ვიოსეპტი – VIOSEPT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტრიპელენამინი, კლიოქვინოლი, დომიფენის ბრომიდი/TRIPELLENAMINE; CLIOQUINOL; DOMIPHEN BROMIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 15 გ
1 გ
ტრიპელენამინის ჰიდროქლორიდი…………….  20 მგ
კლიოქვინოლი……………………………………………      20 მგ
დომიფენის ბრომიდი………………………………       500 მკგ
დამხმარე ნივთიერება:
ვაზელინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიოსეპტი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე კომბინირებულ პრეპარატს.
ტრიპელენამინის ჰიდროქლორიდი ხასიათდება არა მარტო ანტიჰისტამინური, არამედ ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი და კაპილაროპროტექტული თვისებებით. იგი ხსნის კანის ქავილს.
დომიფენის პრომიდი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით. იგი მიეკუთვნება იონურ დეტერგენტს, რომელიც ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას, ხელს უწყობს ჩირქოვანი სეკრეტის გახსნას და პრეპარატის ღრმად შეღწევას ინფიცირებულ და ნეკროზულ ქსოვილებში.
ჩვენებები:
კანის მიკოზები;
კანის ზედაპირულ ტრიქოფიტია;
ტერფების თითებს შორისი ეპიდერმოფიტია;
საზარდულის ეპიდერმომიკოზები;
მეორადი ინფექციით მიმდინარე კანის ზედაპირული ეროზიები;
ბაქტერიული და საფუარის სოკოებით გამოწვეული გამოყელვა;
ჩვეულებრივი იმპეტიგო;
სიკოზი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მის გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
მალამოს მცირე რაოდენობა შეიზილება კანის დაზიანებული ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ვიოსეპტის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია კანის დროებითი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
ვიოსეპტის გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
პრეპარატის გამოყენება იმ დაავადების დროს, რომლებიც მითითებული არ არის ექიმის მიერ და აგრეთვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის ნებადართული.
საჭიროა სიფრთხილე, რათა მალამო არ მოხვდეს თვალის ლორწოვან გარსზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ანიონური დეტერგენტები ასუსტებენ პრეპარატის მოქმედების ეფექტს
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: Pharmaceutical Company JELFA S. A., პოლონეთი

გაფრთხილება