კეტოლონგი – KETOLONG

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასეტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: კონტურულ შეფუთვაში 10X10 ც.
1 ტაბ.
კეტოროლაკის ტრომეტამინი…………      0.01 გ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, მიკროსკრისტალური ცელულოზა, პოლიპლაზდონი-XL-10, მაგნიუმის სტეარატი.
ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ან ოდნავ მოყვითალო ფერის ტაბლეტები.
საინექციო ხსნარი 3%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
კეტოროლაკის ტრომეტამინი…………. 30.0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი 4.35 გ, ტრილონ ბ-1.0 გ, ბენზილის სპირტი 15.0 მლ, პოვიდონი 60.0 გ., პროპილენგლიკოლი 100 გ, 0.5 ტრომეტამინის ხსნარი pH 7.35-მდე, საინექციო წყალი 1 ლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა1-ის დათრგუნვის შედეგად პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დაქვეითებით, აგრეთვე ტკივილისა და ანთების სხვა მედიატორების წარმოქმნის შემცირებით. იგი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევსსუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, არ ახდენს სედატიურ და ანქსიოლიზურ მოქმედებას. პრეპარატი არ იწვევს წამლისმიერ დამოკიდებულებას და არ ახასიათებს მოხსნის სინდრომი. იგი თრგუნავსთრომბოციტების აგრეგაციას, რის გამოც შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის დრო.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დგება მისი მიღებიდან დაახლოებით 30 წთ-ის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების ხანგრძლივობა ტაბლების მიღების შემთხვევაში შეადგენს 4-6 სთ-ს, ხოლო ინექციის შემთხვევაში – 8-12 სთ-ს.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 სთ-ს, ხოლო ხანდაზმულებში ხანგრძლივდება 7 სთ-მდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფის პერიოდი იზრდება, ხოლო ღვიძლის ფუნქციის მოშლისას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება, თუმცა სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო და ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირედ იმატებს.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ტრავმების და ოპერაციის შემდგომი ზომიერი და ძლიერი ფორმით გამოხატული ტკივილის დროს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ტკივილის ქრონიკული სინდრომის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად – ტკივილის სინდრომის გათვალისწინებით.
მოზრდილებში პრეპარატი პერორალურად მიიღება ყოველ 4-6 საათში 1 ტაბლეტის (10 მგ-ს) ოდენობით,
საინექციოდ – 8-12 სთ-ში ერთხელ, 30 მგ-ის (1 ამპულა) ოდენობით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა პერორალურად – 60 მგ, პარენტერალურად – 90 მგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 7 დღისა ტაბლეტირებული ფორმის მიღების შემთხვევაში და არა უმეტეს 5 დღისა – ინექციის შემთხვევაში.
65 წლის ასაკის ზემოთ ან პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა 50 კგ-ზე ნაკლებია, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის მოშლის შემთხვევაში – პრეპარატი ინიშნება შედარებით მცირე დოზით.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღებისას ცალკეული პაციენტებში აღინიშნება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი ეგიპასტრიულ მიდამოში, იშვიათად – მეტეორიზმი, ბოყინი, ღებინება, ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, და/ან უძილობა, დეპრესია, აგზნებადობა, ნერვული მოშლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა, ჰემატურია, ოლიგურია, აღწერილია თირკმლის ფუნქციის მწვავე უკმარისობა;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: სისხლჩაქცევების განვითარება, ოპერაციისშემდგომი სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენის დროის გახანგრძლივება;
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება.
უკუჩვენებები:
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში ან ანამნეზში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (შრატის კრეატინინი 442 მკმ/ლ-ზე მეტი),
* ჰიპოვოლემია. დეჰიდრატაცია,
* ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი,
* სისხლის შედედების დარღვევა, ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი სისხლდენის რისკი, კუჭ-ნაწლავიდან და/ან ქალატვინიდან სისხლდენა და ჰემოსტაზის დარღვევა,
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის მოზარდებში, აგრეთვე კეტოლონგისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას (შრატის კრეატინინი 170-442 მკმოლი/ლ), გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, ბრონქული ასთმის და ბრონქოობსტრუქციული სინდრომის შემთხვევაში, აგრეთვე ხანდაზმულებსა და იმ პირებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
* აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ნარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებთან კომბინაციაში, ამასთან მათი დოზა შესაძლებელია შევამციროთ.
* კეტოროლაკმა შესაძლოა გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო – თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების გამო (როგორც წესი, სადღეღამისო დოზით 120 მგ 5 დღის განმავლობაში). აცეტილსალიცილის მჟავასაგან განსხვავებით, აღნიშნული ეფექტი შექცევადია – თრომბოციტების ფუნქცია აღსდგება ორგანიზმიდან კეტოროლაკის გამოყოფიდან 24-48 საათში.
* არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობასა და შედედების პროთრომბინულ დროზე.
* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პრემედიკაციისათვის. აგრეთვე ტკივილგამაყუჩებლად მეან-გინეკოლოგიაში.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუჭის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ჰიპერვენტილაცია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატის ერთდროული გამოყენება პენტოქსიფილინთან, ანტიკოაგულანტებთან და დექსატრანთან ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
– ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან კომბინაციამ შესაძლოა გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი (განსაკუთრებით ჰიპოვოლემიით შეპყრობილ პაციენტებში).
– პრეპარატი ზრდის მეტოტრექსატის, ციკლოსპორინის ტოქსიკურობასა, არასეტროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და გლუკოკორტიკოიდების გასტროტოქსიკურ მოქმედებას;
– ლითიუმის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება.
– პრობენეციდისა და პრეპარატის კომბინაციისას სისხლის პლაზმაში იზრდება კეტოლონგის კონცენტრაცია და ხანგრძლივდება მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

გაფრთხილება