კემოდინ პლუსი / KEMODYN PLUS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ნოოტროპი, ნეიროპროტექტორი, ნეირომეტაბოლიტური საშუალება.
შემადგენლობა
:
ერთი ფლაკონი (10მლ) შეიცავს
აქტიური ნივთიერება: Citicoline 510 mg
Intakte of choline 102 mg

დამხმარე ნივთიერებები:  გასუფთავებული წყალი, ფრუქტოზა, ხილის არომატიზატორი.
კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი
ერთი ხუფი- დოზატორი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: Coenzyme Q10 – 30 mg
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, ტალკი, მაგნიუმის სტეორატი, სილიკომანგანუმი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
Citicoline
1. არეგულირებს ქოლინერგულ პროცესებს, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას.
2. აღადგენს უჯრედის დაზიანებულ მემბრანას.
3. ახდენს დამცავ მოქმედებას დოფამინერგულ ნერვულ ცენტრებზე.
4. აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ნერვულ ქსოვილებში უჯრედულ დონეზე. ზრდის სისხლის მიდინებას თავის ტვინში.
5. ამცირებს პოსტტრამვული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას. ამცირებს ჰიპოქსიის დროს არსებულ სიმპტომოკომპლექსს.
Coenzym Q 10 (უბიქინონი) (ენდოგენური ვიტამინის მსგავსი ნივთიერება)
1. მონაწილეობს ატფ – ის სინთეზში მიტოქონდრიებში.
2. ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში.
3. ანორმალიზებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით.
4. ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.
5. არეგულირებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას. აქვს ანტიოქსიდაციური მოქმედება(ერთადერთი ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტი ორგანიზმში)

ჩვენებები:
1ინსულტი: იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი.
2. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლა.
3.ასთენია, მიასთენია, გაფანტული სკლეროზი.
4.სისხლძარღვოვანი თავის ტკივილები, დემენცია, ქრონიკული დაღლილობის    სინდრომი.
5.ნევრიტი, ნეიროპათიები.
6.პარკინსონის დაავადება.
7. ახალშობილთა სამშობიარო ტრავმები, ნევროლოგიური დაავადებები ბავშვებში, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.
დოზირება და გამოყენების წესი:
მოზრდილებში დღეში 1-ჯერ 1 ფლაკონი ჭამის შემდეგ, მკურნალობის კურსი 30დღე.
ბავშვებში სიროფის მიღება შესაძლებელია პრაქტიკულად ახალშობილობიდან:
0-20 კგ წონაზე – 1/3 ფლაკონი-  ჭამის შემდეგ,
20 კგ და მეტი წონის ბავშვებში – ½   ფლაკონი ან 1 ფლაკონი (წონის მიხედვით) დღეში 1- ჯერ ჭამის შემდეგ.
მკურნალობის კურსი 20-30 დღე

მომზადების წესი:
1. ჩასვით გასახსნელი პროდუქტის ხუფ- სახურავზე.
2. გადაატრიალეთ სახურავი საათის ისრის მიმართულებით ბოლომდე სანამ ხუფის შიგთავსი არ ჩაიცლება ფლაკონში.
3. შეანჯღრიეთ ბოთლი.
4.მოხსენით თავსახური და მიიღეთ სითხე.

გაფრთხილება:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოშვების ფორმა: პერორალური ხსნარი 10 მლ ფლაკონი № 10 მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Officina Farmaceutica Italiana SpA, იტალია

გაფრთხილება