ვიპროსალი B / Viprosal B

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალებები
შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს 0,05 საერთაშორისო ერთეულ ჩვეულებრივი გველგესლას მშრალ შხამს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 10 მგ სალიცილის მჟავას

დამხმარე ნივთიერებები:
ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი პარაფინი, ნატრიუმის ცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი

აღწერა:
თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერის მალამო ქაფურის და სკიპიდარის სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მალამოს ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჩვეულებრივი გველგესლას შხამი (Vipera berus berus L), რომელიც შეიცავს ფოსფოლიპაზას, ფოსფოდიესთერაზას, ჰიალურონიდაზას და სხვა აქტიურ ნივთიერებებს. გველგესლას შხამი შეიცავს ასევე სპეციფიური მოქმედების პეპტიდებს, რომლებიც არის ჰემოლიზის მიზეზი, ზრდიან კაპილარების განვლადობას, გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ადგილობრივი გამოყენებისას გველგესლას შხამი ახდენს გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

მალამო შეიცავს ასევე ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს და ამიტომ ახდენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ქაფურის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებასთან ერთად, სალიცილის მჟავას და სკიპიდარს გააჩნიათ ასევე ანტისეპტიური მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას ასევე კერატოლიზური მოქმედებაც.
ფარმაკოკინეტიკა
მალამო სწრაფად შეიწოვება და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩნდება წვის შეგრძნება, კანის მსუბუქი შეწითლება და სითბოს შეგრძნება. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 1,5-2 საათი.
ჩვენებები
როგორც გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილებისას, ნევრალგიისას, რადიკულიტისას და სხვა დაავადებებისას, თანმხლები ტკივილის სინდრომით.
მიღების
წესები და დოზები
გარეგანი გამოყენების მალამო. მტკივნეულ უბნებზე დაიტანება მცირე პორციებით 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) მალამო და შეიზილება კანში 1-2 ჯერ დღეში ტკივილის ინტენსივობის მიხედვით, ტკივილის სინდრომის გაქრობამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და ხარისხზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანდაზმული ადამიანები საჭიროებენ სხვა დოზირებას.

ბავშვები. გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენების თავისებურებები
მალამო არ უნდა წაისვათ დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ მალამო არ მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებში.

ბავშვები და მოზარდები. არ არის რეკომენდებული გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
გვერდითი მოვლენები
მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გაჩნდეს ქავილი, შეშუპება და ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და მალამოს ჩამობანვა კანიდან. ჩამოთვლილი ნიშნები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ დაიტანოს კანზე მალამოს მცირე რაოდენობა პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის გამოსარკვევად.
უკუჩვენება
მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა, წყლულები და კანის სხვა დაავადებები, ფილტვების მწვავე ტუბერკულოზი, ტვინის და კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევები, სისხლძარღვთა სპაზმების განვითარების მიმართ მიდრეკილება, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები. Pპრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა და ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი
დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. ლორწოვან გარსებში შემთხვევით მოხვედრისას მალამო იწვევს ძლიერ გაღიზიანებას.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
არ აღინიშნება.
შენახვის
პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა – 3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაში მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
30გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Tallina Pharmaceutical Factory, ესტონეთი

გაფრთხილება