კოაქსილი – COAXIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): თიანეპტინი/TIANEPTINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
თიანეპტინი…………….        12.5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს მარედინამიზირებელი მოქმედების ანტიდეპრესანტს, რომელსაც გააჩნია ანქსიოლიზური თვისება.
კოაქსილის მოქმედების მექანიზმს უკავშირებენ სეროტონინის უკუმიტაცების გაძლიერებას თავის ტვინის ქერქის და ჰიპოკამპის ნეირონებში.
კოაქსილს თავისი ქმედების მიხედვით სედატიურ და მასტიმულირებელ ანტიდეპრესანტებს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. პრეპარატის მიღებისას აღინიშნება ისეთი სომატური სიმპტომების შემცირება, როგორიცაა: ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, კუნთებში სიცხისა და ტკივილის შეგრძნება.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში აბსტინენციის დროს პრეპარატი არეგულირებს ქცევას და დადებითად მოქმედებს პაციენტის ხასიათის ცვლილებებზე.
პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს მეხსიერებაზე, ძილსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
კოაქსილს არა გააჩნია ანტიქოლინერგული მოქმედება, იგი არ იწვევს შეჩვევას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. იგი კარგად ნაწილდება ორგანიზმში და მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 94%). თიანეპტინი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს (ბეტა-ოქსიდაცია და N-დემეთილირება).
თიანეპტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5 საათს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – 3.5 საათს.
პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით: ძირითადი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ხოლო 8% – უცვლელად, თირკმლების უკმარისობისას და 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში T1/2 იზრდება 1 სთ-ით. ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არსებითად არ იცვლება (თუნდაც ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ციროზი).
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სუსტად, საშუალოდ და მძიმედ გამოხატული დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება დოზით 12.5 მგ დღე-ღამეში 3-ჯერ (დილას, შუადღით და საღამოს) ჭამის წინ.
70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, აგრეთვე თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პირებში რეკომენდეუბლია დღეღამური დოზის 25 მგ-მდე (2 ტაბ). შემცირება.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პაციენტებში (ღვიძლის ციროზით და/ან მის გარეშე) დოზის შეცვლა არ არის აუცილებელი.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: აღინიშნება ტკივილები ეპიგასტრიუმსა და მუცლის არეში, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი.
ცნსის მხრივ: ძილის დარღვევა, ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის წასვლა, ტრემორი, სიცხის შეგრძნება.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, მკერდის არეში ტკივილები.
სასუნთქი სისტემების მხრივ: სუნთქვის გაძნელება.
სხვადასხვა: კუნთების ტკივილი, წელის არეში ტკივილის შეგრძნება.
ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები წარმოიშობა იშვიათად და სწრაფად ქრება.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობის პერიოდში სასურველია თავი შევიკავოთ კოაქსილის დანიშვნისაგან, რადგან არ არის ამ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი კლინიკური კვლევები ორსულობის პერიოდში.
* ტრიციკლური ანტიდეპრესანტები გამოიყოფიან დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
* მკურნალობის დასაწყისში დეპრესიული პაციენტები სასურველია იმყოფებდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან მათი მხრიდან არსებობს სუიციდური მცდელობის საშიშროება.
* იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ზოგადი ანესთეზიის გამოყენება, აუცილებელია ექიმ-ანესთეზიოლოგს ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ პაციენტი მკურნალობს კოაქსილით. პრეპარატის მიღება შეწყვეტილი უნდა იქნას ოპერაციამდე 24 საათით ან 48 საათით ადრე.
* მკურნალობისა შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება 7-14 დღის განმავლობაში.
* მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტისას კოაქსილით მკურნალობაზე გადასვლის მიზნით საჭიროა მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალი შეადგენდეს 2 კვირას, ხოლო კოაქსილიდან მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობაზე გადაყვანის შემთხვევაში საკმარისია 24 საათიანი შესვენება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატის მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კოაქსილს, საჭიროა თავი შეიკავონ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარების ყველა შემთხვევაში საჭიროა კოაქსილით მკურნალობის შეჩერება და პაციენტის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკირვება (გულის, თირკმელების, ფილტვების მუშაობის კონტროლი, მეტაბოლიზმის მონიტორინგი). აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მაო-ს ინჰიბიტორებთან კოაქსილის კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ვინადან არსებობს კოლაფსის ან უეცარი არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთერმიის, კრუნჩხვების წარმოშობის საშიშროება. არ არის გამორიცხული შესაძლო ლეტალური შედეგი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

გაფრთხილება