ვიზორელი / VIZOREL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
დექსამეტაზონი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B სულფატი /Polymyxin B sulfate, neomycin,
dexamethasone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ოფთალმოლოგიური და ოტოლარინგოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში
პრეპარატის
ათქ
კოდი
S03CA01

შემადგენლობა
თვალის/ყურის წვეთები.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1.0 მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3.5 მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.
მოქმედების
მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოიდული საშუალება. არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.
ნეომიცინი – ფართო   სპექტრის   ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მიკრობის უჯრედში ცილების სინთეზის დარღვევის გზით ახდენს ბაქტერიოციდულ   მოქმედებას.   აქტიურია   გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Staphylococcus aureus, Streptococcus pneuoniae, Escherichia coli, Proteus spp., Shigella spp.-ს ჩათვლით.
ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aereginosa და სტრეპტოკოკების მიმართ.  არ არის აქტიური პათოგენური სოკოების, ვირუსების, ანაერობული ფლორის მიმართ. მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნეომიცინის მიმართ, ვითარდება ნელა და ნაკლები ხარისხით.
პოლიმიქსინ B – პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის მემბრანაში არსებული ფოსფოლიპიდების დესტრუქციით. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Escherichia   coli, Shigella spp., Enterobacter   spp., Klebsiella   spp.,   Haemophilus   influenzae, Salmonella spp., Bordetella   pertussis-ის ჩათვლით.  მაღალაქტიურია Pseudomonas   aeruginosa-ს მიმართ. არააქტიურია Proteus   spp.,   Neisseria   spp.,   ობლიგატური ანაერობების და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. პოლიმიქსინ B-ს მიმართ მგრძნობიარეა Vibrio   cholerae (eltor-ის გარდა), აგრეთვე Coccidioides immitis, თუმცა სოკოები ძირითადად რეზისტენტულები არიან მოცემული ანტიბიოტიკების მიმართ.
ჩვენება
თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები:
–  ბლეფარიტი;
–  კონიუნქტივიტი;
–  კერატიტი;
–  ირიდოციკლიტი;
თვალის    წინა   სეგმენტის    პოსტოპერაციული    ანთებითი    პროცესების პროფილაქტიკა.
მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები;
სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.
უკუჩვენება
პრეპარატი ვიზორელი უკუნაჩვენებია:
– კერატიტები, რომლის გამომწვევია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი);
– რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა);
– თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
– თვალის სოკოვანი დაავადებები;
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
პრეპარატი არ ინიშნება რქოვანადან უცხო სხეულის მოცილების გაურთულებელი შემთხვევების შემდეგ.

გვერდითი
მოვლენები
ვიზორელის თვალის/ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ასევე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან, აგრეთვე მათი თანხვედრით. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის შეწითლება (განპირობებულია ანტიბიოტიკების მოქმედებით).
დოზირება
და
მიღების
წესი
თვალის/ყურის წვეთებს მსუბუქი ფორმის ინფექციების დროს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. რთული ფორმების დროს თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში. სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.
გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში;
შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
დოზის
გადაჭარბება:
პრეპარატ ვიზორელის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატ ვიზორელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.

მიღების თავისებურებანი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული ტონომეტრია;
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
პაციენტი   უნდა   მოერიდოს   საწვეთურის   თავის   მოხვედრას   რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატ ვიზორელის თვალის/ყურის წვეთების შემცველი ფლაკონიგამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს.

ორსულობა
და
ლაქტაციის
პერიოდი:
პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი   სამკურნალო  ეფექტი   აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.

ვარგისობა
და
შენახვის
პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 2 წელი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.
ინახება
ბავშვებისათვის
ხელმიუწვდომელ
ადგილას!

გამოშვების ფორმა:
(1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი

გაფრთხილება