კლიმოდიენი – KLIMODIEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ესტრადიოლის ვალერატი, დიენოგესტი/ESTRADIOLVALERATE; DIENOGEST

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ესტროგენისა და გესტაგენის შემცველი კომბინირებული პრეპარატი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
ესტრადიოლის ვალერატი           ……………..2 მგ
დიენოგესტი             ……………………………2 მგ
დამხმარე ნითიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, საქაროზა, გლუკოზის ხსნარი, კალციუმის კარბონატი, პოვიდონი, მაკროგოლ 35000, კარნაუბის სანთელი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლიმოდიენი შეიცავს ესტროგენს ესტრადიოლ ვალერატის სახით, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ბუნებრივ 17-b-ესტრადიოლად და მძლავრ სინთეზურ გესტაგენსდიენოგესტად.  დიენოგესტი წარმოადგენს კარგად გამოხატული ანტიანდროგენული ეფექტის მქონე ნორტესტერონის ერთადერთ დერივატს.
ესტრადიოლ ვალერატი ქალის ორგანიზმში ავსებს მენოპაუზის პერიოდში ესტროგენებით გამოწვეულ დეფიციტს და ხელს უწყობს კლიმაქსის პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტატური სიმპტომების ეფექტური მკურნალობის პროცესს (როგორიცაა: ალები, გაძლიერებული ოფლდენა, ძილის დარღვევა, აგზნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი); კანისა და ლორწოვანი გარსების ინვოლუციები. განსაკუთრებით შარდსასქესო სისტემის ლორწოვანის (შარდის შეუკავებლობა), საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს.
დიენოგესტი ხელს უშლის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას, საშოდან გამოწვეულ სისხლდენებს და ამცირებს მის ატროფიას.
კლიმოდიენის მიღება ხელს უწყობს სისხლში დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის შემცირებას და მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის ზრდას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად მატულობს მათ შორის თანაფარდობა. იგი იწვევს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, რაც ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს ქალებში მენოპაუზის პერიოდში.
კლიმოდიენი შარდში ზრდის ვაზოდილატაციის მარკირების მაჩვენებლებს. ესტრადიოლ ვალერატის მონოთერაპიასთან კლიმოდიენის პირდაპირი შედარებით დადგინდა, რომ დიენოგესტი არ ამცირებს აღნიშნულ ეფექტს.
ესტრადიოლი ხელს უშლის ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული ძვლის მასის შემცირებას პოსტმენოპაუზის პერიოდში. იგი ძირითადად დაკავშირებულია ოსტეოკლასტების ფუნქციის დათრგუნვასთან და ძვალში მიმდინარე პროცესების რემოდელირებით ძვლის წარმოქმნასთან. კლიმოდიენის აღნიშნული ეფექტის დადასტურება წარმოებს ტუტე ფოსფატაზას, პირიდინოლინისა და დეზოქსიპირიდინოლინის ჯვარედინი კოლაგენური ჯგუფების ტიპის ძვლის სპეციფიკური მარკერების მაჩვენებლების განსაზღვრით.
კლინიკური გამოკვლევებით დადგენილია, პოსტმენოპაუზის პერიოდში უძილობით შეპყრობილ ქალებში, კლიმოდიენი აუმჯობესებს ძილს.
ფარმაკოკინეტიკა:
ესტრადიოლის ვალერტი
აბსორბცია: პერორალურად მიღებისას ესტრადიოლის ვალერატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება. აბსორბციის დროს სტეროიდული ეთერი იშლება ესტრადიოლად და ვალერიანის მჟავად. შემდგომში ესტრადიოლის დიდი რაოდენობა მეტაბოლიზდება (მაგ. ესტრონამდე, ესტრიოლამდე და ესტრონ სულფატამდე). ესტრადიოლ ვალერატის პერორალურად მიღებისას შეიწოვება ესტრადიოლის მხოლოდ 3-6%. ტაბლეტის მიღებიდან 60 წთ-ის ინტერვალში, ესტრადიოლის შრატისმიერი მაჩვენებელი სწრაფად მცირდება და აღწევს საშუალო კონცენტრაციას, რომელიც შეადგენს დაახლოებით 18 პგ/მლ-ს. შემდგომში ესტრადიოლის შრატისმიერი მაჩვენებელი თანდათან იზრდება.
განაწილება: 2 მგ ესტრადიოლის ვალერატის მიღებისას, სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება 30-60 წთ-ის განმავლობაში. შრატისმიერი კონცენტრაცია პიკს აღწევს 2-10 სთ-ის შემდეგ. ესტრონისა და ესტრადიოლის შემდეგი თანაფარდობით 4:1. ესტრადიოლი უკავშირდება სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ ალბუმინებს და გლობულინებს. ესტრადიოლის თავისუფალი ფრაქცია შრატში დაახლოებით 1-1.5%-ია, ხოლო სასქესო ჰორმონების გლობულინ შემაკავშირებელი ფრაქცია კი ტოლი – 30-40%-ის. ესტრადიოლის განაწილების მოცულობის კოეფიციენტი მისი ვენაში ერთჯერადი შეყვანისას შეადგენს დაახლოებით 1 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი: ეგზოგენური ესტრადიოლის ვალერატიდან ეთერის გამონთავისუფლების შემდეგ პრეპარატის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ენდოგენური ესტრადიოლის ბიოტრანსფორმაციის გზით; ესტრადიოლი მეტაბოლიზმს განიცდის ძირითადად ღვიძლში, აგრეთვე ნაწილობრივ ნაწლავებში, თირკმელებში, ჩოჩხის კუნთებში. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ესტრონის, ესტრიოლის, კატექოლესტროგენების, აგრეთვე სულფატური და ჩამოთვლილი ნივთიერებების გლუკურონიდული კონიუგატების წარმოქმნას, რომლებიც ესტრადიოლთან შედარებით ხასიათდებიან უფრო დაბალი ესტროგენული აქტივობით, ან აბსოლუტურად არააქტიურნი არიან.
ელიმინაცია: ესტრადიოლის ვალერატის ერთჯერადი დოზით პერორალურად მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში ესტრადიოლის შრატისმიერი მაჩვენებელი მცირდება დაახლოებით 10 პგ/მლ-მდე. ესტრადიოლის საერთო შრატისმიერი კლირენსი მისი ვენაში ერთჯერადი დოზით შეყვანისას მერყეობს 10-30 მლ/წთ/კგ-ის ფარგლებში, ესტრადიოლის გარკვეული ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად და განიცდის ღვიძლში და ნაწლავებში რეცირკულაციას. ესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფიან სულფატების და გლუკურონიდების სახით შარდთან ერთად.
წონასწორული კონცენტრაცია: ესტრადიოლის საშუალო მაჩვენებლები სისხლის შრატში მისი მრავალჯერადი მიღებისას დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მისი ერთჯერადი დოზით შეყვანისას. ესტრადიოლის კონცენტრაცია შრატში საშუალოდ მერყეობს 40 პგ/ლ-დან (მინიმალური მაჩვენებელი) 90 პგ/ლ-მდე (მაქსიმალური მაჩვენებელი). ესტრონის კონცენტრაცია დაახლოებით 7-ჯერ, ხოლო ესტრონ სულფატის კონცენტრაცია – დაახლოებით 150-ჯერ უფრო მაღალია, ესტრადიოლის კონცენტრაციასთან შედარებით.
კლიმოდიენით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ესტრადიოლის და ესტრონის მაჩვენებლები უბრუნდებიან თავიანთ საწყის მნიშვნელობებს 2-3 დღეღამის განმავლობაში.
დიენოგესტი
აბსორბცია: პერორალურად მიღებისას დიენოგესტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება.
დიენოგესტის შრატისმიერი კონცენტრაციის პიკი აღინიშნება პირველივე სთ-ში მისი ერთჯერადი დოზით შეყვანისას და შეადგენს დაახლოებით 54 პგ/მლ-ს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
განაწილება: დიენოგესტი უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინებს და არ უკავშირდება ჰორმონ შემაკავშირებელ გლობულინს, ან კორტიკოსტეროიდშემაკავშირებელ გლობულინს. სტეროიდის საერთო რაოდენობის დაახლოებით 10% იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში, ხოლო 90% – არასპეციფიკურ კავშირში იმყოფება ალბუმინებთან.
მეტაბოლიზმი: დიენოგესტი მთლიანად მეტაბოლიზდება უპირატესად ჰიდროქსილირების გზით და აგრეთვე ჰიდროგენიზაციის, კონიუგირების და არომატიზაციის გზით, ენდოკრინულად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
ელიმინაცია: დიენოგესტის შრატისმიერი მაჩვენებელის შემცირება წარმოებს ორ ფაზად. ბოლო ფაზისათვის დამახასიათებელი ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 11 სთ-ს. იგი არ ექსკრეგირდება შეუცვლელი სახით. მისი მეტაბოლიტები ძირითადად ელიმინირდებიან თირკმელების საშუალებით. ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში კლიმოდიენის პერორალურად მიღებისას მისი საერთო კლირენსი შეადგენს 3,2 ლ/სთ-ში.
წონასწორული კონცენტრაცია: დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს გლობულინშემაკავშირებელი სასქესო ჰორმონები. პრეპარატის ყოველდღიურად მიღების დროს დიენოგესტის შრატისმიერი მაჩვენებელი იზრდება დაახლოებით 1.3-ჯერ და წონასწორულ კონცენტრაციას აღწევს მენსტრუალური ციკლის პირველი ნახევრის განმავლობაში.
ჩვენებები:
ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული დარღვევების ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ქალებში (მენოპაუზის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ).
მიღების წესი და დოზირება:
კლიმოდიენით მკურნალობის დაწყება შეიძლება, თუ უკანასკნელი მენსტურაციიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი, ვინაიდან კლიმოდიენის გამოყენება პერიმენოპაუზის პერიოდში მნიშვნელოვნად ზრდის საკვერცხეების ჰორმონული აქტივობით გამოწვეული არარეგულარული პროფუზიული სისხლდენის განვითარების რისკს. თუ ქალი არ იღებდა კომბინირებულ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარატებს, თერაპია შეუძლია დაიწყოს ნებისმიერ დღეს.
თუ ქალი იღებდა კომბინირებულ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარტებს, კლიმოდიენი ენიშნებათ მკურნალობის სქემით გათვალისწინებული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ბოლოს.
კლიმოდიენს იღებენ უწყვეტად 1 ტაბლეტს დღეში, დაუღეჭავად დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად ერთსა და იმავე დროს.
გამოტოვებული ტაბლეტის მიღება.
თუ მორიგი ტაბლეტის მიღების დაგვიანება 24 საათზე ნაკლებია, ტაბლეტის მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. შემდეგი ტაბლეტი ქალმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.
პრეპარატის მკურნალობის რამდენიმე დღით შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული სისხლდენები საშვილოსნოდან.
გვერდითი მოვლენები:
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირად (>1%) – მენსტრუაციათაშორის სისხლდენები; ენდომეტრიუმის გასქელება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ტკივილი, ვულვოვაგინიტები; იშვიათად (<1%) – საშოს სეკრეციის მხრივ დარღვევები; სარძევე ჯირკვლების ფიბროზულ-კისტოზური დაავადებები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, გადაღლილობა, ხასიათის შეცვლა; იშვიათად – უძილობა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია; იშვიათად – თრომბოფლებიტები, ვენური თრომბოზები, მოძრაობის დროს ვენების გაყოლების არეში ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გამა-გლუტამინტრანსფერაზას აქტივობის მომატება; იშვიათად – ყაბზობა, გასტრიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად – გაძლიერებული ოფლდენა, ეგზემა, ეგზანთემა, აკნეს მსგავსი დერმატიტი, თმის ცვენა.
სხვადასხვა: სხეულის მასის ცვლილება, ალები, რძიანა, იშვიათად – ქვედა კიდურების შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები, ლიბიდოს შეცვლა, მომატებული მგრძნობელობა, სისხლში ლიპიდების და შაქრის მაჩვენებლების ცვლილებები, ანემია, დისპეფსია. მხედველობის დაქვეითება, მადის შეცვლა, დეპრესია, სოკოვანი ინფექციები, სისხლის ლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა, საშვილოსნოს მიომის ზომების გაზრდა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;
* სარძევე ჯირკვლის დადგენილი ან სავარაუდო კიბო;
* ჰორმონდამოკიდებული კიბოს წინა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები ან ეჭვი მათზე;
* ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);
* ღვიძლის მძიმე დაავადებები;
* ღრმა ვენების თრომბოზი გამწვავების სტადიაში, თრომბოემბოლიები ან უტყუარი ცნობები აღნიშნული დაავადებების შესახებ წარსულში;
* მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია.
განსაკუთრებული მითითებები:
კლიმოდიენს არ გააჩნია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი.
იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაცეპცია აუცილებელია, იყენებენ არაჰორმონულ მეთოდებს (რითმული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით).
ვენური თრომბოემბოლია: ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე ხშირად ადგილი აქვს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკს – ღრმა ვენების თრომბოზს ან ფილტვის არტერიის ემბოლიას. ამიტომ ქალებში ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნა, ვენური თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორის გათვალისწინებით იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც პაციენტისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი სჭარბობს პრეპარატის მოქმედების პოტენციურ რისკს. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი მოიცავს ინდივიდუალურ და ოჯახურ ანამნეზს ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევების შესახებ (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში, შედარებით ახალგაზრდა ასაკში მიუთითებს დაავადების მიმართ გენეტიკურ მიდრეკილებაზე) და ძლიერ სიმსუქნეს. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება. დიდი გეგმიური და ტრავმული ოპერაციებით ან მასიური ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იმობილიზაციის შედეგად შესაძლებელია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის დროებითი გაზრდა. ამ შემთხვევაში სასურველია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
ენდომეტრიუმის კიბო: ესტროგენებით ხანგრძლივი მონოთერაპიის შედეგად იზრდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზის ან კარცინომის განვითარების რისკი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ გესტაგენების დამატებითი გამოყენებით მცირდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბო.
სარძევე ჯირკვლის კიბო: ქალებში, რომლებიც 5 წლის და მეტი ხნის მანძილზე იღებდნენ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარატებს, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მეტა-ანალიზით გამოვლინდა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის უმნიშვნელო მატება. მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი უცნობია. დაავადების განვითარების შედარებითი რისკი იზრდება მკურნალობის გახანგრძლივებით (2.3%-ით). მომატებული რისკის თანდათან შემცირება ხდება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ პირველი 5 წლის განმავლობაში. ქალებში, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად განვითარებული სარძევე ჯირკვლის კიბო, ძირითადად ლოკალური თვისებით ხასიათდება, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ჰორმონჩანაცვლებით პრეპარატებს.
ღვიძლის სიმსივნეები: იშვიათად სასქესო ჰორმონების გამოყენების შედეგად ვითარდება ღვიძლის სიმსივნეები. მუცლის არეში ძლიერი ტკივილების, ღვიძლის გადიდების, ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების განვითარება. საჭიროა გათვალისწინებული იქნას დიფერენციული დიაგნოზის დროს.
ნაღვლის ბუშტის დაავადებები: ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიმართ მიდრეკილების მქონე ზოგიერთ ქალებში, ესტროგენებით მკურნალობის შედეგად ძლიერდება ნაღვლის ლიტოგენობა.
სხვადასხვა დაავადებები: შაკიკის მსგავსი ან უჩვეულოდ ძლიერი ხასიათის თავის ტკივილის, აგრეთვე თავის ტვინში თრომბოზით გამოწვეული ინსულტის სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
* ქალებში, ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დროს აღინიშნება არტერიული წნევის უმნიშვნელოდ მომატება, კლინიკურად წნევის მნიშვნელოვნად მომატებას ადგილი აქვს იშვიათად. ამის გამო, ზოგიერთ შემთხვევებში ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე, კლინიკურად მნიშვნელოვნად მდგრადი არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის შეწყვეტა.
* შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, მათ შორის ჰიპერბილირუბინემია, დუბინ-ჯონსონის ან როტორის სინდრომი. ამ დროს საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ხშირი და პერიოდოული კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების აქტივობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
* მარეციდივებელი ქოლესტაზური სიყვითლის ან ქოლესტაზით გამოწვეული ქავილის შემთხვევაში, რომლებიც წარმოიქმნებიან პირველად ორსულობის, ან სასქესო ჰორმონების შემდგომი გამოყენების შედეგად, საჭიროა ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
* ქალები სისხლში ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ზომიერი მომატებით საჭიროებენ სპეციალურ მეთვალყურეობას, რადგან ჰორმონ ჩანაცვლებითი პრეპარატების მიღება დაკავშირებულია სისხლში ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ზრდასთან, რაც ზრდის მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს.
* ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია გავლენას ახდენს გლუკოზის ინსულინორეზისტენტობაზე და ტოლერანტობაზე. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს აუცილებელი არ არის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფების მკურნალობის სქემის შეცვლა. ამის გამო საჭიროა შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილი ქალების ხშირი მეთვალყურეობა.
* ზოგიერთ პაციენტებში ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად ადგილი აქვს საშვილოსნოდან პათოლოგიური სისხლდენის განვითარებას. მკურნალობის ფონზე ხშირი, ან პერსისტირებული პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან წარმოადგენს ჩვენებას ენდომეტრიუმის გამოსაკვლევად.
* ესტროგენების ზემოქმედებით შესაძლებელია საშვილოსნოს მიომის ზომაში მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
* მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებულია აგრეთვე ენდომეტრიოზის რეციდივის შემთხვევაში.
* პროლაქტინომაზე ეჭვის შემთხვევაში, ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის გამორიცხვა.
* ზოგიერთ შემთხვევებში ადგილი აქვს ქლოაზმის განვითარებას, განსაკუთრებით წარსულში ორსულთა ქლოაზმის დროს. ქლოაზმის მიმართ მიდრეკილ ქალებს ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესში ეკრძალებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზეზე ყოფნა. საჭიროა აგრეთვე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან თავის შეკავება.
* ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესში საჭიროა ეპილეფსიით, სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებებით, ბრონქული ასთმით, პორფირიით, ოტოსკლეროზით, სისტემური წითელი მგლურათი, ქორეით შეპყრობილი ავადმყოფების სისტემატური კონტროლი.
* კლიმოდიენის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
* ჰორმოჩანაცვლებითი მკურნალობის დაწყებამდე ან მის განმეორებამდე ქალებში რეკომენდებულია გულდასმით საერთო სამედიცინო და გინეკოლგიური გამოკვლევების ჩატარება (სარძევე ჯირკვლების და ცერვიკალური ლორწოს ციტოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით), საჭიროა ორსულობის გამორიცხვა.
* გარდა ამისა, საჭიროა სისხლის შედედების სისტემის მხრივ დარღვევების გამორიცხვა. პერიოდულად ტარდება საკონტროლო გამოკვლევები.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა.
– ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი პრეპარატების (მაგ. ანტიმიკრობული და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა: ჰიდანტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი) ხანგრძლივი გამოყენებით ადგილი აქვს სასქესო ჰორმონების კლირენსის გაძლიერებას და მათი ეფექტურობის შემცირებას. იგივე თვისებებით ხასიათდებიან აგრეთვე ტოპირამატი და გრიზეოფულვინი. ჩვეულებრივ, ფერმენტების აქტივობის მაქსიმალური მომატება აღინიშნება არაუგვიანეს 2-3 კვირის შემდეგ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღებიდან და გრძელდება 4 კვირის განმავლობაში მათ მიღების შეწყვეტის შემდეგ.
– ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან (მაგ. პენიცილინებთან და ტეტრაციკლინებთან) ესტრადიოლის კომბინაციით, იშვიათად ადგილი აქვს პრეპარატის აქტივობის დაქვეითებას.
– ის პრეპარატები, რომლებიც განიცდიან არსებით კონიუგაციას (მაგ. პარაცეტამოლი), ნაწლავებში შეწოვის პროცესში კონიუგაციის სისტემის კონკურენტული ინჰიბირებით აძლიერებენ ესტრადიოლის ბიოშეღწევადობას.
– ცალკეულ შემთხვევებში, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებით გლუკოზის ტოლერანტობაზე, იცვლება მოთხოვნილება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებზე და ინსულინზე.
– ალკოჰოლი ზრდის ესტრადიოლის კონცენტრაციას სისხლში.
– სასქესო სტეროიდების მიღება გავლენას ახდენს ღვიძლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. ფარისებრი ჯირკვლის თირკმელზედა ჯირკვლების და თირკმელების ფუნქციაზე, აგრეთვე პლაზმის სატრანსპორტო ცილების აქტივობაზე, როგორიცაა: კორტიკოსტეროიდშემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდურ-ლიპოპროტეინის ფრაქციები, ნახშირწყლების ცვლის, კოაგულაციის და ფიბრინოლიზის მაჩვენებლებზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: SCHERING AG, გერმანია

გაფრთხილება