კოვონია ყელის სპრეი – COVONIA throat sprey

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული შემადგენლობის ადგილობრივი ანტიბაქტერიული და ანალგეზიური საშუალება.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები:
გლუკონატი – 0.2% w/v
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 0.05% w/v
დამხმარე ნივთიერებები:
მენთოლი, ევკალიპტოლი, გლიცეროლი (E422), ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა (E330), ეთანოლი და გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვინაიდან სპრეი შეიცავს ქლორჰექსიდინს როგორც ანტისეპტიკურ-ანტიბაქტერიულ საშუალებას და ლიდოკაინს, როგორც ადგილობივ საანესთეზიოს, იგი მოქმედებს ანტიბაქტერიულად და ახასიათებს საანესთეზიო თვისებები.
ჩვენებები:
კოვონია ყელის სპრეი ხსნის მტკივნეული, გაღიზიანებული ანგინის სიმპტომებს. არ შეიცავს შაქარს და შეიძლება მისი გამოყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. თანდართული ცხელებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექცია საჭიროებს დამატებით მკურნალობას (რჩევისათვის მიმართეთ ექიმს).
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-5 შესხურება 6-10-ჯერ დღეში.
თუ მისი გამოყენება ხდება დანიშნულების მიხედვით, მაშინ ჰიპერდოზირების რისკი მინიმალურია. თუ შემთხვევით მოხდა დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სპრეის გამოყენების წესი ნაჩვენებია გამოყენების ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში ვითარდება:  ალერგიული რეაქციები, კბილების და ენის ფერის შეცვლა და კანის მგრძნობელობის მომატება.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
* სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებისას;
* 12 წლამდე ასაკის მოზარდებში;
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან სხვა რომელიმე ამიდების ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება: მძიმე ფორმის ანგინის ან თუ დაავადების ხანგრძლივობა 2 დღეზე მეტია ან მიმდინარეობს ცხელებით, გულისრევით ან ღებინებით;
* თუ პაციენტი ღებულობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს: ბეტა-ბლოკერებს ან სხვა ანტიარითმულ საშუალებებს (მაგ. პროპრანოლოლი ან მექსილეტინი); წყლულის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ციმეტიდინი); შარდმდენ საშუალებებს, როგორიცაა აცეტოზოლამიდი, მარყუჟოვანი დიურეზულები ან თიაზიდები; ანტიეპილეფსიური საშუალებები (მაგ. ფენიტოინი ან სხვა ბარბიტურატები). სპრეის შემადგენლობაში შემავალი ლიდოკაინი შეიძლება შევიდეს ამ პრეპარატებთან რეაქციაში.
* არ გამოიყენება თუ ანამნეზში აღინიშნება მკვეთრად გამოხატული ალერგია. არ გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდით უწყვეტად ან განმეორებითად.
* თითოეული სპრეის 5 მლ შეიცავს 1.75 გ ეთანოლს. ეთანოლი შეიძლება საზიანო იყოს ღვიძლის დაავადების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის ან თავის ტვინის დაზიანების ან დაავადების დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატის ეფექტის ცვლილება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: ხსნარისპრეი: ბოთლში ტუბით 30 მლ
მწარმოებელი: THornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება