ვივაბონი სიროფი – VivaBon syrup

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები და მიკროელემენტები; საერთო მატონიზებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვებს ფორმა:
სიროფი 120მლ.
10მლ სიროფი შეიცავს:

Phoenix sylvestris ……………………………… 120მგ
Emblica officinali    ………………………………. 70მგ
Withania somnifera ……………………………… 25მგ
Piper longum  ……………………………………. 10მგ
Centellaasiatica   …………………………………. 25მგ
Amomoumsubulatum …………………………… 10მგ
Zingiber officinalis …………………………….. 20მგ
Trigonella Foenum Graecum………………….. 20მგ
Cetaurea …………………………………………… 20მგ

დამხმარე ნივთიერებები: ალაოს ექსტრაქტი, საქაროზა, თაფლი, გლიცერინი, ლიმონის უწყლო მჟავა, მეთილპარაბენი, არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
აღწერა: ყავისფერი სიროფი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოკინეტიკური კვლევა არ ჩატარებულა.
ფარმაკოდინამიკა:
ვივაბონი კომპლექსური ფიტოპრეპარატია, ორგანიზმის ფუნქციონალური აქტიობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყოფს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.
Phoenix sylvestris – შეიცავს ნახშირწყლებს (44–88%); ცხიმებს (0.2–0.5%); 15 სახის მარილს და მინერალს (სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, თუთია, მარგანეცი, კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, ფტორი, სელენი და სხვა); ამინომჟავები; ვიტამინები A, C, B1, B6; პექტინი; საკვები ბოჭკოები.
ხასიათდება გამოხატული კვებითი თვისებებით გადაღლილობის, ფიზიკური დაღლილობის, გაციებითი დაავადებებისას. ამაღლებს შრომისუნარიანობას, აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას.
Emblica officinalis – შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ვიტამინებს B1, B2, მიკროელემენტებს (კალციუმი, ფოსფორი, რკინა), პექტინი. ხასიათდება გამოხატული იმუნომოდულაციური მოქმედებით. ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი C ვიტამინი განაპირობებს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, უმატებს მადას. უზრუნველყოფს ძვლოვანი დენტინისა და კოლაგენის რეპროდუქციას.
Withania somnifera – შეიცავს ალკალოიდებს (სომნიფირინი, ვიზანინი, სომნინი, ანაგიგრინი, ტროპინი), ფლავონიდები, გლიკოზიდები, ამინომჟავები (ასპარგინი, გლუტამინი, გლიცინი, ქოლინი და სხვა), მინერალები (კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი).
ასტიმულირებს არასპეციფიურ იმუნიტეტს და უზრუნველყოფს  უჯრედული ენერგომომარაგების გაზრდას, მოქმედებს როგორც ადაპტოგენი.
Piper longum – შეიცავს ალკალოიდს პიპერინს; ხასიათდება მატონიზებელი მოქმედებით, იწვევს მადის მომატებას, ააქტივებს საჭმლის მონელებას.
Centella asiatica – შეიცავს გლიკოზიდებს, ბაკოზიდებს, ფლავონიდებს. ამაღლებს გონებრივ შრომისუნარიანობას, ახდენს იმუნომოდულაციურ მოქმედებას.
Amomoum subulatum – შეიცავს ეთერზეთს. ახდენს სტიმულაციურ მოქმედებას.
Zingiber officinalis – შეიცავს ეთერზეთებს, B ჯგუფის ვიტამინებს; ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
Trigonella Foenum Graecum – შეიცავს ალკალოიდებს (ქოლინი, ტრიგონელინი), ამინომჟავები (ლიზინი, ლეციტინი, ჰისტიდინი), გლიკოზიდური საპონინები, ვიტამინები (B1, C, კაროტინი), მინერალები (გოგირდი, კალციუმი, ფოსფორი, მნიშვნელოვანი რაოდენობით რკინა). ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზებელი მოქმედება. ასტიმულირებს საერთო პანკრეატულ სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ჩვენებები:
ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პოფილაქტიკა;
ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდში მინერალური ნივთიერებების უკმარისობა;
ზრდის შეფერხება, ბავშვებში და მოზარდებში წონის დეფიციტი;
გაზრდილი ემოციური და ფიზიკური დატვირთვა;
გაციებითი დაავადებების პროფილაქტიკა;
გადატანილი დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება:
6 თვიდან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში;
7–12 წელი: 2 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში;
13 წელი და მეტი: 1 სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
* ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* შაქრიანი დიაბეტი;
* ექსუდაციური დიათეზი.
წამლებთან ურთერთქმედება:
არ არის გამოვლენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
სიროფი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში და ექსუდაციური დიათეზისას.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ალერგიული რეაქციები;
მკურნალობა: სიმპტომატურია.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენება ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემა: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:  HerbionPakistan Private Ltd

გაფრთხილება