას (Echinacea) ნაყენი Ø 0,3 გ / კვარცი 0,01 გ / მეტალური სტიბიუმის პრეპარატი 0,01 გ.

ფხვნილის ფუძე: ტალკი.

ჩვენებები
კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციის სტიმულირება და მოწესრიგება.

გამოიყენება კანის ანთებების, ზედაპირული იარების, ნაპრალებისა და ეგზემების სამკურნალოდ, აგრეთვე ახალშობილის ჭიპის მოსაშუშებლად.

მიღების წესები და დოზები
ადგილობრივად მოსაყრელად. ახალშობილის ჭიპის მოსავლელად 3-ჯერ დღეში, კანის დაავადებების სამკურნალოდ 1-2-ჯერ დღეში თხლად მოაყარეთ შესაბამის ადგილებზე.
გამოშვების ფორმა:
50გ ფხვნილი გარეგანი გამოყენებისათვის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია:
ველედა, გერმანია

გაფრთხილება