კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით – COVONIA mentholated cough mixture

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული შემადგენლობის ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ორალური ხსნარი: ბოთლში 150 მლ
5 მლ
ლევომენთოლი…………………………………..     4.0 გ
ზღვის ხახვის ნაყენი…………………………….   0.6 მლ
ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი……………     0.125 მლ
საქაროზა……………………………………………   1.53 გ
გლუკოზა…………………………………………..    0.18 გ
ალკოჰოლი………………………………………….. 7.7%.
სხვა ინგრედიენტები:
პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), ლიქვიდ გლუკოზა, მაგნეზიუმ ალუმინის სილიკატი, სოდიუმ მეთილ-, ეთილ და პროპილ- ჰიდროქსიბენზოატი (E219, E215, E217), გლიცეროლი (E422), კარამელი (E150) და გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით შეიცავს ზღვის ხახვს და ძირტკბილას, რომლებიც მიეკუთვნებიან ამოსახველებელ პრეპარატთა ჯგუფს. პაციენტებში პროდუქტიული ხველებით (ხველა ნახველით) ხელს უწყობენ ნახველის გამოყოფას და ამოხველებას. მენთოლი ხსნის შეგუბებით მოვლენებს პროდუქტიული ხველების და ბრონქიტის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალური გამოყენებისათვის: გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: 5 მლ ან 10 მლ ხსნარი.
5-12 წლის ასაკის ბავშვებში: 5 მლ ხსნარი. საჭიროებისამებრ განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში ერთხელ. დაწესებულ დოზას არ გადააჭარბოთ.
არ არის რეკომენდებული ბავშვებში 5 წლის ასაკის ქვემოთ. სიმპტომების შენარჩუნების ან გაუარესების შემთხვევაშიი, საჭიროა ექიმის ინფორმირება.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალზედ იშვიათად; ალერგიული რეაქციები, სისხლში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება და ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება.
განსაკუთრებული მითითებები:
წამალი არ გამოიყენება:
* წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულობის, გულის რომელიმე დაავადების დროს;
* წამლის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა: თუ პაციენტი ღებულობს კარბენოქსოლონს, თიაზიდებს ან სხვა შარდმდენ საშუალებებს, რადგან შესაძლებელია წამალთაშორისი ურთიერთქმედების განვითარება;
* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
სხვა რჩევები:
წამალი შეიცავს ალკოჰოლს, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების ეფექტზე და გამოიწვიოს სწრაფი რეაგირების დაქვეითება მანქანისა და მექანიზმების მართვის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელად – 3 წელი.
მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება