კოენზიმ Q 10 (უბიქინონი) – COENZYME Q 10 (ubiquinone)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აბები შეფუთვაში 30 ცალი, 1 ტაბ შეიცავს 30 მგ უბიქინონს
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი–ანტიოქსიდანტი, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში უჯრედულ დონეზე, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ცხიმების დაწვის პროცესს, აქვს გამოხატული დეზინტოქსიკაციური მოქმედება, აჩქარებს შეხორცების პროცესს.
ჩვენება:
სტენოკარდია, არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, პაროდონტოზი, გინგივიტი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (სპორტსმენებში), ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსი.
დოზირება:
რეკომენდებული დოზა დღეში 30-60-90მგ, მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.
უკუჩვენება:
* ასაკი 12 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
მწარმოებელი: პოლონეთი, HASKO-LEK

გაფრთხილება