კასტაგნუსი – CASTAGNUS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: Agni casti fructus extractum siccum – 45 მგ
(DER ნედლეულისა და ექსტრაქტის შეფარდება 7-13:1, ეთანოლი 60 მ / მ, ნატიური ექსტრაქტი 10%, გლუკოზა 90%);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი;
1. რა არის და რისთვის გამოიყენება პრეპარატი კასტაგნუსი
კასტაგნუსის ტაბლეტები, ასტიმულირებენ რა დოფამინურ რეცეპტორებს, ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი პროლაქტინის დონეს, იწვევენ ჰიპერპროლაქტინემიით დაკავშირებული სიმპტომების შემცირებას: პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომი და მენსტრუალური ციკლის დარღვევები.
გამოყენების ჩვენება:
– მენსტრუალური ციკლის დარღვევა B (ყვითელი სხეულის დროებითი ან მუდმივი ჰიპოფუნქციით გამოწვეული მენსტრუაცია და მენსტრუალური ციკლი, რაც ვლინდება ჭარბი სისხლდენით ან ციკლის პერიოდში ხშირი დამატებითი სისხლდენით).
– პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომი (სიმპტომები, რომლებიც ვლინდება უშუალოდ მენსტრუაციის წინ: მტკივნეულობით და მკერდის შებერილობის შეგრძნებით (მასტოდინია), ემოციური წონასწორობის დარღვევით, შაკიკისებური თავის ტკივილით, სახის, ხელებისა და ტერფის მიდამოს შეშუპებით).
2. პრეპარატი კასტაგნუსის გამოყენებამდე
პრეპარატი კასტაგნუსი არ გამოიყენება ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა:
პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ, არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებს, არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებდით ახლო წარსულში.
პროგესტერონის ან გესტაგენის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგ.: პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები) შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის მოქმედება.
3. როგორ გამოიყენება კასტაგნუსი
პერორალურად, 60 კგ – მდე წონის მქონე პაციენტები იღებენ 1 ტაბლეტს, 60 კგ – ზე მეტი წონის მქონე კი – 2 ტაბლეტს, დილით, 90 დღის განმავლობაში.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრიდან და ალერგიული რეაქციები კანის მხრივ.
5. შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250C.
შეფუთვის ფორმა: #10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი შეფუთვაში.
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: ჰერბაპოლი

გაფრთხილება