კლოპიდოგრელი – ჰუმანითი / Clopidogrel – Humanity

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლოპიდოგრელი/ clopidogrel

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიკოაგულანტი. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: BO1AC04
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება – კლოპიდოგრელი 75 მგ (კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, გასუფთავებული ტალკი, მაკროგოლი 6000, დაბალი შეცვლის ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი.
გარსის შემადგენლობა: ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, ჰიპრომელოზა,  ლაქტოზას მონოჰიდრატი, პეგ-6000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ დოზით 75 მგ  დღეში,  კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უცვლელი კლოპიდოგრელის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (დაახლოებით 2,2-2,5ნგ/მლ 75მგ-ის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ) მიიღება 45 წუთის შემდეგ. შარდით გამოყოფილი კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების მიხედვით, ბიოშეღწევადობა შეადგენს არანაკლებ 50%.
განაწილება
კლოპიდოგრელი და სისხლის ნაკადში არსებული მისი ძირითადი (არააქტიური) მეტაბოლიტი, უკავშირდება პლაზმის ცილებს (98% და 94% შესაბამისად). კავშირი გაუჯერებელია კონცენტრაციის ფართო დიაპაზონში.
მეტაბოლიზმი
კლოპიდოგრელი განიცდის ღვიძლში ინტენსიურ მეტაბოლიზმს  ორი ძირითადი გზით: ერთი განპირობებულია ეთერაზებით და იწვევს ჰიდროლიზს ნახშირმჟავას არააქტიური წარმოებულის წარმოებით (სისხლის ნაკადში არსებული მეტაბოლიტების 85%), მეორე განპირობებულია სხვადასხვა P450 ციტოქრომებით. კლოპიდოგრელი პირველ რიგში მეტაბოლიზდება შუალედურ მეტაბოლიტად, 2-ოქსო-კლოპიდოგრელად. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შუალედური მეტაბოლიტის შემდეგი მეტაბოლიზმი იწვევს აქტიური მეტაბოლიტის თიოლური წარმოებული კლოპიდოგრელის წარმოქმნას. მეტაბოლიზმის ეს გზა განპირობებულია CYP3A4, CYP2C19, CYP1A2 და CYP2B6-ით. აქტიური თიოლური მეტაბოლიტი სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს, ამ გზით თრომბოციტების დათრგუნვით.
აქტიური მეტაბოლიტის Cmax იზრდება 2-ჯერ, როგორც 300მგ კლოპიდოგრელის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ასევე შემანარჩუნებელი 75მგ დოზის მიღების შემდეგ 4 დღის მანძილზე. Cmax შეიმჩნევა მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ.
გამოყოფა
კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% – ფეკალური მასებით შეყვანიდან 120 საათის განმავლობაში. ერთჯერადი 75მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დააახლოებით 6 საათს. პრეპარატის ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ ძირითადი, სისხლში ცირკულირებადი (არააქტიური) მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.
ფარმაკოდინამიკა
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორია. სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას თრომბოციტების რეცეპტორებთან და GPIIb/IIIa გლიკოპროტეინის კომპლექსის აქტივაციას, რაც ახდენს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. ასევე თრგუნავს სხვა აგონისტებით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას, გამოთავისუფლებული ადფ-ის ზემოქმედებით გამოწვეული თრომბოციტების მომატებული აქტივობის შემცირებით.
კლოპიდოგრელი შეუქცევადად ცვლის თრომბოციტებზე ადფ-ის რეცეპტორებს, და შესაბამისად, თრომბოციტები მთელი „სიცოცხლის“ განმავლობაში რჩებიან არააქტიურები. ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება დაახლოებით 7 დღეში, ახალი თრომბოციტების წარმოქმნის შემდეგ.
ფარმაკოგენეტიკა
CYP2C19 მონაწილეობს როგორც აქტიური, ასევე შუალედური მეტაბოლიტის წარმოქმნაში. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა და ანტითრომბოზული ეფექტები იცვლება CYP2C19 გენოტიპზე დამოკიდებულებით.
ალელი CYP2C19*1 სრულიად შეესაბამება ფუნქციონალურ მეტაბოლიზმს, მაშინ როდესაც CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები არიან უფუნქციონი. CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები წარმოქმნიან დაბალი ფუნქციის მქონე ალელებს ევროპულ (85%) და აზიურ (99%) ნელ მეტაბოლიტებში. სხვა სახის ალელები, რომლებიც ასოცირდება მეტაბოლიტების არსებობასთან ან მათ შემცირებასთან, უფრო ხშირად გვხვდება და მოიცავს CYP2C19*4,*5,*6,*7 და *8. CYP2C19 ალელების სიჭარბე განსხვავდებოდა რასის/ეთნიკური ნიშნის მიხედვით.
პაციენტში ნელი მეტაბოლიზატორის სტატუსით, შეინიშნება დაკარგული ფუქნციის მქონე ორი ალელი, როგორც ზემოთ იყო აღწერილი. ნელი მეტაბოლიზატორის CYP2C19 გენოტიპების სიხშირე შეესაბამება 2% ევროპელებს, 4% აფრიკულ რასას და 14% ჩინური წარმოშობის ადამიანებს. არსებობს ტესტები პაციენტის CYP2C19 გენოტიპის დასადგენად.
აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიციასა და თრომბოციტების აგრეგაციის საშუალო დათრგუნვაში ულტრასწრაფ, სწრაფ და საშუალო მეტაბოლიტებს შორის არსებითი სხვაობა არ შეინიშნებოდა. ნელ მეტაბოლიზატორებს აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიცია აღენიშნებოდათ < 63-71% სწრაფ მეტაბოლიტებთან შედარებით. დოზირების რეჟიმის 600მგ/75მგ მიღებისას, ანტითრომბოზული საპასუხო რეაქცია შენელებული იყო ნელ მეტაბოლიზატორებში, რის გამოც საშუალო ПАТ (5მკმ ადფ) შეადგენდა 24% (24 საათს) და 37% (5 დღე), 39% ПАТ (24 საათს) და 58% (5 დღე) სწრაფ მეტაბოლიზატორებთან შედარებით და 37% (24 საათი) და 60% (5 დღე) – საშუალო მეტაბოლიზატორებთან შედარებით. როდესაც ნელი მეტაბოლიზატორები იმყოფებოდნენ 600მგ/150მგ დოზირების რეჟიმზე, აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიცია მეტი იყო, ვიდრე 300მგ/75მგ დოზირების რეჟიმის დროს. ამას გარდა, ПАТ შედაგენდა 32% (24სთ) და 61% (5 დღე), რაც მეტი იყო ნელ მეტაბოლიზატორებთან შედარებით, რომლებიც იმყოფებოდნენ 300მგ/75მგ რეჟიმზე, და ანალოგიურად –  მეტაბოლიზატორების CYP2C19 ჯგუფებში, რომლებიც იმყოფებოდნენ 300მგ/75 მგ დოზირების რეჟიმზე. შესაბამისი დოზირების რეჟიმი ამ პოპულაციისთვის არ არის დადგენილი.
აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიცია შემცირდა 28% საშუალო მეტაბოლიზატორებში და 72% ნელ მეტაბოლიზატორებში, მაშინ, როდესაც თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა (5მკმ ადფ) შემცირდა ПАТ-თან სხვაობით 5.9%-ით და 21,4% -ით შესაბამისად, სწრაფ მეტაბოლიზატორებთან შედარებისას.
განსაკუთრებული პაციენტები
კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პაციენტებში (თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა) უცნობია.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
კლოპიდოგრელის ხანგრძლივი გამოყენებისას დოზით  75 გრ დღეში, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 5-15მლ/წთ) თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა, რომელიც გამოწვეულია ადფ-თ (ადენოზინდიფოსფატი) იყო შედარებით სუსტი (25%), ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, თუმცა, სისხლდენის დროის გახნაგრძლივება ანალოგიური იყო.  ამას გარდა, კლინიკური ამტანობა ყველა პაციენტში იყო კარგი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვის მქონე პაციენტები
კლოპიდოგრელის ხანგრძლივი გამოყენებისას (10 დღის განმავლობაში) დოზით  75 გრ დღეში, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღევის მქონე პაციენტებში, თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა არ განსხვავდება  ჯანმრთელი მოხალისეების ჯგუფში მიღებული მონაცემებისაგან.
ჩვენებები
ათეროთრომბული მოვლენების პროფილაქტიკა
• მოზრდილი პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით (რამოდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე), ან პაციენტები პერიფერული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებით
• მოზრდილი პაციენტები, მწვავე კორონარული  სინდრომით:
– მწვავე კორონარული  სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე
(არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q- კბილის გარეშე), მათ შორის პაციენტები  კორონარული სტენტირებით კორონარულ სისხლძარღვებში კანქვეშა შეღწევის მეშვეობით, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში;
– მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით
(მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) თრომბოლიზის ჩატარების შესაძლებელობის დროს (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში)
ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური მოვლენების პროფილაქტიკა მოციმციმე არითმიის დროს
– მოციმციმე არითმიის მქონე პაცეინტებში, გულ-სისხლძარღვთთა გართულებების მინიმუმ ერთი  რისკ-ფაქტორის არსებობისას და პირდაპირი ანტიკოაგულანტების გამოყენების შეუძლებლობისას, როდესაც სისხლდენის განვითარების რისკი დაბალია (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, საკვებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები
კლოპიდოგრელის რეკომენდებული დოზა შეადგენს  75 მგ ერთხელ დღეში.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტები:
– მწვავე კორონარული  სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი): კლოპიდოგრელით მკურნალობა იწყება ერთჯერადი დარტყმითი დოზით 300მგ, შემდეგ გრძელდება დოზით 75მგ ერთხელ დღეში  (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად). ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების მიღება დაკავშირებულია სისხლდენის განვითარების რისკთან, მისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 100მგ-ს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ფორმალურად არ არის დადგენილი. კლინიკური კველევების მონაცემები წარმოადგენს იმის საფუძველს რომ პრეპარტის მიღება მოხდეს 12 თვემდე, მაქსიმალური დადებითი ეფექტი მიიღწევა მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ.
– მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST  სეგმენტის ელევაციით:  კლოპიდოგრელი მიიღება 75მგ ერთჯერადი დღიური დოზის სახით, ერთჯერადი დარტყმითი დოზის 300მგ შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავასთან  და სხვა თრომბოლიზურ პრეპარატებთან კომბინაციაში ან მათ გარეშე. 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელით მკურნალობა იწყება დარტყმითი დოზის გარეშე. კომბინირებული თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად სიმპტომების გამოვლენისთანავე და გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
– მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელი ინიშნება 75მგ დღიური დოზის სახით. მკურნალობა იწყება აცეტილსალიცილის მჟავის მიღებით (75-325მგ დღეში) და გრძელდება კლოპიდოგრელთან კომბინაციაში.
პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
– გავიდა 12 საათზე ნაკლები პრეპარატის მიღების დაგეგმილი დროიდან: დოზა უნდა იქნეს მიღებული მაშინვე და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაგეგმილი დროის მიხედვით.
– გავიდა 12 საათზე მეტი: პაციენტებმა უნდა მიიღონ შემდეგი დღიური დოზა ჩვეულებრივ დაგეგმილ დროს, მაგრამ დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუქნციის დარღევვის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხ. „ განსაკუთრებული მითითებები)
გვერდითი მოვლენები
სისხლდენა წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას, დარეგისტრირებული როგორც კლინიკურ კველევებში, ასევე პოსტმარკეტინგულ პერიოდში.
კლინიკურ კველევებში გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ან სპონტანური შეტყობინებები ჩამოთვლილია ქვემოთ.
ხშირი (≥1/100, <1/10)
– ჰემატომა და ტრავმული დაზიანება
– ცხვირიდან სისხლდენა
– კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია
– სისხლდენა პუნქციის ადგილიდან
არახშირი (≥1/1000, <1/100)
– თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია
– თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ადგილი ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევას ლეტალური შედეგით), თვის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა
– სისხლჩაქცევა თვალში (კონიუნქტივალური, ოკულარული, რეტინალური)
– გასტრიტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი
– გამონაყარი, ქავილი, კანში სისხლჩაქცევა (პურპურა)
– ჰემატურია
– სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
იშვიათი (≥1/10000, <1/1000)
– ნეიტროპენია, მათ შორის მწვავე
– ვერტიგო (ვესტიბულური თავბრუსხვევა)
– რეტროპერიტონული სისხლდენა
ძალიან იშვიათი  (< 1/10000)
– თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, აპლაზიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მწვავე თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია
– შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქტოიდური რეაქციები
– ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა
– გემოს შეგრძნების დარღვევა
– ძლიერი სისხლდენა, ჭრილობიდან სისხლდენა, ვასკულიტი, ჰიპოტენზია
– რესპირატორული ტრაქტიდან სისხლდენა (სისხლის ამოხველება, ფილტვიდან სისხლდენა), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული პნევმონიტი
– კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონული სისხლდენა ლეტალური შედეგით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი და ლიმფოციტური), სტომატიტი
– ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის  პათოლოგიური მაჩვენებლები
– ბულოზური დერმატიტი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა), ანგიოედემა, ერითემული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა და ბრტყელი სირსველი
– ძვალ-კუნთოვანი სისხლდენა (ჰემართროზი, ართრიტი, ართრალგია, მიალგია)
– გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება
– ცხელება
უკუჩვენება
– მოქმედი ნივთიერების ან სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
– ძლიერი სისხლდენა, როგორიცაა სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ინტრაკრანიალური სისხლდენა
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პერორალური ანტიკოაგულანტები: კლოპიდოგრელის მიღება პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან მოცემულმა კომბინაციამ შესაძლებელია გააძლიეროს სისხლდენა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“). მიუხედავად იმისა, რომ 75 მგ კლოპიდოგრელის მიღება დღეში არ ცვლიდა S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას და INN-ს პაციენტებში ვარფარინის ხანგრძლივი მიღებისას, კლოპიდოგრელის და ვარფარინის ერთდორულად მიღებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორებს (იხ. განსაკუთრებული მითითებები).
აცეტილსალიცილის მჟავა: აცმ არ ცვლის თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას რომელიც ინდუცირებულია ადფ-ით. თუმცა კლოპიდოგრელი აძლიერებს აცმ-ს
თრომბოციტების აგრეგაციის ეფექტს, ინდუცირებული კოლაგენით. აცმ-ს მიღება დოზით 500მგ ორჯერ დღეში რამოდენიმე დღის განმავლობაში არ იწვევდა სისხლდენის დროის მნიშვნელოვან გაზრდას. კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის შესაძლებელია ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს სისხლდენის რისკის გაზრდას. შესაბამისად, ამ პრეპარატების ერთდროული მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხ. განსაკუთრებული მითითებები).
ჰეპარინი: კლოპიდოგრელის მიღებისას არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის ცვლილება. ჰეპარინთან ერთდროულ მიღებას არ ქონია გავლენა თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვაზე. კლოპიდოგრელის და ჰეპარინის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლდენის განვითარება.  ამ პრეპარატების კომბინაციის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
თრომბოლიზური საშუალებები: კლოპიდოგრელის ფიბრინის სპეციფიური და ფიბრინის არასპეციფიურ თრომბოლიზურ საშუალებებთან და ჰეპარინთან ერთად გამოყენება გამოკვლეული იყო პაციენტებში მწვავე მიოკარიდუმის ინფარქტით. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის სიხშირე ანალოგიური იყო თრომბოლიზური საშუალებების და ჰეპარინის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად მიღებისას გამოვლენილ სიხშირეზე.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები: კლოპიდოგრელის და ნაპროქსენის ერთდროულმა მიღებამ  გამოიწვია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენის რისკის მატება. თუმცა, საკმარისი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ, ამ დროისთვის უცნობია ახასიათებს თუ არა ყველა სახის არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მომატებული რისკი. შესაბამისად, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების და კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
სხვა სახის თანხმლები თერაპია: ვინაიდან კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება აქტიურ მეტაბოლიტად  CYP2C19 -ის დახმარებით, მოსალოდნელია რომ სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც იწვევენ ამ ენზიმის აქტივობის დათრგუნვას, გამოიწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირებას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. სიფრთხილის გამო დაუშვებელია იმ პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც თრგუნავენ CYP2C19-ს (ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი და ქლორამფენიკოლი).
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი):
ომეპრაზოლის 80მგ ერთხელ დღეში მიღებისას ან კლოპიდოგრელთან ერთად ან მათ შორის 12 საათიანი ინტერვალის დაცვით, მცირდება აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია 45%-ით (დარტყმითი დოზა) და 40%-ით (შემანარჩუნებელი დოზა). შემცირება დაკავშირებულია 39% (დარტყმითი დოზა) და 21% (შემანარჩუნებელი დოზა) თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვასთან. ეზომეპრაზოლის კლოპიდოგრელთან ერთად მიღებისას მოსალოდნელია აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის შემცირება.
სიფრთხილის გამო დაუშვებელია კლოპიდოგრელთან ერთად ომეპრაზოლის ან ეზომეპრაზოლის გამოყენება (იხ. განსაკუთრებული მითითებები).
მეტაბოლიტის ექსპოზიციის შემცირება შედარებით ნაკლებად არის პანტოპრაზოლის და ლანსოპრაზოლის მიღების დროს.
აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები შემცირდა 20%-ით (დარტყმითი დოზა) და 14%-ით (შემანარჩუნებელი დოზა) პანტოპრაზოლით (80მგ ერთხელ დღეში) მკურნალობის დროს. ამას თან ახლდა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო შემცირება 15% და11%. ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ კლოპიდოგრელის მიღება შესაძლებელია პანტოპრაზოლთან ერთად.
არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, როგორებიცაა H2-რეცეპტორების ბლოკატორები (ციმეტიდინის გარდა, რომელიც წარმოადგენს CYP2C19 ინჰიბიტორს) და ანტაციდები მოქმედებენ კლოპიდოგრელის ანტითრომბოზულ აქტივობაზე.
სხვა
სამკურნალო საშუალებები
კლოპიდოგრელის ატენოლოლთან  ან ნიფედიპინთან ან ორივესთან ერთად მიღებისას არ შეინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება. ფენობარბიტალის ან ესტროგენის ერთდროულ გამოყენებას არ ქონია არსებითი ზემოქმედება კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკურ აქტივობაზე.
დიგოქსინის და თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა კლოპიდოგრელთან ერთად მიღებისას.
ანტაციდები არ ცვლიან კლოპიდოგრელის აბსორბციის ხარისხს.
ფენიტოინი და ტოლბუტამიდი, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9 -ის მეშვეობით შესაძლებელია კლოპიდოგრელთან გამოყენება საფრთხის გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები
სისხლდენები და ჰემატოლოგიური დარღვევები
მკურნალობის დროს  სისხლდენის და ჰემატოლოგიური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამო, სისხლდენის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისთანავე, საჭიროა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და/ან სხვა შესაბამისი ანალიზი (იხ. გვერდითი მოვლენები). ისევე როგორც სხვა ანტითრომბოზული საშუალებები, კლოპიდოგრელის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ძლიერი სისხლდენის რისკის ქვეშ, რომელიც დაკავშირებულია ტრავმებთან, ქირურგიულ ან სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან, ასევე პაციენტებში რომლებიც იმყოფებიან აცეტილსალიცილის მჟავას, ჰეპარინის, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორებით მკურნალობაზე. აუცილებელია პაციენტების კონტროლი სისხლდენის (მათ შორის ფარული სილხლდენების) ნიშნების აღმოსაჩენად, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას და/ან გულზე ინვაზიური პროცედურების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ. არ არის რეკომენდებული კლოპიდოგრელის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მიღება, რადგან შესაძლებელია გაძლიერდეს სისხლდენა (იხ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან).
გეგმიური  ქირურგიული ჩარევის წინ, როდესაც ანტითრომბული ეფექტი დროებით არასასურველია, კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე. ნებისმიერი დაგეგმილი ოპერაციის წინ და ახალი პრეპარატის მიღებამდე პაციენტებმა უნდა აცნობოს ექიმს კლოპიდოგრელით მკურნალობის შესახებ.
კლოპიდოგრელი ზრდის სისხლდენის დროს და სიფრთხილით უნდა მოხდეს მისი გამოყენება სისხლდენის მიმართ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში.

უნდა მოხდეს პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ კლოპიდოგრელის მიღებისას (ცალკე ან აცმ-სთან კომბინაციაში) სისხლდენის შესაჩერებლად შესაძლებელია მეტი დრო იყოს საჭირო, და რომ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს თუ აღენიშნებათ გაუთვალისწინებელი (ლოკალიზაციის ან ხანგრძლივობის მიხედვით) სისხლდენა.
თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა
ძალიან იშვიათად, კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ შეინიშნებოდა თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა. იგი ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიით, ნევროლოგიური ცვლილებებით, თირკმელების დისფუნქციით ან ცხელებით. თთპ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას (პლაზმაფერეზის ჩათვლით).
მწვავე იშემიური ინსულტი
მონაცემების არარსებობის გამო კლოპიდოგრელის მიღება არ არის რეკომენდებული  მწვავე იშემიური ინსულტის შემდეგ 7 დღის მანძილზე.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
კლოპიდოგრელის გამოყენება  თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. შესაბამისად, მსგავს პაციენტებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰემორაგიული დიათეზის მიმართ, შეზღუდულია. მსგავს პაციენტებში კლოპიდოგრელის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
დამხმარე ნივთიერებები
კლოპიდოგრელი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი და გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსრობციის სინდრომი, პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატი შეიცავს ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის დარღვევები და დიარეა.
გამოყენება პედიატრიაში
კლოპიდოგრელის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში 18 წლამდე არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობაზე კლოპიდოგრელის ზემოქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ გამოიყენება ორსულობის დროს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა კლოპიდოგრელი დედის რძეში. სიფრთხილის გამო კლოპიდოგრელით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება.
ფერტილობა
კლინიკამდელ კვლევებში არ დამტკიცებულა კლოპიდოგრელის ზემოქმედება ფერტილობაზე.
პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
თავბრუსხვევის არახშირი შემთხვევების და იშვიათი გვერდითი მოვლენების გამო პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით ავტომობილის და მექანიმზების მართვისას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: კლოპიდოგრელის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივდეს სისხლდენის დრო და მოხდეს სისხლდენის გართულება.
მკურნალობა: სისხლდენის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ანტიდოტი არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება სისხლდენის გახანგრძლივებული დროის კორექცია, თრომბოციტების ტრანსფუზიამ შესაძლოა შეაჩეროს კლოპიდოგრელის ეფექტი.
შეფუთვა
7 ტაბლეტი მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
4 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 75მგ ტაბლეტი №28 (4 x7)
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Mepro Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება