კოლადერმი / COLADERM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):  პოლიესტერამიდი/polyesteramide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
კოლადერმი წარმოადგენს ბიოდეგრადირებადი, ბიოშეთავსებადი პოლიესტერამიდის 7%-იან ხსნარს ეთილის სპირტში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი სხეულის ზედაპირზე შეფრქვევის (ან დატანის) და სპირტის აორთქლების შემდეგ, წარმოქმნის პოლიესტერამიდის დამცავ აპკს, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს. ხასიათდება ბაქტერიციდული და ანტისეპტიკური აქტივობით, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას და ეპითელიზაციას. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე.
ჩვენებები
გამოიყენება
• როგორც სამკურნალო და დამცავი საშულება კანის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების დროს (საყოფაცხოვრებო ჭრილობები, მცირედი დამწვრობები, ნაკბენები და სხვა);
• კლინიკურ პირობებში – ფართო მასშტაბის დამწვრობებისა და მექანიკურად დაზიანებული კანის სამკურნალოდ;
• ქირურგიაში _ საოპერაციო ველის დასამუშავებლად და ოპერაციის შემდეგ ჭრილობის პირველადი შეხორცების უზრუნველსაყოფად.
მიღების წესები და დოზები
კანის მცირე ზომის დაზიანებებისას სასურველია გამოყენებული იქნეს 10 მლ ტევადობის საწვეთურიანი ფლაკონები, რომლიდანაც პრეპარატი დაზიანებულ უბანზე დაიტანება ფლაკონზე ხელის ოდნავ მოჭერით.
კლინიკურ პირობებში, ფართო მასშტაბის დამწვრობების და მექანიკურად დაზიანებული კანის მკურნალობისთვის, ასევე საოპერაციო ველის დამუშავების მიზნით ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, გამოიყენება,,კოლადერმი’’ გამფრქვევი მექანიზმის მქონე ფლაკონებით (120 მლ და 30 მლ ტევადობის). საოპერაციო ველს, ხსნარის დასხურების და სპირტის აორთქლების შემდეგ, ფარავენ სტერილური ბინტით.
სხვადასხვა ფართობის მქონე დაზიანებულ ზედაპირზე ხსნარის თანაბარი განაწი-ლებისათვის საჭიროა ბალონიდან გაფრქვე-ვის სწორი რეგულირება სათანადო დის-ტანციის დაცვითა და გამფრქვევზე სხვა-დასხვა ინტენსივობით დაჭერით: პოლიეს-ტერამიდის დამცავი აპკით დიდი ზომის დაზიანებული ზედაპირის დასაფარად დის-ტანცია ბალონსა და სხეულის ზედაპირს შორის უნდა იყოს » 20 სმ; ხოლო გა-ფრქვევის ინტენსივობა – მაქსიმალური, რაც მიიღწევა ბალონის გამფრქვევზე მა-ქსიმალური (შესაბამისად – მე-2 დონემდე) დაჭერით, ხოლო შედარებით მცირე ზომის ჭრილობის დასამუშავებლად დისტანცია სასურველია იყოს » 10-15 სმ, ხოლო გა-მფრქვევზე დაჭერა _ საშუალო სიძლიერის (პირველ დონემდე).
პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღეში ერთჯერ ან ორჯერ, საჭიროების მიხედვით.
უკუჩვენება
• ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
• ფენილკეტონურია;
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 7% გარეგანი ხსნარი 15გ ფლაკონი #1, 7% გარეგანი ხსნარი 8გ ფლაკონი #1, 7% გარეგანი ხსნარი 80გ ბალონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება